საკითხავისასარგებლო

საინტერესო ფაქტები ფულის შესახებ

1. ბანკი “Banca Monte dei Paschi di Siena” დღესღეობით არის მსოფლიოში უძველესი ბანკი. იგი დაარსდა 1472 წელს იტალიაში.

2. ამერიკის შეერთებული შტატების ბანკნოტები და მონეტები რომლებიც ხმარებაშია მთლიანობაში შეადგენს 829 მილიარდ დოლარს.

3. 1949 წელს ფრენკ მაკნამარა წავიდა მეგობრებთან ერთად სავახშმოდ რესტორანში, მაგრამ აღმოჩნდა რომ მას არ ჰქონდა საკმარისი ფული. ძალიან შეწუხდა და დაიფიცა რომ ასეთი რამ მას აღარ დაემართებოდა. ზუსტად ამ შემთხვევის შემდეგ ფრენკს გაუჩნდა იდეა რომ შეექმნა საკრედიტო ბარათი. ასე გაჩნდა “Diners Club”.

4. მარტა ვაშინგტონი არის ერთადერთი ქალი რომლის პორტრეტიც გამოსახული იყო ამერიკულ ვალუტაზე (ვერცხლის 1 დოლარიან მონეტაზე).

5. 100 დოლარიანის საშუალო “სიცოცხლე” შეადგენს 89 თვეს.

6. 1934 წელს გამოშვებული 100.000 დოლარიანი კუპიურა ითვლება ყველაზე მაღალ ბანკნოტად, რომელიც კი ოდესმე გამოუშვიათ.იგი არ გავრცელებულა.გამოიყენებოდა მხოლოდ ბანკებისთვის სხვადასხვა ოპერაციებისთვის.

7. პირველი ფულის ქაღალდის გამოცემა დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებში 1861 წელს.რისი მიზეზიც იყო მონეტების ფულის უკმარისობა და სამოქალაქო ომის დაფინანსება.მის დამზადებაში მონაწილეობას იღებდა ექვსი ადამიანი.

8. ქაღალდი,რომლისგანაც მზადდება ფული არის 75% ბამბა და 25% სელი.ის უნდა უძლებდეს დიდ სიმძიმეს.

9. კელვინ კულიჯი იყო პირველი პრეზიდენტი რომლის პორტრეტიც გაჩნდა მონეტაზე მის სიცოცხლეშივე.

10. პირუტყვის რქა იყო უძველესი ფულის ფორმა რომელიც მე_20_ე საუკუნემდე გამოიყენებოდა აფრიკის რამოდენიმე ნაწილში.

11. 1865 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსებული იქნა საიდუმლო სამსახური, მათ წინააღმდეგ ვინც აყალბებდა მონეტებს.იმ დროს გაყალბებული იყო მონეტების ერთი მესამედი.

12. მილიონი დოლარი 100 დოლარიანი კუპიურებით იწონის დაახლოებით 10 კგს.

13. მილიონი დოლარი ერთ ცენტიანებით (100 მილიონი მონეტა) იწონის დაახლოებით 246 ტონას.

14. “Forbes”_ის ვერსიით უმდიდრესი ადამიანების საშუალო წლოვანება არის 60 წელი.

15. $_ის ნიშანი გამოიგონა ოლივერ პოლოკომ 1788 წელს.

16. დედამიწის მოსახლეობის ერთი მესამედი ცხოვრობს დღეში 2 დოლარზე.ხოლო 1.2 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს დღეში 1 დოლარზე.

17. ჩინეთი იყო პირველი ქვეყანა რომელმაც ქაღალდის ფულის გამოყონება დაიწყო.

18. ყველაზე მძიმე მონეტა ფულის არსებობის ისტორიაში იყო შვედური მონეტა 18 საუკუნეში, რომლის დასახელებაც იყო 10 დალერი. ერთი მონეტა, რომელიც მართკუთხა ფორმის იყო 19 კილოზე მეტს იწონიდა.

19. ყველაზე მძიმე ოქროს მონეტა გამოშვებულია ჩინეთში. იგი იწონის 5 კგს.

20. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული არის 500 ევროიანი კუპიურა. ამის გამო 2010 წელს იძულებულნი გახდნენ გაეორმაგებინათ მისი გამოშვება.

loading...
თეგები

NAMU

nothing

მსგავსი ამბები

Close
Close