Oscar-Claude Monet – ოსკარ-კლოდ მონე
ოსკარ კლოდ მონე დაიბადა 1840 წელს პარიზში, თუმცა 1845 წლიდან იზრდებოდა ჰავრში მშობლებთან და ძმასთან ერთად (ადოლფ და ლუიზ-ჯესტინ მონეები, ლეონ მონე – ძმა). ოსკარის მამა საბაყლო დუქანში მუშაობდა, ამრიგად ახალგაზრდა მონეს მეხსიერებაში კარგა ხნით ჩაილექა გემები და ზღვაში მოფრიალე იალქნები…
ჰავრში მონემ გაიცნო მხატვარი ეჟენ ბუდენი, რომელმაც მონეს იმ დროისთვის ახალი ტექნიკით შეასწავლა ხატვა. „ბოდენს უნდა ვუმადლოდე, რომ მხატვარი გავხდი“ – იტყვის მოგვიანებით მონე.
1857 წელს მონეს გარდაეცვალა დედა, მისი აღზრდა დეიდა მერი-ჟანმა იტვირთა, რომელიც თავადაც ნიჭიერი მხატვარი იყო. 1858 წელს პირველად ჰავრის გამოფენაზე გამოჩნდა მონეს ტილო – „რიუელის ხედი“.
მონეს ნიჭიერებისა და გარდაცვლილი დედის მეგობრების წყალობით მამამ ნება დართო მხატვრის კარიერას გაჰყოლოდა, თუ ის სწავლას გააგძელებდა სამხატვრო აკადემიაში, მაგრამ მონემ სტიპენდია ვერ მიღო, ბევრი აღარ უფიქრია და 18 წლის ასაკში გაეშურა პარიზში. პარიზში მან გაიცნო პისარო და კლემანსო. 1859 წლის სალონის გამოფენაზე აღტაცებული დარჩა დობინის ნახატებით რამაც გადააწყვეტინა სამხედრო კარიერის დაწყება, თუმცა ალჟირიში გამგზავრებულ მოხალისე მონეს მალევე ტიფი შეეყარა და დაბრუნება მოუწია. „სინათლისა ფერების შთაბეჭდილებები, რომლებიც ალჟირში მივიღე, მოგვიანებით დალაგდა მეხსიერებაში. ჩემი შემდგომი ძიებების საწყისი უეჭველად ეს იყო“ – განაცხადა მონემ ერთერთ ინტერვიუში.
გადამწვეტი შეხვედრა
მონე ბრუნდება ჰავრში, სადაც ის გაიცნობს ჰოლანდიელ იოჰან ბარლტოდ იონგკიდს, რომელიც უყალიბებს ახალგაზრდა მხატვარს ხედვას. 1862 წელს ბრუნდება პარიზში შვეიცარიელ შარლ გლეირის სტუდიაში ეწერება, სწორედ აქ გაიცნობს იმპრესიონიზმის ისეთ წარმომადგენელებს, როგორიცაა რენუარი, ბაზილი, სისლეი. პირველი წარმატება მონეს 1865 წელს გამართულ სალონზე მოუტანა ტილომ სახელწოდებით „სენის შესართავი ონფლერთან“.
პარიზში, კაფე „გერბუაში“ რომელიც ბატილიონის კვარტალში მდებარეობს, მანე, დეგა და პისარო ქმნიან „ბატილიონის ჯგუფს“ რომლის არცერთ შეხვედრას მონე არ ტოვებს…
1871 წელსვე მონე არჟანტეიში, პარიზის მახლობლად დაიდებს ბინა, აქ ის 1878 წლამდე ცხოვრობს, აქ მას ხშირად სტუმრობდნენ
სისლეი, მანე, რენუარი, დახატეს დახატეს არაერთი ტილოს, მონეს ოჯახზე.
1873 წელს „ბატილიონის ჯგუფის“ წევრები და შემდგომში ცნობილი იმპრესიონისტები ქმნიან საზოგადეობას, რომლის პირველი გამოფენა ეწყობა 1874 წლის 15 აპრილს, სწორედ ამ გამოფენაზე გამოჩნდა მონეს ისტორიული ტილო: „შთაბეჭდილება, ამომავალი მზე“ რომელსაც კრიტიკოსებმა იმპრესიონისტული ნამუშევარი უწოდეს. 1876 წელს ეწყობა მეორე გამოფენა იმპრესიონისტებისა, კრიტიკოსი ალბერ ვოლფი ამ გამოფენებზე ასე რეაგირებდა: „ამბციით შემპყრობილთა სიგიჯე“.
კამილასა და ალისას შორის
მონე ძალიან ხელგაშლილად ცხოვრობდა, რასაც მისი შემოსავლები ვერ უზრუნველყოფდნენ ამიტომ მხატვარს ხშირად უხდებოდა მოვაჭრეებთან ურთიერთობა. გამოჩნდა უამრავი კლიენტი რომელთან ურთიერთობითაც მხატვარი ფულს შოულობდა, მათ რიცხვს მიეკუთხვნებოდა ოშედეების ოჯახი, ოშედმა შეიძინა 1874 წელს ტილო „შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა“. რაღაც პერიოდით მონე ოდეშებთან გადადის საცხოვრებლად, სადაც მას რომანი ჰქონდა ოდეშეს მეუღლესთან ალისასთან. 1877 წელს მონე მონაწილეობს რიგით მესამე იმპრესიონისტულ გამოფენაზე, მონეს ვალები იძულებელს ხდიან არჟანტეიში სახლი დატოვოს, ამ დროს შეეძინა მონეს მეორე ვაჟი – მიშელი. 1879 წელს 5 სექტემბერს ავადმყოფობით გატანჯულმა კამილამ, სიცოცხლე დაასრულა. კამილას სიკვდილმა მხატვარი საგონებელში ჩააგდო, ის აღარ მონაწილეობდა მეოთხე იმპრესიონისტთა გამოფენაზე. 1879-80-იან წლებში მონეში კვლავ იღვიძებს ინტერესი გარესამყაროსადმი რაც არაჩვეულებრივად აისახა ისეთ ტილოებში როგორიცაა: „ვეტეის ხედები“ და „ყინულის ლოლუები“. უკვე ამ დროისთვის მონე იმპრესიონიზმის მოთავედ მოიხსენებოდა.
თავგანწირვის დასაწყისი
1881-82 წლებში მონეს ოჯახი კვლავ ძალიან გაჭირვებულია, ამ პერიოდში მონე გადადის ნორვეგიაში, ახალი შთაგონების საძიებლად. მონემ მეშვიდე იმპრესიონისტულ გამოფენაზე 30 ტილო გაგზავნა რაც საკმაოდ დადებითად აისახა როგორც მის ავტორიტეტზე ისე მის ჯიბეზეც. 1883 წელს მონე და ოდეშეები სახლდებიან ეპტისა და სენის შესართავთან. სამწუხაროდ სწორედ ამ დროს გარდაიცვალა ედუარდ მანე, მონეს ახლო მეგობარი რომელმაც არაერთხელ გაუმართა ხელი მეგობარს. მონე ნელ-ნელა საკმაოდ წარმატებულად მოღვაწეობს, ქმნის ნამუშევრებს რომლებიც უპრობლემოდ იყიდება. 1885 წელს მონე ეტრეტაში ბრუნდება სადაც საკმაოდ აქციურ ცხოვრებას ეწევა.
ამერიკული ბაზრის შეტევა
1886 წელს მონე მიემგზავრება ჰოლანდიაში, აყვავებული ტიტების ნახვა მოდაშია, თუმცა მონეს სხვა ინტერესი ამოძრავებს. „ეს არის ზღვა უამრავი ფერითა და ყვითელი ლაქებით, რომლებიც ცის სილურჯეში ირეკლება“. 1886 წელს იმპრესიონისტების 300 ტილო გადის ამერიკულ ბაზარზე, რაზეც ძალიან ღელავდა მონე თუმცა ამერიკელი კრიტიკოსები აღფრთოვანებულნი აღმოჩდნენ პარიზელთა შემოქმედებით. მონე კვლავ ისწრაფოდა ახალი ფერების, ახალი პეიზაჟების აღმოსაჩენად.
მონე ძველ თემებს უბრუნდება
მონე აღიარებს მის მიდრეკილებას ადვილად მისაღწევი ეფექტებისადმი და ამიტომ უბრუნდება მის ძველებურ მანერას, არჟანტეის პერიოდის თემატიკას. მხატრავს ხშირად ქონდა ჩავარდნები ამბობდა: „ბუნებას ფეხდაფეხ მივყვები, მაგრამ არ ძალმიძს მისი დაჭერაო“.
მიუხედავად ჩავარდნების მონე კლავ იმყოფება მხატვართა ელიტაში, ლონდონში, ბუსო-ვალადონის გამოფენაზე 20 ტილოა მონესი სახლეწოდებით – „შთაბეჭდილებები“. ჟორჟ პეტის გამოფენაზე მონე და რენუარი მოიხსენიება როგორც თანამედროვეობის ორი ბუმბერაზი წარმომადგენელი, პარიზში სეზის ქუჩის გალერეაში შეგეძლოთ დამტკბარიყავით როდენის 36 ქანდაკებითა და მონეს 45 ნახატით. 1890 წელს მონეს კვლავ ჩავარდა აქვს, ერთ წერილში ის წერდა კიდეც რომ ხატვა საერთოდ მობეზრდა, დეპრესიას აღრმავებდა მისი უფროსი შვილის ჟანის ავადმყოფობა. თუმცა იმავე წლის შემოდგომაზე მონე იშენებს ორ სახელოსნოს, და იწყება მისი შემოქმედების ნოვაციური ათწლედი. ის იწყებს ციკლებზე მუშაობას, რადიკალურად გასხვავებული ტექნოლოგიებითა და ხატვის მანერით.
მონეს საკათედრო ტაძრის რევოლუცია
პირველი ციკლი ასახავს თივის ზვინებს, წელიწადის სხვადასხვა დროში, 1891 წლის გამოფენაზე 22 ტილოდან 15-ის თემა სწორედ თივის ზვინები იყო, საოცარი წარმატება ჰპოვა ამ ცილკმა ხელოვანთა საზოგადეობაში. ამ დროს მონე ხსნის ამერიკაში თავის გამოფენებს,
თავდპირველად ნიუ-იორკში, შემდეგ ბოსტონში, ჩიკაგოში.
1891 წელს მონემ დაასრულა მეორე ციკლი ეპტის ხეები, ეს სურათები ფერთა ჰარმონიითა და ექსპრესიულობით ძალიან გავდა ვან გოგის სურათებს. 1892 წელს მონემ ცოლად შეირთო ალის ოშედე, ციკლებმა და მათთმა პოპულარობამ საკმაოდ დიდი მოგება მოუტანა მონეს.
1892 წელს ციკლის თემა ხდება საკათედრო ტაძარი რუანში. მონეს ციკლები იმხელა
გამოხმაოურებას პოულობდა საზოგადეობში რომ ხშირად დაპირისპირებაც იყო სალონებს შორის.
პირველი ფოვისტები
1895 წელს მონე გამოფენაზე წარმოადგენს ნორვეგიის რვა პეიზაჟს, რომელებსაც ჟივერნში ამუშავებდა. ამ სურათებში შეიმჩნეოდა ფოვიზმის საწყისი ელემენტები. მონეს ნორვეგიაში გატარებული დრო ძალზედ ტრაგიკული აღმოჩნდა მისი მეგობრებისათვის ამ პერიოდში გარდაიცვალა მისი 3 მეგობარი მხატვარი, მათ შორის კაიბოტი.
1890 წელს მონემ სერიოზულად მიჰყო ხელი მებაღეობას იაპონელ მხატვარს ესკიზებში უცვლიდა იაპონურ იშვიათ მცენარეებს,
გატაცებულია დუმფარებით. 1898 წელს გამოჰფენს კიდეც დუმფარების კოლექციას.
1899-1900 წლებში მონე იმყოფება ლონდონში სადაც ის ქმნის არაერთ ნამუშევარს ტემზასა და ლონდონის პარლამანეტზე. 1904 წელს
გამოჰფენს კიდეც ამ ციკლს სახელწოდებით: „მდინარე ტემზის ხედები ლონდონში“.
1908 წელს მონე უკანასკნელად მოგზაურობს საზღვარგანეთ, მეუღლე ალისასთან ერთად ვენეციაში სადაც ის კიდევ ერთხელ უკვდავყოფს დოჟების სასახლესა და ლა სალუტეს ტაძარს. 1906 წლისათვის სეზანის გარდაცვალების შემდეგ, მონე, რენუარი და დეგა იმპრესიონიზმის უკანასკნელი წარმოამდგენელი ხდებაინ.
მონეს უკანასკნელი გატაცება
1904-08 წლებში წყლის ბაღი უმთავრეს ადგილს იკავებს მის შემოქმედებაში, 1909 წელს გამოიფინება კიდეც გამოფენაზე, აღფრთოვანებული კრიტიკოსები გამოთქვამენ სურვილს ამგვარი გამოფენების რიცხვის გაზრდის შესახებ. მალე ამას რეალობად აქცევს კლემანსო.
1911-14 წლები ძალიან მძიმე გამოდგა მონესთვის, 1911 წელს გარდაიცვალა ალისა, 1914 წელს ვაჟიშვილი ჟანი. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ციკლი ამ დროს „დუმფარებია“, რომლის გამოფენასაც 1918 წლისთვის თხოვდა მხატვარს კლემანსო. საბოლოოდ 1922 წელს სახელმწიფოს დარჩა ეს ციკლი, მხატვარი ვერ შორდებოდა მას სიცოცხეში. ამ ციკლის ნახვა მხოლოდ 1927 წელს
გახდა შესაძლებელი. 1912 წელს მონეს მხედველობა გაუარესდა თუმცა 1923 გაიკეთა კატარაქტის ოპერაცია და დაუბრუნდა სამუშაოებს.
1926 წლის 5 დეკემბერს გარდაიცვალა 86 წლის ასაკში.
წყარო: “პალიტრას” გამოცემა მხატვრების შესახებ.