Don’t Worry Be Happy…
გაიღიმე, დადებითად განეწყვე და გაუღიმე სხვასაც….
ადამიანი პირველად იღიმის სიცოცხლის პირველი 30-45 დღის შუალედში, ყველაზე გვიან 3 თვის ასაკში. პატარა ღიმილით გამოხატავს თავის კმაყოფილებას ნაცნობი ადამიანის დანახვისას, ან მელოდიური ხმის გაგონებისას ან ჭამის შემდეგ. ამერიკელმა ფსიქოლოგმა პოლ ეკმანმა (Paul Ekman) გამოყო ცხრამეტნაირი ღიმილი, მათ შორის შიშის, ზიზღის ან ირონიის გრიმასები. პირველ რიგში ღიმილი ტვინში მიმდინარე პროცესია, რომელიც იწყება ჰიპოთალამუსის წინა ზონის აღგზნებით, საიდანაც ნერვული იმპულსები გადაეცემა ლიმფურ სისტემას, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენს ემოციებზე. კუნთის ტონუსი სუსტდება, სახეზე კმაყოფილების გამოხატულება ჩნდება.
გაცინებისას მოქმედებაში მოდის 15 კუნთი. გაღიმებისას არანაკლებია საჭირო. თუმცა სხვადასხვაგვარ ღიმილში სხვადასხვა კუნთი მონაწილეობს. ზრდილობიანი ღიმილისას ხდება ტუჩების უბრალოდ გაწევა და იკუმშება ღაწვების კუნთი, ფართო და მხიარული ღიმილისას მოქმედებაში მოდის ქუთუთოების მამოძრავებელი კუნთები. ამასთან სასიამოვნო გრძნობების განცდისას თვალის ირგვლივ კუნთები უნებლიედაც იკუმშება. ამიტომაც ძალიან ძნელია იძულებითი გრიმასის და ბედნიერების ღიმილის გარჩევა. ღიმილი გამოხატავს იმ გრძნობებს, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოვცემთ. ღიმილი სიცილის მარტივი მსგავსება კი არ არის, არამედ იგი სხვადასხვა სამყაროს გვიხსნის.
ალერსიანი ღიმილი
შეხვედრის ღიმილი ანუ ალერსიანი ღიმილი, რომელიც ერთდროულად აახლოებს და ინარჩუნებს დისტანციას, მას შეუძლია ისე დაგაახლოვოს სრულიად უცხო ადამიანს, თითქოს მთელი ცხოვრება იცნობდეთ. “გულწრფელი ღიმილი ეხება ჩვენში ძალიან მნიშვნელოვან გრძნობას – თანდაყოლილ მოთხოვნილებას სიკეთისადმი” – წერს დალაი-ლამა წიგნში “ახალი ათწლეულის ეთიკა”
შეცბუნებული ღიმილი – როცა თავს იმართლებთ
ძალიან ხშირად ღიმილი კმაყოფილებას არ გამოხატავს. ზოგჯერ იგი გამოსახავს ყველასგან და ყველაფრისგან თავის დაღწევის სურვილს. შეცბუნებული ღიმილი გამოისახება ტუჩებზე, როცა არასათანადოდ მოვიქცევით და სირცხვილის გრძნობა გვაწუხებს. ეს არის ღიმილი – კომენტარი, რომელიც მიუთითებს ჩვენ თანამონაწილეობაზე. “გაწბილებული ღიმილი აჩვენებს, რომ ჩვენ ვცდილობთ ემოციების დაოკებას და არა მოთმენას”.
გაბედული ღიმილი – გვმატებს თავდაჯერებულობას
როცა თავს ვაიძულებთ გავიღიმოთ, ამით ვიმახსოვრებთ ჩვენ წარმატებებს და არა დამარცხებებს. ღიმილი გვეხმარება სტრესის დაძლევაში და ცვლილებების მშვიდად მიღებაში.
თავდაცვითი ღიმილი
გაურკვეველ სიტუაციაში ღიმილი თავდაცვის პირველი იარაღია, ასევე მოდუნების საშუალებაცაა, რომელიც გვეხმარება საკუთარი აგრესიულობის შეკავებასა და სხვათა აგრესიულობის ნეიტრალიზაციაში. დაძაბულობის მოსახსნელად ღიმილი ყველა კულტურაში გამოიყენება. მაგ. როცა უცხო ადამიანებით სავსე ოთახში შედიხარ, ძალაუნებურად იღიმები.
შეთქმული ღიმილი – გვაერთიანებს
ეს ღიმილი გვახსენებს, რომ ადამიანებს საერთო წარსული აქვთ, რომ მათ ერთად მნიშვნელოვანი მოვლენები გადაიტანეს. ეს ღიმილი გამოხატავს დიდ ურთიერთგაგებას, სიახლოვეს შერჩეული ადამიანების მიმართ.
მაცდუნებელი, მომაჯადოებელი ღიმილი – რომელიც გვიპყრობს
გერმანელმა ეთოლოგმა ირენაუს აიბლ-აიბსფელდტმა (Irenaus Eibl-Eibsteildt) დაამტკიცა, რომ ღიმილი ადამიანთა გულების დაპყრობის ერთ-ერთი იარაღია. ევროპელი ქალები ყველაზე მეტად მამაკაცებში ღიმილს აფასებენ (37%), იგი წინ უსწრებს შეხედვას (13 %).
წყარო: strawberrydiary.wordpress.com
Discovery Channel: I Love the World
Axwell & Bob Sinclar ft. Ron Caroll “What A Wonderful World”
Louis Prima LIVE — When You’re Smiling
Coca Cola – When you’re smiling