გასართობიკრეატივისურათები

ფანქარი VS ფოტო კამერა

ბელგიელ მხატვარს ბენი ჰეინს რაღაც მომენტში მობეზრდა უბრალოდ ხატვა და გადაწყვიტა რაღაც ახალი მოეფიქრებინდა, ჯამში კი მან თავისი ნახატების ახალი სერია შექმნა, რომელსაც “Pencil vs Camera” უწოდა.
ამ ნამუშევრების არსი იმაშია რომ ბენ ჰეინი ფანქრით დახატულ ესკიზებს რეალობას უხამებს, რასაც თავისი ფოტოაპარატის დახმარებით აკეთებს.

ნახატისა და ფოტოს სინთეზი , წარმოდგენები და რეალობა – ეს მხატვრული ხელოვნების ახალი მიმართულებაა, რომელიც საკუთარ თავში ჯადოსნურობას, ილუზიას და სურეალიზმს აერთიანებს.

თავისი პირველი ნაშრომი კოლექციიდან “Pencil vs Camera” ბენმა სულ რაღაც 2 წლის წინ, 2010 წლის აპრილში შექმნა. მისი ნაშრომების ამჟამინდელი სახე მრავალი ცდის, გრაფიქკული დამუშავების და შეცდომების შემდეგ იქნა მიღებული, ეს კი იმის წყალობით რომ ბენმა ამდენი ხნის განმავლობაში გარკვეული გამოცდილებაც მიღო ამ ნაშრომებთან მუშაობისას.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close