გამოგონებაკრეატივიუცნაური

ოგას საათი

საკმარისია ოგას საათის შეხედვა და მას მაშინვე გამოარჩევთ სხვა მასიდან. ბერძენი ალექსანდრ სტასინოპოულოსსაც ეს უნდოდა, როდესაც ამ საათს ქმნიდა. ალბათ ამ საათის შეხედვისას გეგონებათ რომ ის არასასიამოვნოა ხმარებაში, მაგრამ  სამაგიეროდ ძალიან საინტერესო და ექსტრავაგანტული დიზაინი აქვს! საათს არ აქვს წრე რომელზედაც ისარი მოძრაობს არც თხევადკრისტალური დისპლეი, აგრეთვე არ აღენიშნება არც ისრები. მაშ რა აქვს მას და რითი უნდა გავიგოთ ზუსტი დრო?

მას აქვს 3 ლენტა განსხვავებული სიფართისა. ერთ ლენტაზე რიცხვები აღნიშნავენ საათს, მე-2 ლენტაზე განლაგებული რიცხვები უთითებენ წუთებს, ხოლო მე-3 ლენტაზე განლაგებულია წამების რიცხვები. ლენტები განლაგებულია სხვადასხვა სიმაღლეზე და ერთიანობაში წარმოქმნიან ყვავილის ფორმას. საათები გამოშვებულია რამოდენიმე ფერში – ყვითელი , წითელი , შავი.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close