გასართობისურათებიუცნაური

შეყვარებულების ხიდი

გერმანიის ქალაქ კიოლნში ჩასვლისას, ათას სხვადასხვანაირ კლიტეს შეხვდებით ჰოჰენცოლერნის ხიდის მოაჯირზე მიმაგრებულს. ამ ხიდს სიყვარულის ხიდი დაარქვეს , თვითონ ამ მოვლენამ კი გავრცელება იტალიიდან ჰპოვა სადაც შეყვარებულები კლიტეებს კიდებდნენ და კეტავდნენ, რითაც ისინი თავისი სიყვარულის და ერთგულების მარადიულობას უკეთებდნენ დემონსტრირებას.

სიყვარულის კლიტეების ტრადიცია დიდი ხანია რაც არსებობს თუმცა არავითარი სარწმუნო წყარო არ არსებობს მის წარმოშობაზე რომ მოგვითხრობდეს. ევროპაში სიყვარულის კლიტეების დამზადება 2000 წლიდან დაიწყეს, რუსეთში კი ამ ტრადიცისთვის სპეციალური ხიდიც ააგეს .

სიყვარულის კლიტეები ქალაქ კიოლნის მერიას თვალში არ მოუვიდა და მერს მათი მოშორებაც კი ჰქონდა განზრახული , თუმცა იძულებული გახდა საზოგადოების ოპოზიციურ აზრს დამორჩილებოდა და „კლიტე დაედო პირზე“.

პ.ს. სავალენტინო პოსტიც გამომივიდა :D

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close