არქივი

TOP 10 ტრაგიკული + “პოლიტიკური” სიყვარულის ისტორია

cbb88feb0982
ალბათ უამრავი სიყვარულის ისტორია მოგისმენიათ. დამეთანხმებით ადამიანებზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ტრაგიკული სიყვარულის ისტორიები. უძველესი დროიდან დღემდე კაცობრიობამ მოიტანა მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაბეჭდილი სიყვარულის ისტორიები, რომლებიც დავიწყებას არასდროს არ მიეცემიან (ყოველშემთხვევაში, სანამ კაცობრიობა იარსებებს). სიყვარულის ისტორიებიდან განსაკუთრებით პოპულარულია ტრაგიკული ისტორიები. ამ პოსტში, კი ნახავთ იმ ტრაგიკულ სიყვარულის ისტორიებს, რომლებიც პოლიტიკასთან მჭიდრო კავშირშია (და ხშირად პოლიტიკის გამო გამოდიან ტრაგიკულნი).

 

10. საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტე და დედოფალი ჟოზეფინა

ჩვ. წ. XVIII-XIX საუკუნეები, საფრანგეთი
46896a57302c
26 წლის ასაკში ნაპოლეონი დაქორწინდა მდიდარ და დიდგვაროვან ქალზე ჟოზეფინაზე, რომელიც ნაპოლეონისთვის უნდა ყოფილიყო მემკვიდრის დედა და მეტი არაფერი. მაგრამ ამ ორ ადამიანს ერთმანეთი საბედისწეროდ შეუყვარდათ. მათი ვნება ერთმანეთისამი არასდროს განელებულა და ერთმანეთისთვის, არც ერთს და არც მეორეს არ უღალატიათ. მათი ურთიერთპატივისცემა და სიყვარული იყო ჭეშმარიტი. საბოლოოდ ჟოზეფინა და ნაპოლეონი გაიყარნენ, რადგან ნაპოლეონს ჟოზეფინამ ვერ მისცა მეტად მნიშვნელოვანი რამ- მემკვიდრე. მიუხედავად ამისა ამ ორი ადამიანის სიყვარული არასოდეს ჩამქრალა.

 

9. რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ II და დედოფალი ალექსანდრა ფედეროვნა

ჩვ. წ. XIX-XX საუკუნეები, რუსეთი
f68a0d8a2fb7
ნიკოლოზს, რუსეთის მომავალ იმპერატორს, შეუყვარდა გერმანიის ახალგაზრდა პრინცესა ალექსანდრა. ორივე სამეფო ოჯახის საწინააღმდეგოდ, მათ გადაწყვიტეს, რომ ყოფილიყვნენ მუდამ ერთად. სანამ ნიკოლოზი იმპერატორი გახდებოდა ისინი ცნობილნი იყვნენ თავიანთი სიყვარულის წარმოჩენით საჯარო ადგილებში, რათა ყველას დაენახა მათი სიყვარულის ამბავი. რუსეთის ბოლშევიკური რევოლუციის დროს ნიკოლოზ II, ალექსანდრა და მათი ხუთი ან ოთხი (ეს იმ შემთხვევაში თუ ანასტასია ნამდვილად გადარჩა) შვილი ერთად დახვრიტეს.

 

8. ტროას პრინცი პარისი და საბერძნეთის მეფის მენელაოსის ცოლი ელენა

ძვ. წ. XIII-XII საულუნეები, საბერძნეთი და დღევანდელი თურქეთი
f9e56e95b7ad
დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რომ ტროა არსებობდა ან ტროას ომი რეალურად, თუ მოხდა, მაგრამ პარისისა და ელენას სიყვარულის ისტორია მაინც მშვენიერია. მათი სიყვარულის გამო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტროას ომი მოხდა. ამ სიყვარულის ისტორიამ 3000 წელს გაუძლო და დღეს მათ შესახებ ალბათ ყველამ იცის. ეს ისტორია აისიხა ჰომეროსის ილიადაში და ადამიანთა მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული სიყვარულის ისტორია.

 

7. მუგალთა იმპერიის პრინცი სელიმი და კურტიზანი ქალი ანარკალი

ჩვ. წ. XVI საუკუნე, ინდოეთი
d83db6fb1530
XVI საუკუნე, მუგალთა იმპერიას მართავს ახბარ დიდი, იმპერია თავის ძლიერების ზენიტშია. ახბარის შვილს სელიმს შეუყვარდა ჩვეულებრივი, მაგრამ ულამაზესი კურტიზანი ქალი ანარკალი. სელიმი მოაჯადოვა ანარკალის სილამაზემ და შემდეგ შეუყვარდა ის. ახბარი რათქმაუნდა არ დაუშვებდა ამას და შეიმუშავა ტაქტიკა, რომელიც ანარკალის დაშინებაში მდგომარეობდა. როცა ეს სელიმმა გაიგო ომი გამოუცხადა საკუთარ მამას, მაგრამ იმპერატორის უზარმაზარი ჯარის წინაშე ვერაფერს გახდა და დამარცხდა, მას სიკვდილი მიუსაჯეს. იმისათვის რომ თავისი საყვარელი ადამიანი გადაერჩინა ანარკალმა დაგმო თავისი სიყვარული, მაგრამ ვერაფერს გახდა. იმ დღეს, როცა პრინცის სასიკვდილო განაჩენი უნდა აღსრულებულიყო ალარკამი დადგა პრინცის პირისპირ კედელზე და როცა სელიმს თავი მოჰკვეთეს, ალარკამი კედლიდან გადახტა და თავი მოიკლა.

 

6. მუგალთა იმპერიის იმპერატორი შაჰ ჯაჰანი და დიდგვაროვანი ქალი მუმთაზ მაჰალი

ჩვ. წ. XVII საუკუნე, ინდოეთი
77efcac1b951
1612 წელს, მოზარდი გოგონა, არჯიმანდ ბანუ დაქორწინდა 15 წლის შაჰ ჯაჰანზე, მუგალთა იმპერიის მმართველზე. არჯიმანდ ბანუს ეწოდა მუმთაზ მაჰალი, იმპერატორს გაუჩინა 14 შვილი და გახდა მისი საყვარელი ცოლი. 1629 წელს, როცა გარდაიცვალა მუმთაზი ჯაჰანმა მწუხარების ნიშნად დაიწყო დიდი ნაგებობის მშენებლობა, რომელსაც დასჭირდა დაახლოებით 20 000 მუშა, 1000 სპილო და 20 წელი. ეს ნაგებობა იყო ტაჯ მაჰალი. შაჰ ჯაჰანმა ვერასდროს შეძლო დაესრულებინა შავი მარმარილოს მავზოლეუმის მშენებლობა, რომელსაც თავისთვის იშენებდა, მაგრამ მას ეს არ ადარდებდა. ჯაჰანი ტახტიდან ჩამოაგდო მისმა შვილმა და გამოკეტა აგრას წითელ ფორტში. ჯაჰანმა მარტოდმარტო უამრავი საათი გაატარა მდინარე ჯამუნასთან, მისი საყვარელი დედოფლის ქანდაკებასთან. საბოლოოდ შაჰ ჯაჰან დაწვეს, სწორედ ტაჯ მაჰალის უკან.

 

5. ირანის შაჰი მუჰამედ რეზა ფეჰლევი და დედოფალი სორაია

ჩვ. წ. XX საუკუნე, ირანი
d06927ea466b
მუჰამედ რეზა იყო ირანის უკანასკნელი შაჰი, ის საკმაოდ კარგი მმართველი იყო, მაგრამ ბევრი შეცდომებიც დაუშვა. სორაია გახდა შაჰის მეორე ცოლი. თავდაპირველად შაჰმა სორაიას ხელი სთხოვა მის ოჯახს. სორაია იყო ლამაზი და ჭკვიანი ქალი, რომელზეც ხშირად ამბობდნენ, რომ დედოფლობისთვის იყო დაბადებული. ქორწინებაზე სორაია დათანხმდა, რადგან სხვა გზა არ ჰქონდა. ცოტა ხანში იძულება დიდ სიყვარულში გადაიზარდა და მონარქიული ირანის უკანასკნელ პირველ პირებს სამუდამოდ შეუყვარდათ ერთმანეთი. სორაიამ ბრწყინვალედ გაართვა თავი დედოფლობას, მაგრამ მისი და მუჰამედ რეზას სიყვარული განწირული აღმოჩნდა. სორაიამ ირანს ვერ გაუჩინა მემკვიდრე და ამიტომ შაჰი და დედოფალი გაიყარნენ. გაყრის შემდეგაც, კი სორაია იძულებლი იყო უარი ეთქვა თავის სურვილებზე, რადგან ამას უკრძალავდა ტრადიცია. იგი გარდაიცვალა 2001 წელს, ხოლო მუჰამად რეზა ფეჰლევი 1979 წელს დევნილობაში, კობოთი დაავადებული გარდაიცვალა. გარდაცვალებისას ის 30 კილოგრამს იწონიდა.

 

4. რუმის სულთანი ყიას ედ-დინ ქეი ხუსრვე II და საქართველოს პრინცესა თამარი (გურჯი-ხათუნი)

ჩვ. წ. XIII საუკუნე, დღევანდელი თურქეთი
c815ce5089ed
1236 წელს საქართველოს მეფის რუსუდანის ქალიშვილი თამარი მიათხოვეს რუმის სულთანს ყაის ედ-დინ ქეი ხუსრვე II-ს. ბევრი არაფერი ვიცით თამარისა და ხუსრვე II-ის სიყვარულის შესახებ, მაგრამ თუნდაც ერთი ფაქტიც ამტკიცებს მათ ძლიერ სიყვარულს. სულთანმა მოჭრა მონეტა, რომელზეც სიმბოლურად გამოსახულია თამარი, იგი მზეს განასახიერებს. ქალის გამოსახვა მონეტაზე უძველესი დროიდან აკრძალული იყო, მითუმეტეს მუსლიმურ გარემოცვაში და ხუსრვე II-მ ასეთი გამოსავალი მოძებნა. მონეტაზე გამოსახულია ლომი და მზე. ეს მონეტა აღმოსავლეთში ცნობილი ემბლემა გახდა და შემდეგში ასეთი დიზაინის მონეტებს სხვა სულთნებიც ამზადებდნენ. მაგრამ ეს სიყვარული ტრაგიკული იყო, სულთნის გარდაცვალების შემდეგ ვეზირმა მუინ ედ-დინ სულეიმან ფერვანამ ხელთ იგდო რუმის ტახტი და ტრადიციის მიხედვით ცოლად შეირთო სულთნის ქვრივი თამარი.

 

3. ეგვიპტის ფარაონი ეხნატონი და დედოფალი ნეფერტიტი

ძვ. წ. XV საუკუნე, ეგვიპტე
a270af81b328
ამ ორი პიროვნების შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი და რეალური ისტორიის შესახებ ბევრი მოსაზრება არსებობს. ამენჰოტეპ IV (ეხნატონი) და ნეფერტიტი და-ძმანი იყვნენ და ეგვიპტური ტრადიციის თანახმად გახდნენ ცოლ-ქმარი. ნეფერტიტი თავისი ეპოქის შესაბამისად საკმაოდ განათლებული ქალი იყო. ცნობილია, რომ ნეფერტიტს და ეხნატონს ძალიან უყვადათ ერთმანეთი, მაგრამ ფარაონს ჰყავდა მეორე ცოლი კიია, რომელზეც როგორც ჩანს ეჭვიანობდა ნეფერტიტი. არსებობს მოსაზრება, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე ნეფერტიტი აუჯანყდა ქმარს და დაეუფლა ჩრდილოეთ ეგვიპტეს და სწორედ მან გაატარა რეფორმები ძველ ეგვიპტეში (ერთღმერთიანობის შემოღება, ატონის კულტის უზენაესობა).

 

2. ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრა და აღმოსავლეთ რომის იმპერიის იმპერატორი მარკუს ანტონიუსი

ძვ. წ. I საუკუნე, ეგვიპტე
104b0b174e9f
კლეოპატრას ურთიერთობა იულიუს კეისართან აშკარად “ანგარება” იყო, ხოლო მარკუს ანტონიუსთან ურთიერთობა ნამდვილი სიყვარული. მარკუს ანტონიუსი კლეოპატრამ რომში ვიზიტის დროს გაიცნო, შემდეგ კი თვითონ მარკუსი ეახლა დედოფალს. ოქტავიანეს წინააღმდეგ კუალიციის შექმნის წიაღში ჩაისახა მათი სიყვარული. ისინი დაქორწინდნენ და ეყოლათ ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. კლეოპატრასა და მარკუს ანტონიუსის სიყვარული ტრაგიკული და განწირული იყო. ერთი ვერსიით ბრძოლაში მარკუს ანტონიუსმა შეიტყო კლეოპატრას სიკვდილი და მაშინვე ხმალზე ჩამოეგო. კლეოპატრას სუიციდი, კი არამარტო დამცირებისგან თავის აცილება, არამედ საყვარელი ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილისგან თავის არიდებაც იყო.

 

1. საქართველოს სამეფოს მეფე ლაშა-გიორგი და ველისციხელი ქალი ლელა

ჩვ. წ. XII-XIII საუკუნეები, საქართველო
5183687be3d5
ამ ორი პიროვნების სიყვარულის ისტორია ზუსტად პასუხობს ამ ათეულს. მსჯელობა არ სჭირდება იმას, რომ ლაშა-გიორგის თავდავიწყებით უყვარდა ლელა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ წავიდოდა სამეფო კარისა და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის წინააღმდეგ. ამ სიყვარულის ისტორიის ტრაგიკული და “პოლიტიკური” ხასიათი მდგომარეობს სამეფო კარის ჩარევით ლაშა-გიორგის პირად ცხოვრებაში, ლელას და ლაშა-გიორგის დაშორებით. ამ ფაქტმა, როგორც ჩანს ძალიან დიდი უარყოფითი გავლება მოახდინა ლაშა-გიორგიზე, რადგან იგი აღარ ირთავს ცოლს და თავისთავად არ ფიქრობს სამეფოს მომავალზე, რომელსაც ესაჭიროებოდა კანონიერი მემკიდრე.

იხილეთ ასევე
Close
Back to top button