გასართობისაკითხავისასარგებლო

მხოლოდ ფაქტები

ჩემს მიერ მოძიებული ფაქტების პირველს ნაწილს უცნაურ ბლოგზე მეტნაკლები გამოხმაურება მოჰყვა. ზოგს მოეწონა, ზოგს არა, ზოგს მოეწონა, მაგრამ… მოკლედ გამოხმაურება ისეთი იყო, როგორსაც მოველოდი და ალბათ, როგორიც მინდოდა მოკლედ გთავაზობთ “მხოლოდ ფაქტების” მეორე ნაწილს.

1.მას სძინავს.
თუმცა უბედობა ენახა ბევრი,
მაინც ცხოვრობდა განუტევა აწ უკვე სული.
ჩვეულებრივად მოუვიდა სიკვდილის ჯერი,
როგორც მწუხრის ჟამს დღის ნათელს ცვლის
სიბნელე სრული.

ეს სიტყვები ეწერა ჟან ვალჟანის საფლავზე. მაშასადამე ამ სიტყვებით მთავრდება ვიქტორ ჰიუგოს “საბრალონი”.

2.ცნობილი ფაქტია, რომ ლევან გოთუა მისი პატრიორული სულისკვეთების გამო ხშირად იყო რეპრესირებული. მას ბანაკში გაუსაძლის პირობებში უხდებოდა ცხოვრება და მოღვაწეობა. ის ამხანაგების მიერ მიწოდებულ მუყაოს ნაგლეჯებზე წერდა, ნახშირისგან გაკეთებული მელნით რომელსც თავად ამზადებდა. ვინაიდან მას წერა აკრძალული ჰქონდა, ციხის ადმინსტრაციისაგან დასამალად თავის საქმიანობას, ელექტრომექანიკოსობას იყენებდა. დააწერდა მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორს: “СМЕРТЕЛНО” შეძვრებოდა ქვეშ და გამაყრუებელ ხმაურში წერდა. ნაწერებს საიდუმლოდ აგზავნიდა თბილისში.ასე დაიწერა “გმირთა ვარამის” პირველი წიგნი.

3.ატილა ჰუნი თავისი ქორწილის დღეს მოკვდა.მისმა ცოლმა, მასზე რომ არ აეღოთ ეჭვი, მთელი ღამე მკვდარ ქმართან გაატარა და მხოლოდ დილას დაიწყო ტირილი.

4.მარტინ პალერმოს ეკუთვნის მსოფლიო რეკორდი, მან მოახერხა და სამი პენალტი ააცილა კოლუმბიის წინააღმდეგ გამართულ მატჩში.პირველი დარტყმა ხარიხას მოხვდა, მეორე აცდა, მესამე კი კოლუმბიის ნაკრების მეკარემ მიგელ კალერომ აიღო.

5.ალფრედ ჰიჩკოკს ეკუთვნის სიტყვები:”მხატვრულ ფილმში რეჟისორი გვევლინება ღმერთად, ხოლო დოკუმენტურში ღმერთი გვევლინება რეჟისორად”

6.მუსიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ტაში დაიმსახურა პლაჩიდო დომინგომ 1991 წლის 30 იანვარს ვენაში. ხალხს იმდენად მოეწონა მისი “ოტელო” რომ 1 საათი და 20 წუთი უკრავდა ტაშს. ფარდა კი 101-ჯერ დაეშვა.

7.ფარდის დაშვების რეკორდი კი ლუჩიანო პავაროტის ეკუთვნის.1988 წლის 24 თებერვალს ბერლინში მან შეასრულა ნემორინოს როლი დონიცეტის ოპერიდან “სიყვარულის ელექსირი” ეტყობა იმდენად კარგად, რომ ფარდა 165-ჯერ დაეშვა.

8.1885 წელს ავსტრიის იმპერატორმა იოზეფ II მიიღო კანონი, რომელიც დაახლოებით ასეთ შინაარსს ატარებდა “თუ მღერიან არ უნდა იცეკვონ, თუ ცეკვავენ არ უნდა იმღერონ”. ანუ მან აკრძალა ოპერისა და ბალეტის გაერთიანება. ამ კანონმა ძალიან შეაფერხა მაშინდელი მუსიკის განვითარება. ამის ნათელი მაგალითია მოცარტისა და და პონტეს მიერ ბომარშეს პიესის მიხედვით დადგმული ოპერა “ფიგარო ქორწინება” სადაც, IV მოქმედების ბოლოს პერსონაჟები მხოლოდ ცეკვავენ და არ მღერიან.

9.ლუდვიგ II ბავარიელიო (1845-1886) იყო ბავარიის მეფე, რომელსაც სიგიჟემდე უყვარდა ვოლტერი და ვაგნერი. მან ბავარია მუზეუმად აქცია, ააშენა რა სასახლეები, რომლებიც დღემდე ხუროთმოძღვრების განვითარების პიკად არიან მიჩნეულნი. მაგრამ ის გაცილებით უკეთესი არქიტექტორი იყო ვიდრე მეფე. მისი სიკვდილისას ერთ დროს უმდიდრესი ბავარია ვალებში იხრჩობოდა.

10.არტურო ტოსკანინიმ ბოლოჯერ 1954 წლის 4 აპრილს იდირიჟორა. ამ დროს ის უკვე 87 წლის იყო.

11.ჯაკომო პუჩინის ბოლო ოპერაში “ტურანდუტი” არის ასეთი პერსონაჟი ლიუ, რომელიც მისი ბატონის კალაფის სიყვარულის გამო კვდება. ეს ისტორია თავად პუჩინის ცხოვრებიდან იღებს სათავეს, სინამდვილეში მის ცხოვრბაშიც იყო ერთი მოსამსახურე, რომელსაც ის იმდენად უყვარდა, რომ თავი მოიკლა. პუჩინიმ სწორედ მას მიუძღვნა მთლიანად ეს როლი.

12.ანტიპაპი იონე XXIII იგივე ბალთაზარ კოსა ხუთი წლის განმავლობაში(1410-1415) განაგებდა ვატიკანს. სანამ ამდენს მიაღწევდა ის უბრალო მეკობრე იყო. როდესაც ის გაასამართლეს ბრალი 84 მძიმე დანაშაულში ედებოდა მათ შორის:მანამდე არჩეული ორი პაპის მოწამვლაში, სექსუალური კავშირის დამყარებაში ქალთან, მის შვილთან და შვილიშვილთან ანუ ერთი გოგონას ბაბუაც იყო მამაც და საყვარელიც, მოკლედ იმ ცოდვების ჩადენაში, რომელთა განხორციელებასაც მინიმუმ დიდი ფანტაზია მაინც სჭირდება. მისი სახელის დამალვის მიზნით ის უბრალოდ გააქვრეს პაპთა სიიდან ანუ მის შემდგომ იოანესაც იოანე XXIII უწოდეს.

13.კიდევ ერთმა პაპმა ფორმოზიმ (891-896) ცოცხალმა ვერაფრით დაამახსოვრა თავი ხალხს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები გარდაცვალებიდან ერთი კვირის თავზე დაატყდა თავზე საწყალს. გარდაცვალებიდან ერთი კვირის თავზე ის ამოთხრილ და გასამართლებულ იქნა შემდგომი პაპის ბონიფაციუს VI მიერ. მას შემდეგ რაც მას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს გადაგდებულ იქნა მდინარეში.

14.კიდევ ერთი ცნობილი პაპი, რომლის მოღვაწეობის ზუსტი წლები უცნობია არის იოანა. ის გამოირჩევა ყველა დანარჩენისგან, ის ქალი იყო. როგორც ცნობილია ის კარგად ახერხებდა სქესის დამალვას, მანამ სანამ, ერთ-ერთ მსვლელობაზე არ იმშობიარა. ის რა თქმა უნდა ამოშლილია პაპთა სიიდან. მაგრამ მისი არსებობა გახდა საფუძველი ერთი ძალიან არასასიამოვნო წესისა, რომელიც პაპთა არჩევის რიტუალის ნაწილი დიდი ხნის განმავლობაში იყო. საქმე მდგომარეობს სკამში რომელსაც ქვევიდან ნახვრეტი ჰქონდა. ახლად არჩეული პაპი უნდა დამჯდარიყო სკამზე, რომლის ქვეშაც შევიდოდა რომელიმე მსახური და ახარებდა ხალხს “დამშვიდდით, მას აქვს მამაკაცის გენიტალიები” (დიდი ბოდიში მცირედი უხამსობისთვის).

15.თქვენ უყურებთ უანამეიკერის ორგანს ფილადელფიაში ის უდიდესია მსოფლიოში.

16.”მე ვცადე მეცხოვრა სასმელისა და ქალების გარეშე და ეს იყო ყველაზე საშინელი ათი წუთი ჩემს ცხოვრებაში” ამბობდა ჯორჯ ბესტი.

17.სურათზე თქვენ ხედავთ პრაღის საათს, რომლის გამკეთებელსაც თვალები დათხარეს იგივე სხვაგანაც, რომ არ გაეკეთებინა.

18.რუსეთში თითქმის სულ იდგა მეფის, როგორც ლიდერის პრობლემა. რუსეთის მეფეების უმეტესობა სხვა მოხერხებული მოხელეების მარიონეტად იქცეოდა ხოლმე. მაგალითად ბორის გოდუნოვი იყო ყოფილი მეჯინიბე, რომელიც რუსეთის ჯერ
უგვირგვინო შემდეგ კი გვირგვინიან მეფედ იწოდებოდა.

19.პეტრე I წინააღმდეგობებით აღსავსე ადამიანი იყო. მას მოთმინებას უკარგავდა ყველაფერი რაც რუსეთს და ევროპას აშორებდა მათ, შორის რუსული ტრადიციებიც. მან თავის ხელით გაკრიჭა რუსი ბოიარები, რომლებიც უარს ამბობდნენ წვერის მოპარსვაზე. როდესაც ქვეყანას გაუჭირდა მან ბრძანა ჩამოეხსნათ ეკლესიებიდან ზარები და მათგან ზარბაზნები ჩამოესხათ. შეიძლება, ეს გადაწყვეტილება არც ისე კარგად მოგეჩვენოთ, მაგრამ შვედეთის არმიის წინააღმდეგ ზარი, რაც არ უნდა მაღალი ხმა ჰქონოდა მას ზარბაზანს მაინც ვერ შეედრებოდა.

20.ეს არის დერინჯერი რომლითაც 1865 წლის 11 აპრილს ჯონ ბუთმა აბრაამ ლინკოლნი სასიკვდილოდ დაჭრა.

თეგები

MDM

სხვებისგან ბევრით არაფრით გამოვირჩევი. მიყვარს ვიქტორ ჰიუგოს, ანრი სტენდალის, ალექსანდრე დიუმასა და ქართველი ისტორიული პროზაიკოსების შემოქმედება. ვუსმენ კლასიკურ მუსიკას ერთნაირად მიყვარს მასკანი, ჯორდანო, ვერდი, პუჩინი და ლეონკავალო. ჩემი საყვარელი შემსრულებელია მარიო დელ მონაკო, რადგან ჩემს საყვარელ საოპერო როლებს(კანიო, რადამესი, ოტელო, კავარადოსი და კალაფი...) საუკეთესოდ ასრულებს. 2006 წლიდან ვარ ბარსელონას თავგადაკლული გულშემატკივარი. საკუთარ თავს დავახასიათებდი ორი სიტყვით მეოცნებე ესთეტიკოსი რადგან ხელოვნება ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე რეალური ცხოვრება, რაც ძალიან ცუდად აისახება ჩემს ადამიანურ ურთიერთობებზე. მგონი სულ ეს იყო.

მსგავსი ამბები

Close
Close