გასართობისაკითხავიუცნაური

რობინზონთა კლუბი

იმედია ყველას წაგიკითხავთ, რობინზონ კრუზოს თავგადასავალი, ვინც არ იცით მოკლედ გეტყვით, რომ ეს არის ისტორია მეზღვაურის შესახებ , რომელიც მოხვდა უკაცრიელ კუნძულზე და იქ გაატარა რამდენიმე წელი. ცნობილია ამ ისტორიის მსგავსი რამდენიმე ფაქტი, რომლებზედაც ამ პოსტში მინდა გიამბოთ.

ალექსანდრე სელკირკი

1704 წლის სექტემბერში სელკირკი იყო შტურმანი გემზე – “წმინდა გიორგი”. ერთხელ გემი გაჩერდა არქიპელაგ ხუან ფერნანდესთან ახლოს და შტურმანმა მოუწოდა ეკიპაჟს დარჩენილიყვნენ კუნძულზე მასთან ერთად , იმ მოტივით, რომ გემი არ იყო გამართულ მდგომარეობაში, ხოლო კაპიტანი კი იყო გამოუცდელი. საბოლოოდ კუნძულზე დარჩა 2 ადამიანი , სელკირტის ჩათვლით. შტურმანი დიდად არ დარდობდა ამაზე , რადგან სჯეროდა , რომ რომელიმე სხვა გემი მალე მოადგებოდა კუნძულს, რომელსაც გაყვებოდნენ , მაგრამ სელკირკი მწარედ ცდებოდა. საბოლოოდ ალექსანდრეს კუნძულზე ყოფნა მოუწია ოთხწელიწად ნახევარი, სანამ ის არ იპოვა ერთერთი გემის ეკიპაჟმა. ამ ხნის განმავლობში სელკირკი იკვებებოდა გარეული თხის ხორცით, ჭამდა ველურად გაზრდილ ჭარხალს. ააშენა რამდენიმე ქოხი სიცივისა და უამინდობისაგან თავის დასაცავად. საბოლოოდ კუნძულს სადაც სელკირტი ცხოვრობდა უწოდეს რობინზონ კრუზო, ხოლო მეზობელ კუნძულს, სადაც მოხვედრა მან ვერ მოახერხა, ” ალექსანდრე სელკირკი” .

ლეენდერ ჰასენბოკი

ამ დანიელ მოგზაურს ნაკლებად გაუმართლა. ის გადაასახლეს ამაღლების კუნძულზე 1725 წელს, დასჯის მიზნით, არასრულწლოვნების შეცდენისთვის. ის უბრალოდ არ დაუტოვებიათ კუძულზე , არამედ დაუტოვეს კარავი, გარკვეული რაოდენობის ხორბალი, ერთი თვის წყლის მარაგი, წიგნები და გამოსაცვლელი ტანსაცმელიც კი. თუმცა პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ წყლის მარაგის გამოლევის შემდეგ მან კუნძულზე ვერ იპოვა დასალევი წყალი. ის სვამდა კუს სისხლს, საკუთარ შარდს. ასეთ რეჟიმში მან მოახერხა ეცოჩხლა წელიწდნახევრი . მისი ცარიელი საცხოვრებელი და რვეული წერილებით იპოვეს ერთი წლის შემდეგ. სამწუხარო ისაა, რომ კუნძულზე იყო წყარო, რომელიც მან ვერ იპოვა და რომელმაც გადაარჩინა მთელი ეკიპაჟი სამხედრო ხომალის- HMS Roebuck , რომელიც აქვე ჩაიძირა მოგვინებით და 2 თვის განმავლობაში ეკიპჟი იყო კუნძულზე და ჰქონდათ საკმარისი სასმელი წყალი.

მარგარიტა დე ლა როსკო

მარგარიტა იმყოფებოდა გემზე 1542 წელს, რომელიც მიემგზავრებოდა ამერიკისაკენ. ის მგზავრობდა ან ძმასთან ან ბიძასთან ერთად, ზუსტად უცნობია. ცნობილია ის , რომ მან რომანი გააბა ერთერთ მგზავრთან , რამაც ძმა თუ ბიძა ძალიან გააბრაზა და გადაწყვიტა ორივე დეტოვებინა უკაცრიელ -“დემონების” უკუძულზე. რეალურად მიზეზი იყო ქონება, რომელიც “პრინციპულ” ბიძას/ძმას უნდა გაეყო ახალგაზრდა ქალთან. კუნძულზე მასთან ერთდ დატოვეს მისი მოსამსახურეც, ცნობილია, რომ კუნძულზე მარგარიტას ეყოლა ბავშვი, რომელიც შიმშილისგან მოუკვდა, საბოლოოდ მოკვდნენ მისი საყვარელიც და მოსამსახურეც და ის დარჩა სრულიად მარტო და იბრძოდა სიცოცხლისათვის. საბოლოოდ ის იპოვეს ესპანელმა მეზღვაურებმა, ამის შესახებ შეიტყო ესპანეთის დედოფალმაც და სწორედ მისი დამსახურებაა , რომ ეს ისტორია დღეს ცნობილია. ვარაუდობენ , რომ დემონების კუნძული არის დღევანდელი ჰარინგტონის კუნძული. ამ კუნძულზე არის გამოქვაბული, რომელსაც მარგარიტას გამოქვაბულს ეძახიან და ის არის ტურისტების საყვარელი ადგილი.

ანა ბლექჯეკი

შესაძლებელია მოხვდე უკაცრიელ კუნძულზე ტროპიკებში, მაგრამ რას იტყვით ციმბირში დაკარგვაზე? ასეთი რამ დაემართა 23 წლის ესკიმოს გოგონას, ანა ბლექჯეკს 1921 წელს. ის მეცნიერთა ექსპედიციას გაყვა, რათა ემსახურა მათთვის მზარეულის როლში, რაშიც მას 50 დოლარს გადაუხდიდნენ, თუმცა მდგომარება გართულდა დასაწყისშივე . ძალიან მალე დამთავრდა წაღებული საკვების მარაგი, ხოლო ნადირობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ამასთან ექპედიციის ერთერთი წევრი ავად გახდა, სამმა ექპედიციის წევრმა გოგონა ავადმყოფთან მარტო დატოვეს და დახმარების სათხოვნელად წავიდნენ. ამის შემდეგ მათზე არაფერი აღარაა ცნობილი. ის მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ იპოვეს, ამ დროისთვის ავადმყოფი უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო გოგონამ სასწულებრივად შეძლო თავის გადარჩენა , კატასთან ერთად , რომელიც თან ჰყავდა წაყვანილი. მას რა თქმა უნდა გადაუხადეს გამომუშავებული ხელფასი, რაც მან დახარჯა ავადმყოფი შვილის მკურნალობაზე , ხოლო ამის გარდა მისთვის არავის ერთი კაპიკიც არ მიუცია, მიუხედავად იმისა , რომ მისი ისტორიის შესახებ რამდენიმე წიგნიც კი გამოვიდა.

 

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close