არქივი

ინდიელთა გენოციდი

6307c538f050
გენოციდი (ბერძნ. genos – ჯიში, თემი და ლათ. caedo – ვკლავ), საერთაშორისო სამართალში – ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული კაცობრიობის წინაშე, მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების განადგურება რასისტული, ეროვნული, ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით, ასევე მიზანმიმართულად ცხოვრების ისეთი პირობების შექმნა, რომელიც გათვლილია მთლიანად ან ნაწილობრივ ამ ჯგუფების ფიზიკურ განადგურებაზე. 1948 წლიდან ითვლება საერთაშორისო დანაშაულად.
ინდიელების გენოციდი ეს ტერმინი გამოიყენა რამოდენიმე ისტორიკოსმა და მეცნიერმა ევროპელი კოლონიზატორების ქმედების განსამარტავად,რომლებიც მათ ჩაიდინეს ამერიკის აბორიგენი მოსახლეობის,ინდიელების წინააღდეგ 1492 წლიდან(როცა კოლუმბმა აღმოაჩინა ამერიკა) XX საუკუნის ბოლომდე.
1492 წელს ქრისტეფორე კოლუმბმა ქალაქ პალოს-დე-ლა-ფრონტერადან სამი გემით-ნინია,პინტა და სანტა მარია,აიღო გეზი ინდოეთისკენ.70 დღის შემდეგ ისინი მიადგნენ აქამდე უცნობ კონტინენტს.ეს აღმოჩნდა ამერიკის კონტინენტი,კერძოდ კი ბაჰამის კუნძულები.კოლუმბმა გადმოსხა მთელი ეკიპაჟი აქ და სწორედ ამ დროს მოხდა პირველად კონტაქტი ევროპელებსა და ინდიელებს შორის.

20bdc70b8787

2394500e609a

საკუთარ დღიურში კოლუმბი ამ ფაქტთან დაკავშირებით წერდა:
“ამ ხალხს არაფერი აკლდათ.ისინი მისდევდნენ სოფლის მეურნეობას,იყვნენ დახელოვნებული მეთევზეები,მოცურავეები.ისინი აშენებდნენ მოსახერხებელ სახლებს და სუფთად ცხოვრობდნენ.საკუთარ თავს ესთეტიკურად ხატავდნენ ხეებზე,ისინი თავისუფალ დროს ატარებდნენ ბურთის თამაშში,ცეკვასა და სიმღერაში.ისინი მეგობრულად და მშვიდად ცხოვრობდნენ.ისინი თითქმის შიშვლები დადიოდნენ…თავისუფლად შეიძლება ამ ხალხის ჩვენს სასარგებლოდ გამოყენება,როგორც მონების…”

კოლუმბი ასევე აღნიშნავდა რომ ეს ადგილები სამოთხეს ჰგავდა.ამერიკაში მათი ჩასვლის მეორე დღეს ხალხზე დაკვირვების შემდეგ კოლუმბმა უკვე გადაწყვიტა ამ ხალხის საბოლოოდ დამონება,რაზეც მეტყველებს მისი ეს ჩანაწერი:
“50 ჯარისკაცი საკმარისი იქნება ამ ტერიტორიის გაკონტროლებისა და ინდიელების საბოლოოდ დასამონებლად.ისინი ჩვენ ხელს არაფერში გვიშლიან და ყველაფერს გვაძლევენ რასაც ვთხოვთ”…
1493 წლის 15 აგვისტოს კოლუმბი დაბრუნდა ესპანეთში და თან ჩაიტანა იმ დღემდე მათთვის უცნობი მცენარეები,ჩაიყვანა რამოდენიმე ცხოველი და 6 ინდიელი.

a5a05a980e9f

ესპანეთში სამეფო ოჯახის წარმომადგენლები კოლუმბმა დაარწმუნა რომ კიდე მომხდარიყო მათი ამერიკაში გამგზავრება და თანხმობაც მიიღო.1493 წლის 25 სექტემბერს ისევ 3 დიდი ზომის გემით 1500 კაცამდე წავიდა ამერიკის მიმართულებით.მათ თან მიჰყავდათ ადამიანებზე დაგეშილი ძაღლები,კერძოდ მასტიფები და გრეიჰაუნდები.ასევე რამოდენიმე ჯალათიც რომლებიც თვალისდაუხამხამებლად ასრულებდნენ სასტიკ სადამსჯელო ღონისძიებებს.

f6f1bfd65e84

ამ ექსპედიციის მთავარი მიზანი იყო ოქროს ხელში ჩაგდება რომელიც მრავლად ეგულებოდათ კოლონიზატორებს ამერიკაში.ასევე ამ დროს მასობრივი ხასიათი მიიღო ინდიელების მონებად გაყიდვამ.ყოველიმე ამან მხეცური ხასიათი მიიღო და მძიმე დღეში ჩააგდო ინდიელები.
ამ პერიოდში ესპანეთიდან ჩამოვიდა ბართოლომეო დე ლას კასასი სიტუაციის შესამოწმებლად.და რათქმაუნდა მან ნახა თუ რა მძიმე პირობებში ჩააგდო კოლუმბის ექსპედიციამ ინდიელები.ის უკან გაემგზავრა და ეს ყოველივე ესპანეთის მონარქს შეატყობინა.ბართოლომეო შემდეგ წლებშიც აქტიურად იცავდა ინდიელების უფლებებს.
1495 წელს ესპანეთის მონარქმა სიტუაციის შესამოწმებლად ხუან აგუარდო გაგზავნა ამერიკაში.მან კი მონარქს შეატყობინა რომ ძალიან მაღალი იყო ინდიელების სიკვდილიანობა იმ სასტიკი პოლიტიკის გამო რასაც კოლუმბი ატარებდა იქ.კოლუმბმა შემოიღო კანონი რომლის მიხედვით ყველა ინდიელი რომელიც 14 წელზე მეტის იყო ვალდებული იყო 3 თვეში ერთხელ კოლონიზატორებისთვის უნდა მიეცა ოქროს საკმაოდ რაოდენობა ან ბამბა(სადაც ოქრო არ მოიპოვებოდა).გადახდის შემდეგ მათ აძლევდნენ ჟეტონს სადაც აღნიშნული იყო გადახდის დრო.თუ დათქმულ დროს კოლონიზატორები ოქროს არ მიიღებდნენ ინდიელებს სასტიკად ექცეოდნენ,აჭრიდნენ ხელის მტევნებს.

b2ad2300921e

ამ კანონის პირობა პრაქტიკულად შეუსრულებელი აღმოჩნდა და ძაან ბევრი ინდიელის სიცოცხლე შეიწირა.
1598 წელს ინდიელები თავს დაესხნენ ესპანელებს და 11 კაცი მოკლეს.ამის გამო კი ესპანელების გენერალმა მოაწყო ლაშქრობა ინდიელთა 3 სოფელში და 800 ადამიანი მოკლა და გასცა ბრძანება რომ ყველა ინდიელი მამაკაცისთვის რომელიც 25 წელზე მეტის იყო მოეხდინათ მარცხენა ფეხის ამპუტაცია.

3931fc2158ce

ესპანეთში ოქროს ბევრი მაძიებელი იყო იმ პერიოდში,ისინი აწყობდნენ კერძო ექსპედიციებს ამერიკის კონტინენტზე.თავისუფალ დროს ისინი ინდიელების დასჯით ერთობოდნენ.მათ ერთგვარი თამაში ჰქონდათ-თუ ვინ მოახერხებდა ცულის ერთი დარტყმით ადამიანის შუაში გაპობას.ხოლო მკვდარ ინდიელების ხორცით ისინი ძაღლებს კვებავდნენ.

92dbf67bb0a9

ასევე ინგლისელები კოლონიზატორებიც მხეცურად ექცეოდნენ ინდიელებს.
1623 წელს ინგლისელებმა ინდიელებს დაალევინეს მოწამლული ღვინო და ამით 1000 ადამიანამდე გარდაიცვალა.ასევე ცოცხლად დაწვეს რამდენიმე ასეული ადამიანი.

6b78c0e5f576

ინგლისელმა კოლონიზატორებმა ახალი ხერხი შემოიღეს ინდიელების გასანადგურებლად-ისინი ყველას ვინც კი ინდიელის სკალპს მიიტანდა აძლევდნენ პრემიას 50-100 ფუნტის ოდენობით.განსაკუთრებით ძვირად ფასობდა ქალებისა და ბავშვების სკალპი.
ასევე კოლონიზატორები ინდიელებს კარგ მიწებს ართმევდნენ და ვინც ცოცხალი რჩებოდა სხვა უნაყოფო ადგილებში ასახლებდნენ.
XVII-XIX საუკუნის ამ მხეცური ქმედებების შემდეგ ინდიელები პრაქტიკულად გადაშენების პირას იყვნენ.
აშშ შექმნის შემდეგაც გრძელდებოდა ეს პოლიტიკა.მკვლელობებმა იკლო და ეხლა გზა გაეხსნა ინდიელთა ასიმილაციის ახალ ხერხს-მათ მასობრივ გადასახლებას სპეციალურ რეზერვაციებში,სადაც საკმაოდ მძიმე საცხოვრებელი პირობები იყო.
აი ინდიელთა რეზერვაციები აშშ_ში(ფერადად აღნიშნულია)

b188163d607d

ერთ-ერთ რეზერვაციაში ანტიინდიელთა ორგანიზაციამ(რომლებიც საკმაოდ ბევრი იყო) მოწამლა წყალი და ამას ათასობით ინდიელის სიცოცხლე შეეწირა.

5015ffb7877b

თუ რამდენი უდანაშაულო ინდიელი შეეწირა კოლონიზატორთა ამ დანაშაულებრივ სისასტიკეს უცნობია,რადგან არ არსებობს ზუსტი ცნობა თუ რამდენი მილიონი ინდიელი ცხოვრობდა კოლუმბამდე.არსებობს რამოდენიმე ვარიანტი-
1.1500 წლიდან 1900 წლამდე ინდიელთა რაოდენობა შემცირდა 15 მილიონიდან 230 ათასამდე.

2.1960 წელს ესპანეთის ერთ-ერთ არქივში აღმოჩნდა საბუთი სადაც აღნიშნული იყო,რომ
1496 წელს კოლონიზატორების დაპყრობილ რეგიონში იყო 1,5 მილიონი ინდიელი მამაკაცი.ქალებისა და ბავშვების ოდენობა კი უცნობია.ანუ დაახლოებით 3 მილიონამდე იყო ინდიელთა რაოდენობა აღნიშნულ რეგიონში.3ო წლის შემდეგ კი(1526 წელს) მათი რაოდენობა 11 ათასს შეადგენდა.პრაქტიკულად გაანადგურეს ისინი.

ეს გენოციდი იყო გამიზნული ქმედება ინდიელთა გასანადგურებლად…ამერიკის კონტინენტი ინდიელთა სისხლითაა მორწყული და დღეს ამ მიწაზე მრავლად ცხოვრობენ იმ მწვალებლების,ჯალათების შთამომავლები.
ეს გენოციდი ამტკიცებს იმას რომ ადამიანი ყველაზე სასტიკი არსებაა დედამიწაზე…

წყარო: www.aigenom.com, www.hnn.us, www.unitednativeamerica.com, www.wikipedia.org

მსგავსი ამბები

Back to top button