არქივი

Dr.House M.D

2b34df21fba4

ექიმი ჰაუსი, ცნობილია აგრეთვე როგორც უბრალოდ ჰაუსი, არის ამერიკული სატელევიზიო სამედიცინო დრამა, რომლის დებიუტიც 2004 წლის 16 ნოემბერს შედგა სამაუწყებლო კომპანია ფოქსის ეთერში.

მისი შემქმნელები არიან დეივიდ შორი და პოლ ატანაზიო. შოუს მთავარი გმირია ექიმი გრეგორი ჰაუსი (ჰიუ ლორი), სამედიცინო გენიოსი, რომელიც დიაგნოსტიკურ გუნდს უძღვება პრინსტონ-პლეინსბოროს სასწავლო ჰოსპიტალში, ნიუ-ჯერსიში. შოუს იდეა ატანაზიოს ეკუთვნის, მთავარი გმირი ჰაუსი კი შორის შექმნილია.
ჰაუსს ხშირად აქვს კამათი თავის უფროსთან, საავამდყოფოს ადმინისტრატორ ლიზა კადისთან და დიაგნოსტიკთა გუნდთან, რადგანაც ხშირად მისი ჰიპოტეზები პაციენტების ავადმყოფობასთან დაკავშირებით დამყარებულია ბევრისთვის გაუგებარ და საკამათო დაკვირვებებზე. ჰაუსის ერთადერთი მეგობარია ექიმი ჯეიმს უილსონი, იმავე საავადმყოფოში ონკოლოგიური განყოფილების უფროსი. პირველი სამი სეზონის განმავლობაში ჰაუსის დიაგნოსტიკურ გუნდში შედიოდნენ: რობერტ ჩეისი, ელისონ ქემერონი და ერიკ ფორმენი. მესამე სეზონის ბოლოს ფორმენმა და ქემერონმა განცხადებები დაწერეს სამსახურიდან წასვლის შეასხებ, ჩეისი კი ჰაუსმა თვითონ გააგდო. მეოთხე სეზონის პირველ ეპიზოდებში ჰაუსმა კონკურსი მოაწყო დიაგნოსტიკური გუნდის ახალი წევრების შესარჩევად და საბოლოოდ კონკურსანტებიდან სამი – რემი „ცამეტი“ ჰედლი, კრის თაუბი და ლოურენს ქათნერი დატოვა. გუნდს მოგვიანებით ისევ შეუერთდა ფორმენი, ჩეისმა და ქემერონმა კი საავადმყოფოს სხვა განყოფილებეში განაგრძეს მუშაობა და შესაბამისად შოუდან არ გამქრალან.
სერიალი ფართოდ არის აღიარებული კრიტიკოსების და მაყურებლების მიერ. მეორედან მეოთხე სეზონების ჩათვლით ის ამერიკაში საუკეთესო სატელევიზიო შოუების ათეულში შედიოდა, 2008 წელს კი მსოფლიოში ყველაზე ნახვადი სერიალი იყო. მიღებული აქვს ოქროს გლობუსი და ემის ჯილდოები. აქამდე ეთერში გავიდა სერიალის ხუთი სეზონი , მეექვსის პრემიერა კი 2009 წლის 21 სექტემბერს არის დაგეგმილი.
1
f76752f1d4d2

2
6311c4eb7067
3
4adcd8f4fb94

4
328915cd2224

5
9dd690fb360b

6
a31d60d49f9c
7
a31e79d383e8

და კიდე საქართველოშიც ბევს მოწონს ეს სერალი ?! ?!

თქვენ მოგწონთ ?! ?!

პოსტი თუ მოგეწონათ ?! :lol2: :guli:

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button