საკითხავისასარგებლო

10 ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა

ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ 10 ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა.. 

1. საფრანგეთი – ჩადის-70 მლნ  ტურისტი

 პარიზი არის საფრანგეთის ადმინისტრაციული, პოლიტიკური და კულტურული ცენტრი. მიუხედავად ორი მსოფლიო ომისა, ქალაქის ცენტრი შესანიშნავი ბულვარებითა და ინფრასტრუქტურით  ნაპოლეონის დროს მოგვაგონებს.  ლუვრი,  ვერსალი,  ტრიუმფალური თაღი,  ვანდომის მოედანი,  ტუილრის ბაღი,  ეიფელის კოშკი, დ’ორსეს სადგური  ეს ის ნაგებობებია, რომლებიც იზიდავს ათასობით ტურისტს. ისტორიული ადგილები, მდიდრული კაფეები და მეფეთა სასახლეები, არისტოკრატული რეზიდენციები და ულტრათანამედროვე მაღალსართულიანი სახლები აქ ერთადაა თავმოყრილი. პარიზი მსოფლიოს ერთ – ერთი სიცოცხლით სავსე ქალაქია. აქ მდებარეობს 2000–მდე მონუმენტი, 200  მუზეუმი, მთავარი ღირშესანიშნაობები მდინარე სენის სანაპიროზე, ქალაქის ცენტრშია თავმოყრილი. “პარიზის გულიდან” ოდნავ მოშორებით, კუნძულ  სიტიზე, განთავსებულია ლუვრი, მსოფლიოს ერთ – ერთი ღირშესანიშნავი მუზეუმი

2.ესპანეთი- 48 მლნ ტურისტი

ესპანეთში მოგზაურობა ნიშნავს შეხვედრას მზესთან, შესანიშნავ სამზარეულოსთან, სტუმართმოყვარეობასა და სიცოცხლის სიხარულთან, ასევე შეხვდებით უძველესი ცივილიზაციის ნაკვალევს, თვალწარმტაც და უნიკალურ პეიზაჟებს. ესპანეთის მრავალფეროვანი  ბუნება, გეოგრაფიული, კლიმატური და პეიზაჟების კონტრასტი მის ყველა რაიონში იგრძნობა.

3.აშშ -47 მლნ

აშშ მნიშვნელოვანწილად განაპირობებს დანარჩენი მსოფლიოს ცხოვრების წესს. ამერიკამ შვა  ტელეფონი,  ელექტროობა, ტელევიზია,  კომპიუტერი , ინტერნეტი, კვების რესტორნები, საკრედიტო ბარათები, ჯინსები და სხვა. ამერიკული ტელევიზია, ჰოლივუდის  კინო,  ჯაზი,  ბლიუზი,  როკი და  რეპი თანამედროვე მასობრივი კულტურის საფუძველია, რომელიც დიდ ზეგავლენას ახდენს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების და ხალხების კულტურებზე.

 

4.იტალია-35 მლნ

იტალიას ბევრი ადგილი აქვს ტურისტების მისაზიდად ,   პიზას ტაძარი და კოშკი,  პომპეის არქეოლოგიური ტერიტორია,  ნეაპოლის ცენტრი და  ყურე,  სამეფო სასახლე კაზერტაში, სტროცის სასახლე (XV ს.); სან-ამბროჯიოს ეკლესია (XII ს.) კარაკალას აბანოები (III ს.), ტრიუმფალური თაღი, წმინდა პავლეს ტაძარი (IV ს.), კაპიტოლიუმის მუზეუმი, ეროვნული მუზეუმი, გალერეა ბორგეზე; და სხვა.

5.დიდი ბრიტანეთი -25 მლნ

მრავალფეროვანი ლანდშაფტი, ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები და ულტრათანამედროვე საკომუნიკაცია საშუალებების გამო, ბრიტანეთი სმფოლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტულია რეგიონია. ყოველწლიურად აქ 25-28 მილიონი ტურისტი ჩამოდის. უდიდესი ტურისტული ცენტრებია:  ლონდონი,  სტრატფორდი მდ,  ეივონზე   უინძორი,  ედინბურგი  და ა.შ.

ბრიტანეთის კულტურული მრავალფეროვნება განპირობებულია როგორც რეგიონალური თავისებურებებით, ასევე ბრიტანეთის იმპერიის მემკვიდრეობით. ბრიტანული ლიტერატურის სახეებია ინგლისელი  შექსპირი, . 60-იანი წლებიდან დაწყებული, „ ბითლზისა და „ როლინგ სტოუნზის  პოპულარობის გამო, ბრიტანეთი ახალგაზრდული კულტურის ავანგარდშია.

 

6. ჩინეთი-24 მლნ
ფაილი:VictoriaHarbour.jpg

ძირითადად ტურისტები სტუმრობენ   ცის ტაძარი (XV ს.), მინის და ცინის დინასტიების სამეფო სასახლეები,  ზაფხულის სასახლე და საიმპერიო ბაღი; ისტორიისა და ხელოვნების მუზეუმი, XVI ს-ის ბაღი,  დალაი-ლამას  სასახლე პოტალა (XVII ს.);  ცინის დინასტიის პირველი იმპერატორის მავზოლეუმი; დიდი კედელი;  ტაიშანის წმინდა მთშანდუნის პროვინციაში,  სასაფლაო კუფუშინ და უამრავი სხვა.

7. მექსიკა-19 მლნ

ბრწყინვალე პლაჟები და ტურისტები, სასიამოვნო ჰავა, მრავალფეროვანი ბუნების ობიექტები: ვულკანები, უდაბნოები, ფლორის და ფაუნის მრავალფეროვნება, პირამიდები, უძველესი ისტორია და კულტურა – ეს ყველაფერი ძლიერ იზიდავს ტურისტებს.

8.პოლონეთი -19 მლნ

 ოსვენციმის  საკონცენტრაციო ბანაკი,  ტევტონთა ორდენის  ტაძარი მალბორკში, შუა საუკუნეების ქალაქები  ტორუნი და  ზამოსცი,  კრაკოვის ისტორიული ცენტრი, ვარშავის ძველი ქალაქი, ბელოვიეჟის ეროვნული პარკი, ნოვა ჰუტას ინდუსტრიული კომპლექსი.

9.კანადა -18 მლნ

კვებეკის ისტორიული რაიონი, ლუნენბურგის ძველი ქალაქი, ალგონქინის, ნაჰანის, დინოზავრის, როკი მაუნთენის ეროვნული პარკები.

 

10. ავსტრია-17 მლნ

ისტორიული ცენტრი, ბელვედერის პარკი, შონბრუნის სასახლე (XVI ს.) და ბაღები, მსოფლიოში უძველესი ზოოპარკი (1752 წ.); მოცარტის სახლ-მუზეუმი, XI ს-ის ციხე; ტევტონთა ორდენის რაინდთა ტაძარი (XIII ს.);ფიურსტენბერგის ციხე (XV ს.), იმპერატორის სასახლე (XVII ს.).

წყარო: http://firepost.info

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close