არქივი

ზურაბ გორგილაძე

2b435117258c
პოეტი რომელიც საქართველოს უნდა ახსოვდეს…

ზურაბ გორგილაძე დაიბადა 1937 წლის 5 მაისს, ქობულეთის რაიონის სოფელ გორგაძეებში -გლეხის ოჯახში.
დაწყებითი განათლება მიიღო სოფელ გორგაძეებში 1944-1948 წლებში.
5ede99b2e4b3
1956 წელს დაამთავრა სოფელ ხალას საშუალო სკოლა და იმავე წელს გახდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი. აღნიშნული უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა 1961წელს.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა პიონერთა და მოსწავლეთა პარკში ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მასწავლებლად.
8077e825a26b
1963 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართევლოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციასთან არსებულ ჟურნალ ,,ჭოროხის’’ სარედაქციო საბჭოში მხატვრულ რედაქტორად. ასევე 1992-94 წლებში მუშაობდა ქობულეთის რაიონის სოფელ გორგაძეების საშუალო სკოლიში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.
353472c83972
1961 წელს გამოვიდა პირველი წიგნი ,,ნედლი სალამური”.
პოეტის სიცოცხლეში გამოიცა 16 წიგნი, ხოლო გარდაცვალების შემდეგ კი სამი წიგნი.
იყო საქართველოს მწერალთა კავშირისა და მემედ აბაშიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
გარდაიცვალა 2006 წლის 8 აპრილს…


ნაწყვეტი ფილმიდან “მევლუდი”

ჩაუმქრალი სანთლები

ჰოიდა ნანა, ოჰი ნანა,
ხულო შუახევ ქედიდანა,
დედო დვრინით დამემღერა,
დიდიგოროზი მთები თანა,
მთები! – ვისთვის თვალსეირი,
ვისთვის ჯავრი შიგნიდანა,
თეთრ პერანგებს ხრამში ყრიდნენ,
ლურჯს იცვამდნენ თანდათანა,
კლდის კატარში მზე ყვაოდა,
კლდის ბორჯღალზე ბენჩქვი ყანა,
გვანცას ლოცვებს ვაზის სული,
გორით-გორზე გადეყვანა,
ვარჯანისთან, ნაჯვარისთან,
დაჯვარული მთები წვანან,
მთებში ჩუმად დაქვითინებს,
ჩემი დიდი ნენეს ნანა,
დერდებს გულში ვიბექსნიდი,
აჭარელი ვიყავ განა!

ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,
ხარიტყავის გუდა თანა,
შიგ ჭიკჭიკით მოჭუჭკული,
ამ სირთების სევდა თანა,
მიმღერია ღვინიანზე,
მიტირია კიდეც განა,
როცა ჩემი ზღველთი ზვარე
ზვავის ნაძოვს დაემგვანა,
როს სხალთაში სხალთიხატებს,
უსაპნავდნენ ყელში კანაფს,
ჯავარქედზე ჯამეს დგამდნენ,
ვარდიქედზე ეკლის კარავს,
ეივახ! ამის შემხედვარე,
ნამსხვანიდან გაველ განა,
მთებს ტყეები ბანალივით
აბურძგლოდა უბიდანა,
ღელე-ღურდან დავეძებდი,
კანკალებდა ხელში დანა,
გამჩენელო, სხვა რა მექნა,
აჭარელი ვიყავ განა!

ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,
თეთრათები ვთიბე განა,
ხამიყელზე ხაოღერი,
ბალახები შემრჩა თანა,
მთაპერანგა გადავმუხლე,
გზაბაწარამ დამახანა,
ხინოს თავში თაფლი ვხილე,
ჩოლოქის პირს ვმარგლე ყანა,
ჩოლოქს გაღმა გოგო იდგა,
გულგუნდა და თვალმარყვალა,
ღმერთმა რაფერ გადმომხედა,
ღმერთმა რაფერ გამახარა,
– გოვ! კისერში ჩეგეფუნჩხე, –
ჩემებურა ვკადრე მარა,
გოგო რაცხამ დააფეთა,
გოგო ვინცხამ გადამალა,
თოხი ტარზე დაყუდებულს
ცამ სიცილი დამაყარა,
შიგნი-შიგნი ჩევიფუფქე,
აჭარელი ვიყავ განა!

ჰოიდა ნანა, ნანოვ ნანა,
ვერ წამიხვალ განდაგანა,
ეგ ლიზღობა ეგ ლირწობა
კმარა-მეთქი, უკვე კმარა!
ჩემი სისხლი სიყვარულით,
ო, რა ხანი არ დამთვრალა,
მეყო! მტევნის წებო წვენში
ჩემი სულის ორთქლი დგანა,
ყელზე შემომეფართქალა,
ვაზის ლერწი ლოფორთქანა,
სიზმარ-სიზმარ მიბრუნდება,
შატბერდი და შორი ბანა,
იქ სანთლები ჩემი სისხო,
ჯერეთ კიდევ არ ჩამქრალან,
მეყო ჟამმა ჟანგნაფლეთმა,
რაც დამფლა და რაც დამგმანა!

ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,
წარბგახსნილი დავალ განა,
საქართველოვ ჩემო დედავ,
ჩემი სუნთქვა გენაცვალა,
ჩემი ყველა მქუხარება,
მწუხარებაც გენაცვალა,
შენი სიტყვის სიცოცხლისთვის
ხიხაძირში კიდევ ვდგავარ,
შენი ჭერის სიმაღლისთვის,
მარადიდში ვხლიჩავ ყავარს,
შენი რჯულის საჯილდაოდ,
სხალთას ვრეკავ ზარებს მთავარს,
ერთ ძირ ვენახს სულ გირგავდი,
კვლავ დაგირგავ დღეს და ხვალაც!
იდიდგულე რომ ამფერი
აჭარელი გყავდა განა!!!

წყარო: ფეისბუქი

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button