გასართობივიდეოებიუცნაური

უცნაური ცხოველები



ძაღლი, რომელიც სკუტერს ატარებს

ამერიკის შტატ ჯორჯიაში მცხოვრებ ნორმანს – ბრიარდის ჯიშის ძაღლს, როდესაც გარეთ გასვლა უნდა ბევრად უფრო საინტერესო ფორმას ირჩევს, ვიდრე ფეხით სეირნობაა. იგი ჯერ კიდევ ლეკვობიდან ატარებს პატრონის სკუტერს. “ერთხელ გადავწყვიტეთ სკუტერზე დაგვესვა და გაგვეკატავებინა, მხოლოდ გართობის მიზნით” – ამბობს პატრონი კარენ ქობი. “მას აღარ მოუნდა ჩამოსვლა”.

კარენმა და მისმა შვილებმა ისე გაწვრთნეს ძაღლი, რომ ადამიანისნაირად ეტარებინა სკუტერი. ფეხებით უდგას, დასადგამის დასაწყის ნაწილში, თათებით კი საჭეს ეყრდნობა. წასვლისას, ერთ ფეხი უკან მიაქ და გზას კრავს, რომ წინ წავიდეს, მეორე ფეხს კი ისევ სადგომზე ინარჩუნებს.

როდესაც ნორმანი სახლის წინ სკუტერს ატარებს გზაზე, კარენი ან გზაზე მასთან ერთად მიდის უკუსვლით ან თვალს ადევნებს ტროტოარიდან, რათა დარწმუნებული იყოს ძაღლის უსაფრთხოებაში. “სკუტერის, გარეთ გატანაისას  ნორმანი კუდის ქნევას იწყებს” – ამბობს ის.

მაგრამ ნორმანი მალე შესაძლოა ახალი ტრანსპორტით გამოჩნდეს ჯორჯიას ქუჩებში. ის ახლა ველოსიპედის ტარებას სწავლობს! მანამდე კი იხილეთ ვიდეო, როგორ ატარებს იგი სკუტერს.



ვირმა ცხვარი გადაარჩინა

ინლგისში ქალაქ სკარბოროუში, ცხვარი სტენლი თავისთვის მშვიდად მიირთმევდა ბალახს თავის ფარდულთან ახლოს, როდესაც უეცრად მისკენ საოცარი სიჩქარით ძაღლი გამოექანა და შეუტია მას, თავის ეშვები ცხვრის მატყლში მოათავსა და ცდილობდა დაეგლიჯა, შეშინებული სტენლი მთელი ხმით ბღაოდა, მაგრამ ძაღლი ყბებს არ აჩერებდა და კიდევ უფრო გაღიზიანებული აგრძელებდა საცოდავის ტანჯვას და აი ვირი სახელად დოტიც ჩაერთო მოქმედებაში – შეახტა ძაღლს ზურგზე უკბინა და უკან გადმოაგდო მიწაზე. საბოლოოდ ძაღლი მიხვდა, რომ ცხვართან ვეღარ მიაღწევდა და “გაიქცა დანაშაულის ადგილდიან”. ასე გახდა დოტი ვირი ნამდვილი გმირი.

“ვირს მცველის ბუნება აქვს” ამბობს ვეტერინარი – ელენი პენდლებური, ვინც გადასცა დოტის ჯილდო მამაცი ცხოველობისთვის. წარდგენაზე მან თქვა ” მან გარისკა თავის სიცოცხლე სტენლისათვის, რაც ძალიან კეთილშობილური საქციელია. ეს გვიჩვენებს თუ რამდენად ღრმა მეგობრობა შეიძლება აკავშირებდეთ ერთმანეთთან ცხოველებს”

 

კამბოჯელი მოცეკვავე სპილო

მოერიდეთ ცეკვის კონკურსებს, რადგან შეიძლება ერთი ზორბა კონკურენტი გამოგიჩნდეთ. ლაქი არის ფნომ ტამაოს გარეულ ცხოველთა ცენტრის წევრი 11 წლის აზიური სპილო, რომელიც მუსიკის ჩართვისას იწყებს ფეხების ბაკუნს, თავის ქნევას და ტანის რხევას რიტუმლად. ის ხვდება, რომ მოწყენილობისგან თავის ასაცილებლად ცეკვა კარგი საშუალებაა, ამიტომ როგორც მისი მომვლელი მიქაელ ზვირნი ამბობს, როგორც კი მუსიკა ესმის მაშინვე ცეკვას იწყებს.
მეცნიერი არიდუჰ პატელი ფიქრობს, რომ ლაქის მოძრაობები მისი ბუნებიდან მოდის.  “როგორც ადამიანებს, ისევე სპილოებსაც უჩნდებათ მოძრაობის (ცეკვის) სურვილი და მასზე აყოლა როდესაც მუსიკას ისმენენ” ლაქის ესეთი საქციელით ჯერ არ განისაზღვრება ეს ჰიპოტეზა ჭეშმარიტად, მაგრამ თუ ასე გააგრძელა ეს დამტკიცდება.
აი ლაქის შესრულებაც:

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close