გასართობისაკითხავისასარგებლო

2011 წლის საუკეთესო ფილმები

2011 წელი არც თუ ისე წაარმატებული აღმოჩნდა ფილმების მხრივ. თუმცა მინდა წარმოგიდგინოთ ჩემს მიერ შერჩეული 2011 წლის საუკეთესო ფილმები.

1 გაყრა (separation)

ჩემი აზრით წლის ფილმია.უამრავმა კრიტიკოსმა ფილმს უმაღლესი შეფასება დაუწერაა.ამ ირანული პროდუქტმა უკვე აიღო ოქროს გლობუსი და ეხლა ოსკარის დასაპყრობადაც ემზადება.ფილმში მსახიობთა თამაში და სცენარი იმდენად მაღალ დონეზეა,რომ გგონიათ კინოს კი არა ნამდვილ ცხოვრებას უყურებთ.

2ჟლეტვა (carnage )


ჩემი აზრით,რომან პოლანსკის საუეთესო ფილმი .ეს ფილმი მთელმა ოჯახმა უნდა ნახოს .პოლანსკის სარკაზმი 21 საუკუნის ლიბერალიზმის და ფსევდო დემოკრატიული ოჯახების მიმართ .თან ფილმში 4 ისეთი მსახიობი თამაშობს,რომ ეს ფილმი არ უდნა გამოტოვოთ.

3.ღამე პარიზში (midnight in paris )

ვუდი ალენი თავის სტიქიაშია.მართალია შეიძლება ონდავ მოგაბეზროთ თავი პარიზის ხედებმა,თუმცა ვუდი აალენის ჩვეული იუმორი,მიზანთროპია მალე დაგავიწყებთ ამ ფაქტს.

4.მელანქოლია (melancholia)

ლარს ვონ ტრიერი-ამით ყველაფერი ნათქვამია.ფილმის მის ჩვეულ სტილში-ცივი,პროვოკაციული და ჩამაფიქრებელი.

5ჰუგო (hugo)

ვიზუალურად და აზრობრივად ჩემზე დიდი შტაბეჭდილება მოახდინა სკორსეზეს ფილმმა.მართალი ოდნავ სენტიმენტალურია,მაგრამ ბოლომდე ჩაგითრევთ .ფილმის დასარულმა უფრო მაიძულა ეს კინო მსგავს პოზიციაზე დამესვა.

6გოგონა დრაკონის ტატუთი (the girl with dragon tattoo)

მართალი ეს კინო რიმეიკია და წარმოუდგენლად მიმაჩნიაა,რატომ უნდა დახარჯო რიმეიკში ასი მილიონი.თან როცა შვედური ვერია არის უძლიერესი.ალბათ მხოლოდ იმიტომ,რომ ამერიკელ აუდიტორიაზე გაიტანო.ფინჩერს მშვენიერი ფილმი გამოუვიდა,დენიელ კრეიგ ოდნავ ისევ ჯეიმს ბონდს მახსენებს,მაგრამ რუნი მარა ნამდვილად საუკეთესოდ ქმნის და ავითარებს გოგონას იმიჯს.

7.დრაივი (drive)

ეს წელიწადი შეიძლება რაიან გოსლინგის წელიწადად ჩავთვალოთ,უკვე იმდენ ფილმში ითამაშა.ეს ფილმი აუცილებლად უნდა ნახოთ,ონდავ მოსაწყენია,მაგრამ მე ვისიამოვნე.

8.ბავშვის ველოსიპედით (kid with a bike)

არ შეიძლება არცერთი წელი კანის კინოფესტივალის გამარჯვებულის გარეშე დაავტოვოთ.ამ ფილმზე შეიძლება მოკლედ ესე ვთქვათ-აც იმდენად კარგი,ვიდრე ლამაზი.

9.შთამომავალი (descendants )

ოსკარის კიდევ ერთი ფავორიტი.მე ეს კინო ძალიან მომეწონა,მიუხედავად იმისა,რომ ვერ გამიგია ოსკარის ასეთი ფავორიტიზმი ჯორჯ ქლუნის მიმართ.ბოლო წლებში ამერიკელი ხალხის სსიმბოლოდ იქცა.მიუხედავად იმისა რომ ფილმი ორაზროვანია და ეს ჩემი აზრით რეჟისორის შეცდომაა,ეს კინო აუცილებლად უნდა ნახოთ.

10.არტისტი (artist)

ეს კინო რომ ძველ წლებში გადაეღოთ ,ალბათ ჩვეულებრივი ფილმი იქნებოდა.თუმცა რეჟისორმა დროს კარგად „გაარტყა“ და შეიძლება ვთქვათ,რომ არტისტი ოსკარების მთავარი ფავორიტია.

11.ომის ყვავილები (flowers of war)

კრისტიან ბეილი ისე მაგრად ვერ ასრულებს ,როგორც წინა ფილმებში.თუმცა იმოუ ზანგი თავის სტიქიაში და ვიზუალურად და ემოციურად ისე აქვს დატვირთული კინო,რომ აუცილებლად მოგეწონებათ.

12ცხოვრების ხე (tree of life )


ტერენს მალიკის ყველა კინო მაქვს ნანახი ,მაგრად ეს ფავორიტი ნამდვილად არაა მათ შორის.თუმცა აუცილებლად უდნა ნახოთ

13სირცხვილი (Shame )

მაიკლ ფასბენდერის და კერი მულიგანის თამაშია აღსანიშნავი. საერთო ჯამში ამ ფილმს აუცილებლად უნდა უყუროთ.

14კანი,რომელშიც ვცხოვრობ (the skin I live in )

ალმადოვარმა ეს კინო,როგორც ჰორორი რატომ დაანონსა ჩემთვის გაგებარია,თუმცა ფილმი ვიზუალურად ნამდვილად მომეწონა.

15.ტირანოზავრი (Tyranozaur )

სათაურმა არ შეგაშინოთ და აუცილებლად უყურეთ.

ასევე მინდა ავღნიშნო შემდეგი ფილმები :moneyball,50/5,the help,tinker tailor soldier spy,my week with marylin,incendies,we need to talk about Kevin,

მადლობთ ყურადღებისთვის.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close