ახალი ამბებიგამოგონებაგასართობი

Bluetube-ს ბარი

ამ ბოლო წლების განვმალობაში გამოდის უფრო და უფრო საინტერესო ნივთები ძალიან უჩვეულო დიზაინით. ელექტრონიკა , გადჟეტები , ავტომობილები და ინტერიერი იცვლება და იხვეწება. არქიტექტურაც კი არ დარჩენილა ისე.

პორტუში მოზარდებმა , შეიძლება ითქვას სულით ჯერ კიდევ სტუდენტებმა გადაწყვიტეს აღენიშნათ სწავლის დამთავრება. უბრალო გადაწყვეტილების მიღება მათ არ უნდოდათ და ძალიან სერიოზულად მოეკიდნენ საქმეს. სტუდენტების ფესტვილასითვის “queima das fitas do porto” მათ შექმნეს ხელოვანი ჯგუფი Dose. სტუდიამ შესთავაზა ლუდის ბარის პროექტი “Bluetube”. გარდა ლუდის დალევისა აგრეთვე შესაძლებელია დიჯეის ყოფნაც.

საინტერესოა რომ Bluetube-ის ბარი იკავებს ძალიან პატარა სივრცეს. სულ რაღაც 9 კვადრატული მეტრი. კვადრატი 3×3 სიმაღლით კი 5 მეტრი. მისი დამონტაჟებისსთვის საჭიროა მხოლოდ სწორი ასფალტი , რომლზეც ეს კონსტრუქცია ძალიან ადვილად იწყობა. სხვათაშორის მის აშენებაში მონაწილეობდნენ სხვა სტუდენტებიც , თანაც აღსანიშნავია რომ მუშაობდნენ ძალიან დიდი ინთუზიასმით. დაღამებასთან ერთად მშენებლებმა იქვე გამართეს წვეულება ლუდითა და მუსიკით. ეს იყო ასე ვთქვათ შენობისა და პროექტის გამოცდა.

როგორი სახალისოც არ უნდა მოჩანდეს ზევით თქმული , მთავარი გამორჩეულობა ამ ბარისა არის ის რომ ის გაკეთებულია პლასმასის ტრუბებისგან. ფაქტიურად მთელი კონსტრუქცია დაფარულია შლანგით. ეს ზუსტად ის შლანგია რომეიც ელექტროობაში მოიხმარება. სახლების აშენების დროს ამნაირ და ამდაგვარ შლანგებში უშვებენ ელექტროგაყვანილობას. და თითოეულ ამ შლანგზე დამაგრებულია პლასმასის დამჭერები რაც ბარს დანგრევისგან აშორებს.

ღია ბარში წვეულება იწყება მხოლოდ ღამის დროს , როდესაც ქალაქში სიბნელეა. შიგნითა კაშკაშა განათება ანათებს შლანგს ლურჯი ფერით. ხოლო დიჯეის დინამიკების მაღალი ხმა ბევრის ყურადღებას იქცევს.

ეს არ არის პირველი გამორჩეული ბარი რომელმაც დიდი ყურადღება მიიქცია. არანაკლები საინტერესო იყო სწორი ნაწლავის ბარი რომელზეც შემდეგ პოსტში დავწერ.

ეს კი ბარის პროტოტიპია მრგვალი სკამითა და შლანგით.


ესეც ვიდეო


მგონი ძალიან ორიგინალურია… რას იტყვით ? =)

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close