ქარის ენერგო ტურბინები (Wind energy)

პოსტში წარმოგიდგენთ ქარის ენერგო ტურბინებს, სხვადასხვა დიზაინისა და ფორმის. პოსტი თუ მოგეწონებათ შემდეგში დავდებ უკვე ტურბინებს სიძლიერის და მიხედვით.

აქვე გეტყვით ვინც არ იცის რომ ქარის გენერატორი არის მოწყობილობა, რომელიც ქარის კინეტიკურ ენერგიას გარდაქმნის ელექტრო ენერგიად. იგი შედის იმ ენერგიების სიაში, რომელსაც განახლებადი ენერგიების სახელით ვიცნობთ. ქარის გენერატორი, არის სრულიად ეკოლოგიური, არ სჭირდება არც საწვავი და არც გაზი. იგი მუშაობს ნარჩენების გარეშე. დანახარჯი დამონტაჟების გარდა არაფერია. მას აქვს ძირითადად 2 დიდი მინუსი, რომ მისი ენერგია არ არის სტაბილური რადგან თვითონ ქარი არის არასტაბილური და ასევე ის, რომ მის ირგვლივ ხდება ცხოველების, ფრინველებისა და თევზების მიგრაცია, ასევე აქვს დიდი ხმა ისინი ყენდება ძირითადად დაუსახლებელ ადგილებში,მაგრამ ასევე არსებობს სახლის გენერატორები, რომლებსაც ეს პრობლემა არ გააჩნია. უდიდესი გენერატორი რომელიც 2012 წელს შეიქმნა არის ესპანეთში, მის ოკეანის აკვატორიაში, იგი არის 125 მეტრიანი და წელიწადში გამოიმუშავებს 52 მეგავატ სიმძლავრეს.აქვე განვმარტავ ფიზიკა ვინც კარგად არ იცის რომ დასაწყისში რომ ვახსენე კინეტიკური ენერგია ეს გახლავთ მასისა და სიჩქარის კვადრატის ნამრავლის ნახევარი.


ავტორი: Reader

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2013 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC