არქივი

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი

220f6b10f6d3

ცოტახნის წინ დაიდო პოსტი ფრიდერიკ შოპინიზე, რომელმაც პირადად ჩემში დიდი შთაბეჩდილება მოახდინა, რადგან ვარ კლასიკის მოყვარული. დღეს მინდა შემოგთავაზოთ არცთუ ისე პატარა პოსტი გერმანელ კომპოზიტორ, პიანისტ და დირიჟორ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენზე , კლასიკის დიდმა მოყვარულებმა გააგრძელეთ 

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი (Ludwig van Beethoven; სავარაუდოდ *16 დეკემბერი, 1770, ბონი; მოუნათლავთ 17 დეკემბერი, 1770, ბონი ― † 26 მარტი, 1827, ვენა) გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი. ბეთჰოვენი დაიბადა 1770 წლის 17 დეკემბერს ფლამანდური წარმოშობის კარის მუსიკოსის (მომღერლის) ოჯახში. ადრე ისწავლა კლავესინზე, ორგანზე, ვიოლინოსა და სხვა საკრავებზე დაკვრა და სწორედ ამიტომ მამამისმა გადაწყვიტა რომ მისგან მეორე მოცარტი გამოეყვანა და ამიტომ ბეთჰოვენს აძალებდა დღე და ღამე ურთულესი სავარჯიშოები შეესრულებინა.1781-იდან მუსიკაში მეცადინეობდა ცნობილი კომპოზიტორისა და ორგანისტის კ. ნეფეს ხელმძღვანელობით. პირველი ნაწარმოები შექმნა 1782 (ვარიაციები კლავირისათვის ე. დრესლერის მარშის თემებზე). 1787 ახალგაზრდა ბეთჰოვენი ეწვია ვენას, სადაც ცოტა ხანს მოცარტთან მეცადინეობდა. 1789 ისმენდა ფილოსოფიის ლექციებს ბონის უნივერსიტეტში. 1792-იდან კი სამუდამოდ დასახლდა ვენაში. აქ კომპოზიციის ოსტატობას სრულყოფდა ი. ჰაიდნის ხელმძღვანელობით. მისი მასწავლებლები იყვნენ აგრეთვე ი. ალბრეხრსბერგერი და ა. სალიერი. ბეთჰოვენმა მალე მოიპოვა აღიარება როგორც ვენის საუკეთესო პიანისტმა და კომპოზიტორმა. 27 წლისას დაეტყო სიყრუის ნიშნები, დაავადება სწრაფად ვითარდებოდა, რაც კომპოზიტორისათვის მძიმე სულიერ ტრავმად იქცა.

ბეთჰოვენის შემოქმედებითი მოღვაწეობის პირველი პერიოდი მთავრდება 1802 წელს. ამ დროისათვის შექმნილი ჰქონდა I (დო მაჟორი, 1800) და II (რე მაჟორი, 1802) სიმფონიები, 17 საფორტეპიანო სონატა, მ. შ.: “პათეტიკური” (№ 8, 1799), “სამგლოვიარო მარშით” (№ 12, 1801), “მთვარის” (№ 14, 1801), პირველი სამი საფორტეპიანო კონცერტი (I – 1798, II – 1798, III – 1800), სავიოლინო და სავიოლონჩელო სონატებისა და სიმებიანი კვარტეტების ნაწილი, ბალეტი “პრომეთეს ქმნილებანი” (1801).მიუხედავად იმისა რომ ბეთხოვენი ადრეული ასაკიდან დაყრუვდა,მან უამრავი სიმფონიები შექმნა. მეტად ნაყოფიერი გამოდგა ბეთჰოვენის მოღვაწეობის შუა პერიოდი (1803-1812). ამ წლებში დაწერა ისეთი გენიალური ქმნილებები, როგორიცაა მე-3 (“გმირული”, მი ბემოლ მაჟორი, 1803), მე-4 (“რომანტიკული”, სი ბემოლ მაჟორი, 1806), მე-5 (“ტრაგიკული”, დო მინორი, 1808), მე-6 (“პასტორალური”, 1808), მე-7 (ლა მაჟორი, 1812) და მე-8 (ფა მაჟორი, 1812) სიმფონიები, მუსიკა გოეთეს ტრაგედიისათვის “ეგმონტი” (1810), ოპერა “ფიდელიო” (1805); უვერტიურები: “კორიოლანი” (1807), “ლეონორა” – №1, №2, №3 (1805-1806), ფანტაზია ფორტეპიანოს, გუნდისა და ორკესტრისათვის (1808); საფორტეპიანო კონცერტები: №4 (1806), №5 (1809) და სხვა.1813-1817 ბეთჰოვენი შემოქმედებით დეპრესიას განიცდის. ახალი აღმავლობა იწყება 1818-იდან და გრძელდება თითქმის გარდაცვალებამდე. ამ დროსაა შექმნილი მისი უკანასკნელი 5 საფორტეპიანო სონატა (1816-1822), 5 სიმებიანი კვარტეტი (1823-1826), “საზეიმო მესა” (1823) და მისი შემოქმედების მწვერვალი მე-9 სიმფონია (1824). ცხოვრების უკანასკნელი წლები ბეთჰოვენმა თითქმის სრულ სიმარტოვესა და სიღარიბეში გაატარა.

6727bc3b87c6

სრულყოფილად გამოიხატა 1789 წლის საფრანგეთის ბურჟიაზიული რევოლუციის იდეური და ემოციური სულისკვეთება და მისწრაფება, რომლის გამოც ბეთჰოვენს საფრანგეთის რევოლუციის “მუსიკალური სინდისი” უწოდეს.

ბეთჰოვენი ძირითადად სიმფონიური მუსიკის სფეროში მოღვაწეობდა. მის ცხრა სიმფონიაში ნათლად აისახა კომპოზიტორის შემოქმედებითი ევოლუციის სრული სურათი. ბეთჰოვენის სიმფონიური შემოქმედების პირველი მწვერვალი მე-3 (“გმირული”) სიმფონია იმ მძიმე სულიერი კრიზისის შედეგად იშვა, რომელმაც კომპორიტორი ერთხანს თვითმკვლელობის აზრამდეც კი მიიყვანა. ბეთჰოვენის სიმფონიური შემოქმედების მეორე მწვერვალია მე-5 სიმფონია, რომელსაც ზოგჯერ “ტრაგიკულს” უწოდებენ და რომლის ფინალიც ჟღერს როგორც რევოლუციური ჰიმნი – მარში. ბეთჰოვენის სიმფონიზმის გმირული ხაზი გრძელდება მე-7 სიმფონიაში, რომელსაც რ. ვაგნერმა “ცეკვის აპოთეოზი” უწოდა. მე-4 და მე-6 (“პასტორალური”) სიმფონიებში მკაფიოდ გამოჩნდა ბეთჰოვენის შემოქმედების რომანტიკული ხასიათი. მე-9 სიმფონია დაიწერა სამიოდე წლით ადრე ბეთჰოვენის გარდაცვალებამდე, იგი ყველაზე რთული, ღრმა და გრანდიოზულია მის სიმფონიებს შორის. გმირის ტრაგედია (I ნახევარი) გადაიზრდება ბედნიერებისაკენ მიმავალი კაცობრიობის კოსმოსურ სიხარულში (ფინალი). აქ კომპოზიტორს გამოყენებული აქვს ფ. შილერის “ოდა სიხარულისადმი” და ფინალი გადაწყვეტილია როგორც ვოკალურ-სიმფონიური ჟანრის კომპოზიცია (კანტატა), რაც პირველი შემთხვევაა სიმფონიური მუსიკის ისტორიაში. დიდია ბეთჰოვენის უვერტიურების, პირველ რიგში – “ეგმონტის”, “კორიოლანის” და “ლეონორას” მნიშვნელობა პროგრამული სიმფონიური მუსიკის ისტორიაში. ისტორიული როლი შეასრულა ბეთჰოვენის ინსტრუმენტულმა კონცერტებმა (განსაკუთრებით გამოირჩევა მე-4 და მე-5 საფორტეპიანო და სავიოლინო კონცერტები), რომლებიც შინაარსის სიღრმითა და მასშტაბებით წარმოადგენს სიმფონიური და საკონცერტო ჟანრების სინთეზს. დიდი ფორმის სხვა ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია გრანდიოზული “საზეიმო მესა” (1823), რომელიც თავისი ჩანაფიქრით უახლოვდება მე-9 სიმფონიას. ბეთჰოვენის ერთადერთი ოპერის “ფიდელიოს” (დაიდგა 1805, ვენა, მე-2 რედაქცია – 1806, მე-3 – 1814) თემაა ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლა. გმირულ თემას ეძღვნება ბეთჰოვენის ბალეტი “პრომეთეს ქმნილებანი” (ს. ვიგანოს დადგმა, 1801).

დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბეთჰოვენის კამერულ-ინსტრუმენტულ მუსიკას (32 საფორტეპიანო და 10 სავიოლინო სონატა, 16 სიმებიანი კვარტეტი, 7 საფორტეპიანო ტრიო; 32 ვარიაცია ფორტეპიანოსათვის და სხვა). საფორტეპიანო სონატები – “პათეტიკური”, “მთვარის”, “აპასიონატა”, სავიოლინო – “კროიცერის სონატა” ჩანაფიქრის მასშტაბურობით, მძაფრი დრამატიზმით, გამომსახველ ხერხთა ნოვატორული სითამამით ამ ჟანრის მწვერვალებს წარმოადგენს. №28-32 სონატებითა და 12-16 კვარტეტებით ბეთჰოვენი გზას უკაფავს მუსიკალურ რომანტიზმს. ხსენებული კვარტეტების გარდა აღსანიშნავია სამი ე. წ. “რუსული კვარტეტი” (თხზ. 59), რომელიც დაიწერა ვენაში რუსეთის ელჩის ა. რაზუმოვსკის შეკვეთით. ბეთჰოვენის ვოკალური მემკვიდრეობა მოიცავს 91 სიმღერას, 70-ზე მეტ გუნდს, ვოკალურ ანსამბლებს, მის მიერ დამუშავებულ სხვადასხვა ხალხთა სიმღერებს (188) და სხვა. კომპიზიტორის თხზულებათა პირველი სრული კრებული (25 ტომი) გამოვიდა ლაიფციგში 1864-1888, დამატებითი ტომების გამოსვლა ახლაც გრძელდება.

დიდი ტრადიცია აქვს ბეთჰოვენის ნაწარმოებათა შესრულებას საქართველოში. მისი საფორტეპიანო კონცერტები და სონატები პირველი ქართველი პიანისტის ა. მიზანდარის რეპერტუარში შედიოდა. ქართულ საშემსრულებლო ხელოვნების ისტორიაში შევიდა 1927 წლის 4 აპრილი თბილისში ბეთჰოვენის გარდაცვალების 100 წლისთავზე გამართული კონცერტი: “ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების” სიმფონიურმა ორკესტრმა ი. ფალიაშვილის დირიჟორობით საქართველოში პირველად შეასრულა ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია. ანასტასია ვირსალაძემ 30-იან წლებში შეასრულა მე-4 და მე-5 საფორტეპიანო კონცერტები. ფართოდ აღინიშნა საიუბილეო თარიღები 1950 (სიმფონიური კონცერტების ციკლი ო. დიმიტრიადის დირიჟორობით) და 1970, როდესაც პიანისტმა ნ. გაბუნიამ პირველად ქართულ საშემსრულებლო ხელოვნების ისტორიაში შეასრულა ბეთჰოვენის 32-ვე სონატა, ხოლო ე. ვირსალაძემ – კომპოზიტორის ხუთივე საფორტეპიანო კონცერტი.

d95b54f549b8

ცნობილია, რომ ბეთჰოვენს უყვარდა სმა. საღამოობით ხშირად დადიოდა დუქნებში და მეგობრებთან ერთად სვავდა ლუდს ან იაფ ფასიან ღვინოს. ამას მაშინაც არ გადაეჩვია, როდესაც ცნობილი კომპოზიტორი გახდა. ინტელიგენციაში ძვირიან ღვინოს დალევას ამჯობინებდა უბრალო დუქანში დალევას. მისი საყვარელი ღვინო იყო რეინის ღვინო. ამ სასმელს სვავდა მაშინაც, როდესაც მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუარესდა და ბოლო დღეებშიც კი ითხოვდა წყალში გაზავებულ ღვინოს.

შესაძლოა ღვინოს სიყვარული ბეთჰოვენს შთამომავლობით გადმოედო. ბებიამისი მკურნალობდა საავადმყოფოში, ასეთივე დაავადება ჰქონდა ბეთჰოვენის მამასაც, თუმცა თვით კომპოზიტორი უფრო ზომიერად სვამდა.

ბეთჰოვენის ნაწარმოებთა სია

სიმფონიები
პირველი C-dur op. 21 (1800)
მეორე D-dur op. 36 (1802)
მესამე “გმირული” Es-dur op. 55 (1804)
მეოთხე B-dur op. 60 (1806)
მეხუთე C-moll op. 67 (1805-1808)
მეექვსე “პასტორალური” F-dur op. 68 (1808)
მეშვიდე A-dur op. 92 (1812)
მერვე F-dur op. 93 (1812)
მეცხრე D-moll op. 125 (1822-1824) (“საგუნდო”)

უვერტიურები
“პრომეთეოსი” op. 43-დან (1800)
“კორიობალოსი” op. 62 (1806)
“ლეონორა” 1 op. 138 (1806)
“ლეონორა” 2 op. 72 (1805)
“ლეონორა” 3 op. 72 ა (1806)
“ფიდელიო” op. 72 ბ (1814)
“ეგმონტი” op. 84-დან (1810)
“ათევის ნანგრევი” (op. 113-დან) (1811)
“მეფე სტეფანე” (op. 117-დან) (1811)
“სადღეობო” op. 115 (1814)
“სახლის განათვლა” op. 124 (1822)
40-ზე მეტი ცეკვა და მარში სიმფონიური და სასულე ორკესტრისათვის

კონცერტები
ფორტეპიანოსათვის ორკესტრის თანხლებით:
პირველი C-dur op. 15 (1796)
მეორე B-dur op. 19 (1795)
მესამე c-moll op. 37 (1800)
მეოთხე G-dur op. 58 (1805)
მეხუთე Es-dur op. 73 (1809)
კონცერტი ვიოლინოსათვის ორკესტრის თანხლებით D-dur op. 61 (1806)
სამმაგი კონცერტი ფორტეპიანოსათვის, ვიოლინოსა და ჩელოსათვის ორკესტრის თანხლებით C-dur op. 56 (1804)
ფანტაზია ფორტეპიანოს, გუნდისა და ორკესტრისათვის op. 80 (1808)
კვარტეტები (სიმებიანი)
ექვსი კვარტეტი op. 18 (1800)
პირველი F-dur
მეორე G-dur
მესამე D-dur
მეოთხე c-moll
მეხუთე A-dur
მეექვსე B-dur
რაზუმოვსკი სამი კვარტეტი op. 59 (1806-1807)
მეშვიდე F-dur
მერვე e-moll
მეცხრე C-dur
მეათე (“საარფო”) Es-dur op. 74 (1809)
მეთერთმეტე (“სერიოზულ”) f-moll op. 95 (1810)
მეთორმეტე Es-dur op. 127 (1824)
მეცამეტე B-dur op. 131 (1826)
მეთოთხმეტე cis-moll op. 131 (1826)
მეთხუთმეტე a-moll op. 132 (1825)
მეთექვსმეტე F-dur op. 135 (1826)
დიდი ფუგა B-dur op. 133 (1825)

ტრიოები (საფორტეპიანო)
სამი ტრიო op. 1 (1795 ) E-dur, G-dur, c-moll;
ორი ტრიო op.70 (გამოქვეყნდა 1809 წ.) D-dur, Es – dur
ტრიო B-dur op. 97 (1811)

კვინტეტები
კვინტეტი Es – dur op.4 (ფამოქვეყნდა 1797 წ. )
კვინტეტი C – dur op. 29 (1801)
ფუგა D – dur op. 137 (1817) და სხვა კამერული ანსამბლები სხვადასხვა შემადგენლობისათვის, სულ 60-მდე, მათ რიცხვში სეპტეტი Es-dur op. 20 (1800)

საფორტეპიანო სონატები
სამი სონატა op. 2 (გამოქვეყნდა 1796 წ.) (f-moll, A-dur, C-dur)
მეოთხე სონატა Es-dur op. 7 (გამოქვეყნდა 1797)
სამი სონატა op.10 (გამოქვეყნდა 1798წ.) (c-moll, F-dur, D-dur )
მერვე “პათეტიკური “ c-mill op. 13 (გამოქვეყნდა 1799 )
ორი სონატა op.14 (დაახლ. 1795წ ) (F-dur, G – dur ).
მეთერთმეტე B-dur op. 22 (1799-1800)
მეთორმეტე As-dur op. 26 (1799-1800 )
ორი “სონატა – ფანტაზია “ op. 27 (1801) Es -dur, “ მთვარის” cis-moss)
მეთხუთმეტე “ პასტორალური “ D-dur op. 28 (1801)
სამი სონატა op. 31 (1801-1804) (G-dur, – 1802, dmoll, – 1802, Es-dur – 1804)
ორი სონატა op. 49 (ადრეული სონატები: g-moll, G – dur )
ოცდამეერთე “ ავრორა “ C – dur op. 53 (1800-1804)
ოცდამეორე F-dur op. 54 (1803-1804)
ოცდამესამე “ აპასიონატა “ f-moll op. 57 (1804-1805)
ოცდამეოთხე Fis – dur op. 78 (1809)
ოცდამეხუთე G – dur op. 79 (გამოქვეყნდა 1810წელს
ოცდამეექვსე Es – dur 81ა (1809 – 1810)
ოცდამეშვიდე e-moll op. 90 (1814)
ოცდამერვე A – dur op. 101 (1815 – 1816 )
ოცდამეცხრე (სონატა ჩაქუჩებიანი ფორტეპიანოსათვის) B – dur op. 106 (1817 – 1819)
ოცდამეათე E – dur op. 109 (1820 – 1821)
ოცდამეთერთმეტე As – dur op. 110 (1821)
ოცდამეთორმეტე c – moll op. 111 (1822)

სონატები ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის
სამი სონატა op. 12 (გამოქვეყნდა 1799წ. ) (D-dur, A – dur, Es – dur)
მეოთხე სონატა a-moll op. 23 (1800)
მეხუთე სონატა F – dur op. 24 (გამოქვეყნდა 1801)
სამი სონატა op.30 (A – dur, c – moll, G – dur )
მეცხრე “კრეიცერისეული “ a – moll op.47 (1802-1803)
მეათე სონატა G – dur op.96 (1812)

სონატები ჩელოსათვის ფორტეპიანოს თანხლებით
ორი სონატა op.5 (გამოქვეყნდა (1797) (F – dur, g – moll)
მესამე A – dur op. 69 (გამოქვეყნდა 1809)
ორი სონატა op. 102 (1815) C – dur, D – dur)

ვარიაციები
20-ზე მეტი ციკლი ვარიაციებისა ფორტეპიანოსათვის, მათ რიცხვში: თხუთმეტი ვარიაცია ფუგით Es-dur op.35 ( 1802 ) კონტრდანსის თემაზე ბალეტიდან “პრომეთეოსი”
ოცდათორმეთი ვარიაცია საკუთარ თემაზე c-moll (1806-1807),ოცდაცამეტი ვარიაცია დიაბელის ვალსის თემაზე C- dur. op. 120 (1823 ).
60-და პატარა პიესა ფორტეპიანოსათვის, მათ რიცხვში: 7 ბაგატელი op.33 (1782 ); 11 ბაგატელი op. 119 (გამოქვეყნდა 1821-1828 ); 6 ბაგატელი op. *126 (1823); რონდო “დაკარგული გროში” G-dur op. 129 (დაახლ.XVIIIსაუკ. 90-იანი წლები, გამოქვეყნდა 1828)

მუსიკა სცენისათვის
ოპერა “ფიდელიო”-ს სამი რედაქცია op. 72 (1805), op.72 ა (1806), op. 72 ბ(1814)
ბალეტი “ პრომეთეოსის ქმნილება” op. 43 (1800-1801)
მუსიკა გოეთეს დრამისათვის “ეგმონტი” op. 84 1810)და სხვა.

საგუნდო ნაწარმოებები
პირველი მესა C – dur op.86 (1807)
მეორე “სადღესასწაულო მესა” D-dur 123 1823)
ორატორია “ქრისტე ზეთისხილის მთაზე” op. 85 (1800)
რამდენიმე კანტატა და გუნდი

ვოკალური ლირიკა
ხალხური სიმღერების ( შიტლანდიური, ირლანდიური, ინგლისური, უელსის, იტალიური ) 150-მდე დამუშავება
80-მდე სიმღერა ფორტეპიანოს თანხლებით, კანონი, არია და ანსამბლი, მათ რიცხვში:
ციკლი “შორეული სატრფოსადმი” op. 98 (1816)
ექვსი სიმღერა ჰელერტის სიტყვებზე op.48 (გამოქვეყნდა )1803
სიმღერები გოეთეს ტექსტზე (1808-1810)

60083a73e4ae

და მაინც ვფიქრობ რომ ასეთი გენიოსები არ უნდა მიდიოდნენ ამ წუთისოფლიდან …

წყარო : http://lemill.net , ვიკიპედია და მე

მსგავსი ამბები

Back to top button