საკითხავისასარგებლოსაქართველო

არჩევნები ანუ როგორ გავყიდოთ პრეზიდენტი

ახლოვდება არჩევნები.არჩევნები კი ერთგვარი რინგია პოლიტიკოსებისთვის,სადაც ხდება შედეგების შეფასება და ანალიზი.პოლიტიკისები ფიქრობენ თუ სად დაუშვეს შეცდომა,რომელ ეტაპზე მოხდა ამომრჩევლის რაოდენობის კლება.ალბათ ყველაზე მეტად ჩემთვის ბრენდ მენეჯერები, პოლიტიკურ ენაზე კი პოლიტიკური სტრატეგები და პიარ აგენტები ნერვიულობენ სასურველი შედეგის არმიღების შემთხვევაში.პიარ აგენტები ფიქრობენ ,რამდენად გაამართლა მათმა შერჩეულმა სტრატეგიამ.

მარტივად რომ ვთქვათ -რამდენად ზუსტად შეარჩიეს ადამიანები,რომლებმაც გაუკეთეს ლობირება მათ კანდიდატს,რამდენად ზუსტად მივიდა მედიის საშუალებით განცხადებები და პოლიტიკური პროგრამა სამიზნე ჯგუფამდე.ხშირად იმ ადამიანებს ,რომლებიც დგანან და თავიანთ საარჩევნო კანდიდატს სიმღერას უმღერიან,ან რომელიმე უბანში დაყვებიან მაჟორიტარებს,პიარ მენეჯერებსაც უწოდებდნენ.რეალურად კი ისინი უბრალო სასაჩუქრე ყუთის შესაკრავი ბანტები არიან,რომელიც საბოლოო სახეს აძლევენ და ულამაზესად ფუთავენ პროდუქტს.შემფუთველი კი ,რომელმაც შექმნა შეფუთვის გარკვეული სტილი,ბანტის ფერი და დიზაინი, არ ჩანს.ყუთს რათქმაუნდა წარწერაც აწერია, ავიღოთ ‘‘მე შენ მიყვარხარ ‘’.ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე ,რომ მარკეტინგი და ფიარი ბუნებიდან მოდის.მე შენ მიყვარხარ ყველაზე მარტივი მესიჯია სასურველი ადამაინის გონებაში ჩასაჯდომად.რათქმაუნდა წარწერაში ამ შემთხვევაში პოლიტიკური სლოგანი იგულისხმება და არა სიყვარულის ახსნა.თუმცა შეიძლება სიყვარულის ახსნადაც მივიჩნიოთ.ხშირად სიყვარულის ახსნის დროსაც იტყუებიან ადამიანები.თუ არ იტყუებიან ამეტებენ მაინც,გრძელვადიან პერსპექტივაზე არ ფიქრობენ და უბრალოდ მოკლე სატრფოს(ამ შემთხვევაში ამომრჩევლის ) გულში ცდილობენ პოზიციონირებას.რათქმაუნდა ამით იმის თქმა არ მიდნა რომ პოლიტიკოსები გვატყუებენ .რეალურად რამხელა რისკიცაა სიყვარულსი ახსნის შემდეგ სატრფოს იმედების გაცრუებაში,იმდენივე რისკი შეიძლება იყოს არჩევნების შედეგშიც.

პოლიტიკური ფიარი და მარკეტინგი ძალიან დიდ როლს ასრულებს არჩევნებში გამარჯვებაში.უბრალოდ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ.მსოფლიოში მილიონობით დოლარი იხარჯება ამ დარგში და დარწმუნებული ვარ საქართველოშიც არ იხარჯება ნაკლები.თუმცა ამ შემთხვევაში მარტო ყუთის მაგალითი არაფერს გვარგებს.ბრენდი მარტო საგანი არ არის.ჩემი აზრით ეს უფრო კარგად შექმნილი იდეაა,რომელიც უნდა ჩაჯდეს მომხმარებლის (ამომრჩევლის გონებაში).რაც უფრო შორდება ბრენდი მხოლოდ შეხების და საგნის განსაზღვრებას და მიდის სულიერი მხრისკენ,მით უფრო ძლიერდება იგი.ბრენდი შეხებადი და არაშეხებადი ატრიბუტები ერთობლიობაა.ჩემი აზრით არც ბრენდის განუწყვეტელი ცვალებადობობა და მისი ფასეულობეების შეცვლა არის გამართლებადი,განსაკუთრებით კი პოლიტიკაში.წარმოვიდგინოთ,ნაიკს რომ ყოველ მეორე წელს შეეცვალა ლოგო,სლოგანი და ღირებულებები მივიდოდა თუ არა ამხელა წარმატებებამდე.

მუდმივი ცვლილება განსაკუთრებით ხშირია ქართულ პოლიტიკაში.შეიძლება ერთი პარტია ერთ არჩევნებში ერთ ფასეულობებს ატარებდეს,ერთი იდეის ირგვლივ იყვნენ შემოხვეულნი ,ხოლო მეორე არჩევნებზე სრულად განსხვავებული ხედვა და იდეა წარადგინონ.რათქმაუნდა მე არ ვგულისმხობ საარჩევნო პროგრამსი ცვლილებას ,რადგან იმ მუდამ იცვლება დროის და ამომრჩევლის გუნება-ხასიათის მიხედვით. განვითარებულ ქვეყნებში გაცილებით ძნელია პროგრამა სასურველ ამომრჩეველს მოარგო.ამას უამრავი მიზეზი აქვს.პირველი -ბევრად მაღალი კონკურენცია,მეორე-მომხარებლის გაცილებით განვითარებული ხედვა .

რათქმაუნდა ამერიკაში ამომრჩეველს უფრო დიდი მოთხოვნები გააჩნია და უფრო ბევრს გამოწოვს კანდიდატისგან,ვიდრე საქართველოში.ეს არ უნდა აგვერიოს იმაში,რომ აი „ ამერიკაში რა ენაღვლებათ ბევრი ფული აქვთ“,“მაგათ სული კიდიათ“ და ასე შემდეგ.რეალურად ამერიკელი მომხარებელი უფრო გათვითცნობიერებულია იმაში,რომ მისი გადახდილი ფული (მიცემული ხმა )იყოს ხარისხის შესაბამისი.ისინი კანდიდატებს უფრო სხვა ღირებულებებთან აკავშირებენ.ამიტომა ძნელია ობამას და სააკაშვილის,როგორც ერთი კატეგორიის ბრენდის შედარება.რადგან ჩემი აზრით ისინი სულ სხვადასხვა ეგმენტს განეკუთვნებიან.ამას რომ ადვილად მივხდეთ დაახლოებით ავიღოთ ობამა, მისი ბრენდის ჩამოყალიბებაში, ამერიკელი ამომრჩევლის თვალში დაახლოებით რა სულიერ ფასელობებს უნდა ატარებდეს.
1ნდობის ღირსი
2ინტელიგენტი
3 ეთიკური
4საიმედო
5ეკონომიურად გათვითცნობიერებული
6ინოვატორი
7დიმპლომატი
8 განათლებული
9მცირე ბიზნესის მხარდამჭერი
10 ბუნებაზე მზრუნველი
11შემბრალებელი
ეხლა ვნახოთ ყველაზე ნაკლებად რას უნდა ატარებდეს ამომრჩევლის თვალში
1სუსტი
2მიამიტი
3მხოლოდ კერძო ინტერესების მქონე
4 ბრაზიანი
5რელიგიური ფუნდამენტალისტი
6 ეგოისტი
7 იყენებს ძალას მოტივაციისთვის.
ეს ატრიბუტები მე არ მომიგონია,პოლიტიკური ბრენდინგის ნაწილია.ალბათ ეხლა გასაგებია ამერიკის ლიბერალურმა საზოგადოებამ რატომ აირჩია ობამა.

მარტივია- მაკეინში ავტორიტარიზმი და ტრადიციები ბევრად მაღალ დონეზეა,ვიდრე ობამაში.ამერიკელები იმაშიც დარწმუნებულნი არიან,რომ მაკკეინი ბევჯერ ხალხის მოტივაციის ასამაღლებლად ძალასაც გამოიყენებს.ობამა კი ნაკლებად მოგთხოვს ამერიკის დროშების მუდამ ფრიალს,რადგან ის ლიბერალი და პროგრესულად მოაზროვნეა,ის იცავს ქალთა და უმცირესობათა უფლებებს,გარემოს,ეხმარება გაჭირვებულებს.ეს ყველაფერი კი ამერიკის საზოგადოების უმრავლესობის გამოძახილია.ამიტომ მიექცა ბრენდინგის ანალიზის შემდეგ ობამას სლოგანები და მესიჯები ძირითადა ამ საკითხებს. რათქმაუნდა შეისწავლეს ეს სეგმენტი და მიხვდნენ,რომ ამომრჩევლის თავშჲ მსგავსი საკითხების პოზიციონირება გამარჯვებას მოუტანდათ.აბა იმას ნუ დავიჯერებთ,რომ ობამა ზუსტად ესეთი პიროვნებაა-რეალურად ის,როგორც ყველა პოლიტიკოსი და ყველა შეყვარებული შეფუთულია და საკუთარი უპირატესობების გამოჩენას ცდილობს.მაკკეინი დამარცხდა-შესაბამისად დამარცხდა მისი ფიარ და მარკეტინგის ჯგუფიც.განახებთ ობამას პოლიტიკური ფიარის და მარკეტინგის რამდენიმე სურათს

რა ხდება საქართველოში?მოითხოვს თუ არა ხალხი უმცირესობების უფლებების დაცვას?-სიმართლე რომ ვთქვათ ნაკლებად,უდნათ თუ არა მათ ლიბერალი და პროგრესული ლიდერი?-ჩემი აზრით ესეც ნაკლებად,რამდენიც არ უდნა ვიძახოთ,რომ ჩვენ გვიყვარს სხვისი აზრის პატივისცემა ,ალბათ უფრო არ გვიყვარს ან არ ვუსმენთ.შორს ვართ თავისუფლებისგანაც,გვიყვარს სხვის საქმეში ჩარევა,სხვისი ამბების გარჩევა,თუ საჭირო გახდა გვიყვარს ავტორიტეტის გამოყენება საქმის გადაწყვეტაში და ასე შემდეგ…..გვინდა თუ არა ჩვენ ობამასნაირი ლიდერი?-არა.ჩვენ ჯერ არ გამოვსულვართ საბჭოთა გავლენიდან და ავტორიტეტებიდან.საბოოლოდ რა მივიღეთ?მივიღეთ ის პრეზიდენტი,რაც გვინდოდა.შეგვიფუთეს ისე,როგორც გვინდოდა.რათქმაუნდა მე არ ვგულისიხმობ პრეზიდენტის იმ ცვლილებებს (რებრენდინგს ) რომელიც კრიტიკული სიტუაციეების დროს მაგალითად ომის დროს მოხდა.
საქართველოში შეიძლება ათასს რომ კითხო იდეალური პრეზიდენტი როგორი უნდა იყოსო,999 -მა გიპასუხოთ სიმპათიური ქარიზმატულიო და ძლიერიო.მივედით იმ დასკვნამდე ,რომ უფრო ხილულ და შეხებად ატრიბუტებს ვაქცევთ ყურადღებას,ვიდრე სულიერს.შესაბამისად როგორც წეღან ვთქვით, ბრენდიც უფრო სუსტი და მოკლევადიანი გვყავს .ამიტომ დაჭირდა ბევრჯერ რებრენდინგი ჩვენს პრეზიდენტს.
შეიძლება მკითხოთ,რომ სისულელეა,რადგან ბოლო წლებში საზოგადოებაში დაინერგა აზრის თავისუფლება ,უმცირესობების პატივისცემა , რეალუარდ ეს რათქმაუნდა მთავრობის პროპაგანდით ხდება.თუ საზოგადოება არაა მზად,მაშინ რატომ ხდება მგავსი შემთხვევები?რატომ ცდილობს მსგავსი იდეები დანერგოს?თუმცა რამდენადაც ცუდი მხარე აქვს ამ ფაქტს,რადგან მიშამ შეიძლება ტრადიცული საზოგადოება დაკარგოს,იმდენად ძალიან მნიშვნელოვანი მეორე მხარე გააჩნია ამ შემთხვევას.წარმოიდგინეთ სიმპატიური და და ქარიზმატული ლიდერი ცვლის ყველაფერს,იღებ სლოგანს -:ჩვენ ~მთლიანად უნდა შევიცვალოთ“ „ძველ დროში არ დავიხევთ“-ეს ყველაფერი რასთანაა კავშირში?სიძლიერესთან..უამრავი მოხუცი შეიძლება იჯდეს და ორი ურთიერთ გამომრიცხავი წინადადება თქვას– ‘რეებს ბოდავს,ნახე რას ჩადის,მარა რა ძლიერია,როგორც ბედავს ამდენს,ყველაფერს უპირისპირდება,ეს რაღაცას მაინც აკეთებს“ ბოლო წინადადება კი იმას ნიშნავს,რომ მიშას პიარ და ბრენინგის სტრატეგებმა უმაღლეს დონეზე იმუშავეს.რადგან ეს წინადადება პოტენციური ხმაა.თუმცა რათქმაუნდა საქართველოში დაადგურებული პოლიტიკური,ეკონომიკური და სოციალური გარემო განსაკუთრებით ახალისებს მსგავსი სახის ამომრჩეველს.
არჩევნებში საბოლოოდ კი კონურენტებდან იმარჯვებს ის,ვისი მესიჯის და ფასეულობებიც უფრო ახლოს მივა სატრფომდე.რა მოხდება შემდეგ?
მადლობთ ყურადღებისთვის. ეს მხოლოდ ჩემი აზრია და იმედია მოგეწონებათ.თუ დაინტერესდებით გავაგრძელოთ მსჯელობა მსგავს საკითხებზე.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close