გართობაუცნაური

Discovery Channel

d14aad69fb49

ეს პოსტი მინდა მივუძღვნა ჩემს უსაყვარლეს არხს (როდესაც ტელევიზორს ვუყურებ) Discovery Chanel_ს… მართლა ძალიან კარგი გადაცემები აქვთ და ძალიან სერიოზული პროექტები…

ესე იგი თუ თქვენ დაინტერესებულები ხართ ან გიყვართ მეცნიერება , სამეცნიერო ფანტასტიკა, გიზიდავთ ბუნება, ცხოველთა სამყარო, გეოგრაფია, გიტაცებთ ასტრონომია, მოგზაურობა, ტექნოლოგიები, ექსტრემ და ა.შ…
მაშინ აუცილებლად გეყვარებათ ამერიკული ტელეარხი Discovery. ეს ტელეარხი ეკუთვნის კომპანია Discovery Comunication-ს რომელიც ჯონ ჰენდრიკსმა დაარსა. იგი ეთერში პირველად 1985 წლის 17 ივნისს გავიდა.

Live Life Large – დისქავერის ერთ ერთი სლოგანი, უყურეთ პრომოს, პირადად მე ამ ვიდეოს ემოციების გარეშე ვერ ვუყურებ.

დისქავერი უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობს, მთელს მსოფლიოში, მისი პროფილი ძირითადად დოკუმენტური გადაცემები და შოუებია, რომლებიც რეალურ სამეცნიერო პოპულარულ კვლევებზე და ექსპერიმენტებზეა დაფუძნებული, (პოპულარული გადაცემები: “მითების მსხვრეველნი”, “გადაუწყვეტელი ისტორია”, “უკეთესი სიცხადე” ,”დროის გამრუდება”, “ადამიანი ველურ პირობებში”,”ამერიკელი ჩოპერები”, “მონსტრ გარაჟი”, “ბინძური სამუშაოები” და ა.შ) დისქავერიზე ნახავთ მამაც ზვიგენებზე მონადირეებს, ნახავთ მომავლის ტექნოლოგიებს,თუ რა ხდება როცა დროს აჩერებ დეტალურად, გაიგებთ ინჟინერიის მიღწევებს, და მათი განხორციელების ისტორიას… ასევე შეიტყობთ ადამიანის ყველაზე თამამი მიღწევების და სამყაროს ჯერ კიდევ უცნობი სივრცეების შესახებ.

დისქავერს ძალიან საინტერესო პრომოები აქვს, მას უყვარს დედამიწა, დისქავერი ყველგანაა: – კოსმოსში, მიწაზე, ოკეანეში, იქ სადაც იფრქვევა ვულკანი და ა.შ. მოკლედ ძალიან საინტერესო პრომო ვიდეო I Love The World

ეს კი მეორე ვერსია Boom De Ah Dah_ს

ჰო მართლა პრომოებს თუ არ უყურეთ ჩათვალეთ რომ პოსტის წაკითხვას აზრი არ აქვს… ეს P.S სახით ანუ

87dd8d3bfb57

მოკლედ ეს არის არხი, რომელიც ადამიანის ცოდნას აფართოებს და აძლევს მისთვის ახალ ხილს…

1985 წლის 17 ივნისი. დისქავერი პირველად გავიდა ეთერში, მისი საწყისი კაპიტალი 5 მილიონი დოლარი იყო რომელიც ინვესტიციის სახით მიიღო BBC-ისგან, და რამდენიმე ამერიკული კომპანიისგან. გაგიკვირდებათ და დისქავერიზე, მისი არსებობის დასაწყისში საბჭოური “Время” კი გადიოდა ეთერში, ოღონდ მანც ვერ მოვაბი თავი რაში უნდოდათ ეს ყველაფერი… :D

aa6e256e82e1

“Shark Week”– პირველი გადაცემა რომელიც გამოჩნდა 1988 წელს. ამის შემდეგ “Shark Week” ყოველ წელს მეორდებოდა. დისქავერიმ პირველი ხუთი წლის მანძილზე 50 მილიონი მაყურებელი შეიძინა. 90-იანების ბოლოს დისქავერი კომუნიკეიშენი კიდევ უფრო გაფართოვდა და შექმნა ახალი ტელეარხი Discovery Science, რომელიც მეტად ფოკუსირებულია მეცნიერულ თემებზე.

235b849a0e11

2005 წლიდან დისქავერი გადაცემების მასიურ განახლებას აკეთებს და კიდევ უფრო უახლოვდება ტრადიციულ სამეცნიერო პოპულარულ თემებს, ისტორია, გეოგრაფია, ასტრონომია. 2006 წელს ტელეარხის რეიტინგი კიდევ უფრო გაიზარდა ისეთი პოპულარული გადაცემების შედეგად როგორიცაა Monster Garage და American Chopper. გადაცემების სერია The Flight that Fought Back 6-ჯერ იქნა ნომინირებული ემი-ზე. ასევე დიდი წარმატება ხვდა წილად გადაცემებს Dirty Jobs, ემის მფლობელი – Planet Earth, MythBusters, და Deadliest Catch.

e063cd8ca416
ამერიკელი ჩოპერები

a5c481058f0b
დროის გამრუდება

პირველი სატელევიზიო არხი იყო დისქავერი , რომელმაც სატელევიზიო სივრცეში შემოიტანა პოპულარული სამეცნიერო თემები და ტელევიზიას ფართო შემეცნებითი მახასიათებელი შესძინა. დღეს-დღეისობით დისქავერის უკვე რამდენიმე სატელევიზიო არხი, რადიო მაუწყებლობა ონლაინ მაღაზიები და საკუთარი ობსერვატორიაც კი აქვს.

Discovery Science-ის სავიზიტო პრომოები.

76fb925690bc
მითების მსხვრეველნი

fb80f1fc5dd2
ბინძური სამუშაოები

Discovery Channel-ის გარდა მეცნიერების მიღწევებზე დაწვრილებით შეგიძლიათ გაიგოთ Discovery Science-ზე, სადაც თეთრხალათიან მეცნიერების ლაბორატორიებში გაუგებარი ტერმინოლოგიით ლაპარაკის ნაცვლად ნახავთ, რეალურ სახალისო და საინტერესო ექსპერიმენტებს, სათავგადასავლო რეალითი შოუსაც კი რომელსაც კოლონია ჰქვია, რეალითი შოუს სცენარი აგებულია იმიტირებულ შინაარსზე, პოსტ აპოკალპსურ მსოფლიოში გადარჩენილი რამდენიმე ადამიანი თითქმის შიშველი ხელებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე ქმნის კოლონიას და ცდილობს თავის დამკვიდრებას, ეს ერთგვარი ექსპერიმენტია ადამიანის შესაძლებლობების გამოსავლენად.

Discovery Comunication-ის დობილი კომპანიის Discovery Networks Europe-ის (რომელიც ევროპაში ფუნქციონირებს) არხზე Discovery World, შეგიძლიათ ნახოთ გადაცემები რომლებიც უფრო ისტორიულ და სოციალურ საკითხებს ეხება….

9212202f9bab
ცხოველთა პლანეტა

გაინტერესებთ ცხოველტა სამყარო? …Animal Planet– ცხოველთა შესახებ ამომწურავ და საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით. თუ სამხედრო საქმეზე ან ომზე გაინტერესებთ რამე ამისთვისაც ცალკე არხი აქვს დისქავერის, Military Channel ან თუნდაც ჯანმრთელობა და საოჯახო თემები TLC და Discovery Health.

დისქავერის ესე ვთქვათ დევიზი (სლოგანი) არის : ”The World Is Just Awesome” ჰოდა მინდა მოგიწოდოთ რომ – გადართეთ დისქავერიზე, არც გამაღიზიანებელი პოლიტიკური ამბები შეგხვდებათ არც ველური კატის შემქმნელებისგნ რაიმე თრეილერი :D და არც რეკლამა იმის შესახებ თუ როგორ უხდება მიშიკოს თეთრი პერანგი… :D :D :D

b6f93e5ebd50

პირიქით, ვისაც მეცნიერება და საერთოდ შემეცნებითი რაიმე ინფორმაცია აინტერესებს კმაყოფილი დარჩება…მე პირადად ძლიან მიყვარს მართლა და სულ ვუყურებ და არ მბეზრდება :D

c27a4957e66b

Back to top button