საკითხავისასარგებლოსურათები

ოქრო – კაცობრიობის უკვდავი სილამაზე

1939 წელს დიდი საგანძური აღმოაჩინეს აღმოსავლეთ ინგლისში, სატონ ჰუში დამარხულ ნავში.აქ იყო მყარი ოქროსგან გაკეთებული 41 ნივთი, მათ შორის ულამაზესი მუზარადი.ანგლო–საქსები თავის მეფეს გემში კრძალავდნენ თავის განძთან და ულამაზეს მუზარადთან ერთად.როცა ინგლისელმა არქეოლოგებმა მუზარადი გაასუფთავეს, ის ისევე ბნავდრწყია როგორც 1300 წლის წინ, ნავის დამარხვის დღეს.

ოქროს ყოველთვის ეთაყვანებოდნენ მისი სილამაზის გამო. მისი სილამაზე როგორც მოგეხსენებათ იმით არის გამოწვეული რომ ის არ იჟანგება ჰაერსა და მიწაში. ერთ დროს მისგან მონეტებსაც ჭრიდნენ, მაგრამ დღეს მას ძირითადად სამკაულებში იყენებენ.

როცა მე-19 საუკუნეში ავსტრალიაში ოქრო აღმოაჩინეს, იქაური ოქროს საბადოებს ხალხი მთელი მსოფლიოდან მიაწყდა. ამ ნახატზე ვხედავთ მაძიებლებს, რომლებსაც ოქროს პოვნისა და გამდიდრების იმედი აქვთ ( რა გაცხარებული ეძებენ :D )

რომაულ სამარხში აღმოჩენილი ეს ოქროს ყელსაბამი თითქმის 2000 წლისაა

ოქრო ყველაზე დამყოლი ლითონია. მისგან ისეთი თხელი ფურცლის დამზადება შეიძება, რომ 10 000 ასეთი ფურცლის სისქე ერთ მილიმეტრს ძლივს მიაღწევს. ამას გარდა ოქრო ყველაზე დრეკადი ლითონიცაა, რაც იმას ნიშნავს რომ მისგან შეიძლება ძალიან წვრილი მავთულის დამზადება ისე, რომ არ გაწყდეს.

როგორც მოგეხსენებათ საქართველოშიც არაერთი ოქროს განძია აღმოჩენილი არქეოლოგებბტა მიერ .

ლომის ფიგურა. XXIII ს. ძვ. წ. წნორი, კახეთი. ჩამოსხმული ოქრო, შემკული რელიეფური ორნამენტით, გავარსისა და გრეხილის იმიტაციით

ოქროს თასი. XIX-XVIII სს. ძვ.წ. თრიალეთი, წალკა.

ოქროს ერთი ფურცლისგან დამზადებულ თასს ორმაგი კედელი და ღრუ ფეხი აქვს. ოქროს ბუდეებში ჩასმულია სარდიონი, ლაჟვარდი, წითელი იასპი, გიშერი, მინისებრი პასტა

სამაჯური. V-IV სს. ძვ.წ. ვანი. ოქროს მთლიანი სხმული ჯიხვის თავების გამოსახულებით. დამატებით დამუშავებულია გრავირებით.

გულსაკიდი ჯვარი, ოქრო, 5 ბრტყელი ლალი, 4 დაწახნაგებული ზურმუხტი, 6 მარგალიტი, სევადა. XII ს.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close