არქივი

მომავლის მანქანები

5b73d34f1f86

გადახედეთ ამ მომავლის მანქანებს, ვინ იცის შეიძლება 10 წლის შემდეგ ისინი თქვენს გარაჟში აღმოჩნდეს!

5b73d34f1f86

Assystem Group City Car
ნუ გაგეცინებთ მის გარეგნულ სახეზე, Assystem Group City Car – ამ მანქანის უკან იმალება უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები, ბორბლები განლაგებულია რომბისებური ფორმით, ერთი წინ, ერთიც უკან და ორი შუაში. წინ და უკანა ბორბლები ბრუნავს. რაც იძლევა საშუალებას მანქანა მოტრიალდეს ადგილზევე. ქალაქში სასიარულოდ გააჩნია ძლიერი ელექტროძრავი, ხოლო ტრასაზე, ბენზინის ძრავი. ცუდი მხედველობის შემთხვევაში ირთვება ინფრაწითელი კამერა. მეორე კამერა სალონშია და თვალს ადევნებს რომ მძღოლს არ ჩაეძინოს. მეორე განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ბენზინის ძრავითაც კი City Car -სს არ შეუძლია ატვირთოს 130 კმ/სთ მეტი სიჩქარე.

b0dbe410e33d

Nissan Pivo 2
ტოკიოს ბოლო ავტოგამოფენაზე კომპანია Nissan-მა წარმოადგინა თავისი ახალი ვერსია კონცეპტუალური ქალაქის ავტომობილისა Pivo . პირველი Pivo გამოჩნდა ჯერ კიდევ 2005 წელს . ახალი მთლიანად ელექტრულია, მისი კაბინა ტრიალებს 360 გრადუსით (პირველ ვერსიაში მხოლოდ 180-ით) , ხოლო ბორბლები 90-ით. ეს ნიშნავს, რომ მანქნას შეუძლია მოძრაობა არ მარტო წინ და უან არამედ გვერდულადაც. ასე რომ, პარკირება და საცობში მანევრირება Pivo-ს შეუძლია ყველა ადრე არსებულ მანქანებთან შედარებით ყველაზე უფრო მოხერხებულად.
* ოთხივე ბორბალში მდებარეობს უახლესი დისკის ტიპის ელექტრომოტორი, 15 კვტ სიმძლავრით, რაც ავტომანქანას საშუალებას აძლევს იმოძრაოს 120 კმ/სთ სიჩარით.
*ძრავის სიტემას კვებავს კომპაქტური იონის აკუმულიატორი, რომელიც შედგება თხელი ლამინირებული ელემენტებისაგან. ამან საშულება მისცა აკუმულიატორის სიმძლავრის გაზრდისა ერთნახევარჯერ , მაშინ როცა მისი ზომა შემცირდა ორჯერ. მის სწრაფ დატენვას მხოლოდ 10 წუთი სჭირდება, ხოლო სრულ დატენვას 3 საათი.
* By Wire-ის ტექნოლოგიის წყალობით ყოველი ბორბალის მართვა შეიძლება ცალცალკე. სიჩქარის მომატებისას წინა ბორბლები უფრო შორდება ერთმანეთს და გადაადგილდებიან უფრო უკან. ხოლო დამუხრუჭებისას უკვე უკანა თვლები შორდება ერთმანეთს და იწევიან უკან. მოხვევისას კი ბორბლები უახლოვდებიან ერთმანეთს.
*მბრუნავი ბორბლები და კაბინა ეს არ არის მთავარი ინოვაცია. Pivo 2 -ში არის დამხმარე რობოტი Robotic Agent, რომელიც ეხმარება მძღოლს ქალაქში ორიენტაციაში, ხმოვანი ბრძანებების საშუალებით კონტროლს უწევს ავტომანქანის სხვადასხვა ფუნქციებს.

f43df7e94330

AirCar Компания Milner Motors შექმნა მანქანისა და თვითმფრინავის ჰიბრიდი. აფრენის დროს მას ეშლება ფრთები. გზაზე მისი მაქსიმალური სიჩქარეა – 137 კმ/სთ. ცაში 320 კმ/სთ. თუმცა AirCar – ით გაფრენა ჯერ ვერავინ გადაწყვიტა :)

71d186143a86

Chevrolet Volt
Chevrolet Volt, შეუძლია იმუშაოს, ელექტროენერგიაზე, ბენზინზე, დიზელზე და ეთანოლზე. გამოცდისას, მან აჩვენა , რომ ელექტროენერგიით სრული დატენვის შემდეგ მან გაიარა 65 კილომეტრი. საწვავი თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სიახლოვეს არ არის დენის კვების წყარო და მიხვიდეთ უახლეს ელექტროენერგიის გასამართ სადგურამდე.

Goodyear Excellence როგორც არ უნდა იცვლებოდეს ავტომობილი არავის უცდია შეეცვალა საბურავები, მაგრამ ეს გააკეთა Goodyear Excellence – მა . მისი საბურავები ისეთი მასალისგანაა გაკეთებული, სპეციალური სილიკონების დამატებით, რომ ის მოძრაობს ყოველგვარი ხმაურის გარეშე.

Back to top button