ვიდეოებისაკითხავისასარგებლო

Franz Liszt – ფრანც ლისტი

ალბათ ყველა თქვენგანისთვის ცნობილია ეს ადამიანი. ფრანც ლისტი დაიბადა 1811 წლის 22 ოქტომბერს უნგრეთში.

ლისტის მუსიკა განსაკუთრებული იყო, რომელიც არ დაფასდა თავის დროზე, რადგან ფრანცი XIX საუკუნეში წერდა XXI საუკუნის მუსიკას, შესაბამისად არ იქცევდა ხალხის ყურადღებას. 

უნგრელი მუსიკოსის ნებისმიერი ნაწარმოების შესრულება უჭირს ნებისმიერი დონის პიანისტს. მისი ნაწარმოებები, რა თქმა უნდა, მელოდიურია, მაგრამ ასევე ის მოითხოვს უმაღლეს ტექნიკას.

სამწუხაროდ, ლისტის დროს არ არსებობდა არანაირი ხმის ჩამწერი საშუალება, ამიტომ ვერ მოხერხდა მისი შესრულების მოსმენა თანამედროვეთათვის.

ფრანცმა სწორედ ასეთი სახის ნაწარმოებები დაგვიტოვა. მისი ყველაზე ცნობილი შედევრია უნგრული რაფსოდიები, განსაკუთრებით მეორე და მეექვსე. გთავაზობთ ორივე მათგანის ლინკს George Cziffra-ს შესრულებით, რომელიც აგრეთვე უნგრელი იყო და მასაც ლისტის მსგავსად უმაღლესი და გამორჩეული ტექნიკა ქონდა.

ლისტს, რა თქმა უნდა, დაძაბული და მშვიდი ნაწარმოებებიც აქვს. ყველაზე რთული და მელოდიურია Totentanz, რომელიც სიტყვასიტყვით “მკვდრების ცეკვას” ნიშნავს. გთავაზობთ ამ ნაწარმოებს ვალენტინა ლისიტსას შესრულებით.

რაც შეეხება უნგრელი კომპოზიტორის მშვიდ ნაწარმოებებს, მათ შორის შეიძლება გამოვარჩიოთ Love Dream, რომელიც “სიყვარულის სიზმარს” ნიშნავს. გთავაზობთ ამ შედევრის აუდიო ჩანაწერს.

რათქმაუნდა ეს სულ არ არის, ლისტს კიდევ უამრავი შესანიშნავი ნაწარმოები აქვს, მაგრამ მე მათ შორის საუკეთესოები ავარჩიე.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close