საკითხავისასარგებლოსურათები

საინტერესო ფაქტები


1. ბელიზი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც კანონიერად იცავენ იაგუარს.

2. მსოფლიოში არის 321 სახეობის კოლიბრი. მაგალითად : წითელა, გრძელკუდა, საპფო, ხმალნისკარტა და ასე შემდეგ.. ისინი სიდიდით მერცხლებს გვანან.კოლიბრის კვერცხების სიდიდე არის კანფეტის “ტიკ-ტაკის” ზომის.. ხოლო მისი ბუდე ბერძნული კაკალის სიდიდისაა.

ეს არის წითელა

ეს არის ხმალნისკარტა

ეს არის საპფო

3. თევზი მოლა მოლა (ან ოკეანის მზის თევზი) ერთ დადებაზე დებს 5 000 000 კვერცხს.

4. ჩინეთში გველს იჭერენ იმისათვის, რომ ჭამონ … ინდოეთში იჭერენ მისი ტყავის გამო … ხოლო ბირმში იმისათვის რომ გააკეთონ შხამ საწინააღმდეგო წამალი. მათ შეუძლიათ 3 წელი ზედიზედ ძილში გაატარონ, ისე რომ საკვები არ მიიღონ.

5. რწყილებს ერთი ახტომისას შეუძლიათ ახტნენ 33 სანტიმეტრის სიმაღლეზე. ადამიანებსაც რომ შეეძლოთ მათსავით ხტომა ისინი ახტებოდნენ 213 მეტრის სიმაღლეზე…

6. დედამიწაზე არსებობს 400_მდე ჯიშის შინაური ძაღლი.

7. დელფინებს ძილის დროს ერთი თვალი ღია აქვთ, ხოლო მეორე დახუჭული.

8. კატებს, რომლებიც 12_ე სართულიდან ვარდებიან გადარჩენის უფრო მეტი შანსი აქვთ, ვიდრე კატებს რომლებიც ვარდებიან 7_ე სართულიდან.

9. ყველაზე დიდი ამერიკული ალიგატორის სიგრძე დაფიქსირებულია 6 მეტრი. მის ორგანიზმში სიგრძეზე 3 ადამიანი თავისუფლად ჩაეტევა.

10. ყველაზე დიდი დინოზავრი – არგენტინოზავრუსი იყო. მისი სიგრძე ნაპოვნი ნაკვალევების თანახმად 35 მეტრის იყო, ხოლო წონით 100 ტონას იწონიდა.

11. დღემდე ვერავინ ვერ შეძლო აფრიკული სპილოს მოშინაურება. მხოლოდ ინდური სპილოა მოშინაურებული.

12. გამყინვარების დროს გადაშენებული ბეწვიანი მამონტების ეშვების სიგრძე 6 მეტრს აღწევდა.

13. ყველაზე დიდი უხერხემლო ცხოველი არის ქოქოსის კიბორჩხალა, რომლის დიამეტრი თათების ჩათვლით მეტრს აღწევს. მას თავისი თათებით ქოქოსის გატეხვა შეუძლია…

14. ყველაზე მძიმე ხორცისმჭამელი ცხოველი არის სელაპი. ისინი შეგხვდებათ სამხრეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე. მათი წონა დაახლოებით არის 3600 კგ, ხოლო სიგრძე 4,8 მეტრი.

15. ყველაზე დიდი ოქროს თევზები სიგრძე არის 38 სანტიმეტრი. ისინი შეგხვდებათ ჰონკონგში. ასეთ თევზებს ეძახიან “Bruce”.

თეგები

NAMU

nothing

მსგავსი ამბები

Close
Close