საკითხავისასარგებლო

დიდხანს ჯდომა გკლავთ!

სრულიადში იხილეთ ინფორმაცია ჯდომის მავნებლობაზე.

ადამიანის სხეული შექმნილია სიარულისთვის. როდესაც ჩვენს ცხოვრებაში შემოვიდა კომპიუტერი და ტელევიზია ადამიანმა დაიწყო უფრო მეტი დროის მჯდომიარედ გატარება: 9,3 საათი დღეში. ეს ძილისთვის განკუთვნილ დროზეც მეტია – 7,7 საათის დღეში (რათქმაუნდა საშუალოდ). ჩვენი სხეული არ არის შექმნილი ასეთი ცხოვრების წესისთვის და ის იტანჯება.

იმათთვის ვინც 15 წლის განმავლობაში დღეში 6 საათი ზის სიკვდილის რისკი იზრდება 40 % – ით , იმათთან შედარებით ვინც დღეში ზის მხოლოდ 3 საათი.
საშუალო სტატისტიკა ასეთია : ვზივართ 9,3 საათი , 6,5 საათი ვდგავართ ან დავდივართ, ხოლო 0,7 დავრბივართ ან სპორტით ვართ დაკავებულნი. მეცნიერებმა დაადგინეს რომ თქვენ უშველით თქვენ თავს თუ დიდ ხანს არ გაატარებთ მჯდომიარე პოზაში. ესეიგი გამოდის რომ ჯდომით ჩვენ თავს ვკლავთ , მაგრამ არის კითხვა როგორ ???

ზიხართ : სუქდებით

მსუქანი ადამიანი 2,5 საათზე მეტს ზის ვიდრე გამხდარი, თუნდაც საშუალო აღნაგობის ადამიანი. 3 ამერიკელიდან 1 მსუქანია. როდესაც ადამიანი ზის, მისი ორგანიზმი კალორიებს თითქმის არ წვავს.

  • მჯდომიარე კალორიებს თითქმის არ ვწვავთ
  • დგომის დროს ვწვავთ 10 კალორიას.
  • ღეჭვის დროს იწვება დაახლოებით 15 კილოკალორია
  • როდესაც დავდივართ იწვება 150 კილოკალორია
  • კიბეზე ასვლის დროს კი ვწვავთ 220 კალორიას

საქმე იმაში არაა თუ რამდენი ხანი დავჯდებით, არამედ დავჯდებით თუ არა ადამიანის სხეული მაშინვე იწყებს გაცხიმოვნებას.

ზიხართ : თქვენი სხეული “ტყდება”.

ვჯდებით თუ არა : კილოკალორიის დაწვა ეცემა 1-მდე წუთში.
ენზიმების გამომუშავება ცხიმების დასაწვავად ეცემა 90%.
2 საათის ჯდომის შემდეგ ქოლესტერინი იმატებს 20%-ით.
24 საათის ჯდომის შემდეგ ინსულინის გამომუშავება ეცემა 24 %-ით და იზრდება დიაბეტის რისკი.

არის ბევრი რეკომენდაცია 30 წუთიან სირბილისა და სიარულის შესახებ, მაგრამ ეს არაა საკმარისი. ეცადეთ ხშირად შეწყვიტოთ ჯდომა: გაიარეთ, გამოიარეთ, გაიჭიმეთ, იხტუნეთ…

ჯდომა მავნებელია, ეცადეთ ხშირად იაროთ, გაისეირნოთ, სახლში არ ახვიდეთ ლიფტით არამედ კიბეებზე. და რაც შეიძლება ხშირად ადექით ადგილიდან.
და მაინც ყველაზე კარგი ორგანიზმისთვის არის 135 გრადუსსზე გადახრილი ჯდომა(რათქმაუნდა უკან :D). ამ პოზაში ხერხემალი იტვირთება ნაკლებად.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close