არქივი

მარტორქა ხოჭო – ყველაზე ძლიერი არსება

8ef85454c817
მარტორქა ხოჭო პროპორციული ძალის მიხედვით უძლიერეს არსებად ითვლება დედამიწის ზურგზე. ხუმრობა ხომ არაა, მას შეუძლია თავის სხეულზე 850-ჯერ მეტი წონის თრევა , იმ დროს როცა სპილო თავისი წონის მხოლოდ მეოთხედს წევს, ჭიანჭველა კი მაქსიმუმ 50-ჯერ მეტს. ეს იგივეა, ადამიანმა დაახლოებით 60-65 ტონა რომ აწიოს.

მარტორქა ხოჭო ფართოდ არის გავრცელებული თითქმის ყველა კონტინენტზე. მისი 300-მდე სახეობა არსებობს. სიგრძე 4 სმ-ს აღწევს. იკვებება გახრწნილი მცენარეული ნარჩენებით და ამის გამო სასარგებლოდაა მიჩნეული. იშვიათად მცენარეების ფესვებსაც აზიანებს. უყვარს სინათლე. განვითარება 4 წელი გრძელდება. გვხვდება ყველგან ტუნდრისა და ტაიგის გარდა. თავიანთი ზომის მიუხედავად(ყველაზე დიდია ხოჭოებში) ცოტას ჭამს. სიცოცხლის ხანგრძლივობა ზოგჯერ 7-10 წელს შეადგენს.

აზიაში მას იშინაურებენ და უვლიან. სხვა ხოჭოებისგან განსხვავებით, ეს ჯიში სისუფთავით გამოირჩევა. ხშირად აწყობენ მარტორქა ხოჭოების ორთაბრძოლებსაც.

“მარტორქა” გასაგების მიზეზის გამო შეარქვეს – მამლებს თავზე გაღუნული რქა აქვთ მარტორქის მსგავსად. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ხოჭო საკვების მოპოვებისას ნაწილს მიირთმევდა, ნაწილს კი მიწაში ღრმად მარხავდა და შემდგომში აკითხავდა. შესაბამისად, დროთა განმავლობაში, ევოლუციამ რქით დაასაჩუქრა, რამაც ეს საქმე უფრო გაუადვილა. სპეციფიკური ფორმის გამო მარტორქა ხოჭოს არ შეუძლია ამ რქით ადამიანს ავნოს ან ატკინოს.

2a795ec8a7ff

შეწყვილება ძირითადად წვიმიან პერიოდში ხდება და ამ დროს მამრები განსაკუთრებით აგრესიულები არიან. მათ მეტოქეებთან უწევთ ბრძოლა, რათა სასურველი მდედრი დაისაკუთრონ: ორი მამრი ადის ხის ტოტზე და რქებით ეჯახებიან ერთმანეთს. რომელიც გადავარდება, ის დამარცხებულია.
c906760f9a89

თუმცა ეს წესი არ ეხება ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში მობინადრეებს, იქ დუელის გარეშე გვარდება ყველაფერი :D

მარტორქა ხოჭოს ყველაზე დიდ და ძლიერ სახეობას “ჰერკულესს” ეძახიან.

წყარო: extremescience.com

მსგავსი ამბები

Back to top button