არქივი

ცხვრის კრეჭვა ოლიმპიურ თამაშებზე ?!

ed137654b27f

ახალზელანდიელი რისი ახალზელანდიელია, თუ ცხვრის კრეჭვა არ იცის.
სამხრეთ ნახევარსფეროს ეს ქვეყანა რომ ერთ-ერთი მოწინავეა ცხვრის ექსპორტით, ცნობილი ამბავია.

მერინოსის ჯიშის ცხვარს მადლიერმა ზელანდიელებმა ძეგლიც კი დაუდგეს. ასე რომ, უცნაურად არ უნდა მოგვეჩვენოს მათი მოთხოვნა – ცხვრის კრეჭვა ოლიმპიურ თამაშებზე საჩვენებელ სპორტის სახეობად შეიტანონ. ახალზელანდიელი ფერმერები ამბობენ, დროა, ეს დისციპლინა მსოფლიო არენაზე გავიდეს. ცხვრის კრეჭვა არაფრით ჩამოუვარდება ფეხბურთსა და ჩოგბურთსო. ახალ ზელანდიაში ცხვრების რაოდენობა ქვეყნის მოსახლეობას (4,4 მილიონი) თითქმის ათჯერ აღემატება და 40 მილიონ სულს შეადგენს.

ახალ ზე­ლან­დი­ა­ში ცხვრის კრეჭ­ვა პო­პუ­ლა­რუ­ლი სპორ­ტის სა­ხე­ო­ბაა. ქვე­ყა­ნა­ში ტრა­დი­ცი­უ­ლად ეწყო­ბა ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბი, რო­მელ­საც ფარ­თოდ აშუ­ქე­ბენ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. რო­გორც ირ­კ­ვე­ვა, ამ სა­ნა­ხა­ო­ბებს ტე­ლე­ა­უ­დი­ტო­რი­აც ჰყავს.

ახალ­ზე­ლან­დი­ე­ლე­ბი ამ საქ­მე­ში იმ­დე­ნად არი­ან და­ხე­ლოვ­ნე­ბუ­ლი, რომ წლე­ულს, მარ­ტ­ში, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ჩა­ტა­რე­ბას აპი­რე­ბენ. ჩემ­პი­ო­ნა­ტის ირ­გ­ვ­ლივ ისე­თი აჟი­ო­ტა­ჟი შე­იქ­მ­ნა, რო­გორ­საც უკ­რა­ი­ნა-პო­ლო­ნე­თის სა­ფეხ­ბურ­თო ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ელი­ან.

მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ჩა­ტა­რე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ის არის, რომ სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის პროგ­რა­მა­ში მოხ­ვ­დეს. ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის პროგ­რა­მა­ში თუ არა, თა­ნა­მე­გობ­რო­ბის თა­მა­შე­ბის პროგ­რა­მა­ში მა­ინც, რო­მე­ლიც ასე­ვე ოთხ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ იმარ­თე­ბა და რო­მელ­შიც ყვე­ლა ის ქვე­ყა­ნა მო­ნა­წი­ლე­ობს, რო­მე­ლიც ოდეს­ღაც ბრი­ტა­ნე­თის იმ­პე­რი­ა­ში შე­დი­ო­და.

“დროა, ცხვრის კრეჭ­ვა მსოფ­ლიო ას­პა­რეზ­ზე გა­ვი­ტა­ნოთ, – ამა­ყად ამ­ბობს ახა­ლი ზე­ლან­დი­ის ფერ­მერ­თა ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ჟა­ნეტ მაკ­ს­ვე­ლი. – თუ შევ­ძ­ლებთ ცხვრის კრეჭ­ვი­სა და მკრე­ჭავ­თა სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბას, ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ინ­დუს­ტ­რი­ა­ზე”.

დღეს ცხვრის კრეჭ­ვა­ში მსოფ­ლი­ოს რე­კორ­დი ეკუთ­ვ­ნის ირ­ლან­დი­ელ აივენ სკოტს, რო­მელ­მაც რვა სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში 749 ცხვა­რი გაკ­რი­ჭა (ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი რვა სუ­ლით აღე­მა­ტე­ბა უწინ­დელს). კა­ცებს არც ქა­ლე­ბი ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბი­ან. რო­გორც ირ­კ­ვე­ვა, მათ შო­რი­საც არის მსოფ­ლიო რე­კორ­დ­ს­მე­ნი – ახალ­ზე­ლან­დი­ე­ლი კე­რი-ჯო ტე ჰაია, რო­მელ­მაც იმა­ვე დრო­ში 507 ცხვა­რი გაკ­რი­ჭა. ეს ყვე­ლა­ფე­რი თით­ქოს სა­სა­ცი­ლოა, მაგ­რამ ცხვრის კრეჭ­ვა ნამ­დ­ვი­ლად მო­ითხოვს სე­რი­ო­ზულ ფი­ზი­კურ მომ­ზა­დე­ბას. სა­უ­კე­თე­სო მკრე­ჭა­ვე­ბად ით­ვ­ლე­ბი­ან ის სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ნაბ­რად მოძ­რა­ო­ბენ და ამ დროს საკ­რე­ჭი მან­ქა­ნა სრუ­ლი დატ­ვირ­თ­ვით მუ­შა­ობს. გარ­და ამი­სა, მკრე­ჭა­ვი და­ხე­ლოვ­ნე­ბუ­ლი უნ­და იყოს “ცხვრის მარ­თ­ვა­ში”, რად­გან ცხვრის მდგო­მა­რე­ო­ბა მუდ­მი­ვად შე­საც­ვ­ლე­ლია. კრეჭ­ვი­სას მკაც­რი წე­სე­ბიც არ­სე­ბობს: ის­ჯე­ბა ცხვრის ტყავ­ზე მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბა, ზედ­მე­ტად შეჭ­რა, ცხვარ­თან უხე­ში მოპყ­რო­ბა, დო­პინ­გით გაჭყეპ­ვა (ცხო­ვე­ლის სპირ­ტი­ა­ნი სას­მე­ლით გაბ­რუ­ე­ბა ან ჟან­გ­ბა­დით და­ძი­ნე­ბა)…

და მა­ინც, რამ­დე­ნიც არ უნ­და ვი­ლა­პა­რა­კოთ ცხვრის კრეჭ­ვა­სა და მკრე­ჭავ­თა ოს­ტა­ტო­ბა­ზე, ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის პროგ­რა­მა­ში მი­სი შე­ტა­ნა არა­რე­ა­ლურ­ზე არა­რე­ა­ლუ­რია. მით უმე­ტეს, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის მეს­ვე­უ­რე­ბი არა­თუ პროგ­რა­მის გა­ფარ­თო­ე­ბით, არა­მედ მი­სი შეკ­ვე­ცით უფ­რო არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი.

სოკ-ი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს პრინ­ცი­პით, რომ სპორ­ტის ძველ სა­ხე­ო­ბებს უნ­და ჩა­ე­ნაც­ვ­ლოს ახა­ლი, მაგ­რამ იმის­თ­ვის, რომ ესა თუ ის სა­ხე­ო­ბა ოლიმ­პი­უ­რი პროგ­რა­მის ნა­წი­ლი გახ­დეს, რამ­დე­ნი­მეწ­ლი­ა­ნი ლო­დი­ნია სა­ჭი­რო. ამას­თან, შე­საძ­ლო ოლიმ­პი­უ­რი სა­ხე­ო­ბა მსოფ­ლიო ას­პა­რეზ­ზე ფარ­თოდ უნ­და იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რი­თაც ცხვრის კრეჭ­ვა ნამ­დ­ვი­ლად ვერ და­იკ­ვეხ­ნის.

ტურ­ნი­რის ორ­გა­ნი­ზე­ბამ, შე­საძ­ლოა, წარ­მოშ­ვას პრობ­ლე­მე­ბი – თუ ერ­თი მო­ნა­წი­ლე კრეჭს 700 ცხვარს, ბუ­ნებ­რი­ვია, ჩნდე­ბა კითხ­ვა: მთლი­ა­ნო­ბა­ში რამ­დე­ნი ცხვა­რი, უფ­რო სწო­რად, რამ­დენ­სუ­ლი­ა­ნი ფა­რაა სა­ჭი­რო? არ და­გა­ვიწყ­დეთ, რომ ამის­თ­ვის ვარ­ჯი­შიც აუცი­ლე­ბე­ლია.

დღეს ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის პროგ­რა­მა­ში მოხ­ვედ­რის კან­დი­და­ტე­ბია ჭად­რა­კი, პლა­ჟის ფეხ­ბურ­თი, ბი­ლი­არ­დი, კა­რა­ტე, სქვო­ში, ჰო­კეი ბურ­თით, გორ­გო­ლა­ჭე­ბი­ა­ნი სპორ­ტი და კი­დევ ბევ­რი სხვა.

მა­გა­ლი­თად, ჰო­კეი ბურ­თით საჩ­ვე­ნე­ბელ სა­ხე­ო­ბად იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჰელ­სინ­კის 1952 წლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე, მაგ­რამ დღემ­დე იმ მომ­ლო­დი­ნე­თა შო­რი­საა, რო­მე­ლიც ოლიმ­პი­უ­რი კა­რის შე­ღე­ბას ლა­მობს.

ჭად­რა­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცია კი თა­ვის სამ­წყ­სოს ზამ­თ­რის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე შე­ტა­ნას ლო­ბი­რებს – ზაფხუ­ლის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი ისე­დაც გა­დატ­ვირ­თუ­ლიაო (ლონ­დო­ნის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე 31 სა­ხე­ო­ბა­ში მედ­ლე­ბის 302 კომ­პ­ლექ­ტი გა­თა­მაშ­დე­ბა).

და მა­ინც, თუ სას­წა­უ­ლი მოხ­და და ცხვრის კრეჭ­ვამ ოლიმ­პი­უ­რი კა­რი შე­ა­ღო, თუ­ში მეცხ­ვა­რე­ე­ბი ახალ ზე­ლან­დი­ა­ში უნ­და გა­ვუშ­ვათ შეკ­რე­ბა­ზე.

წყარო: 24saati.ge

მსგავსი ამბები

Back to top button