გასართობიკრეატივისურათები

უცნაური ქანდაკებები

ევროპული ქალაქები სავსეა ორიგინალური და უცნაური ქანდაკებებით, რაც ქალაქებს უფრო მომხიბლავს და კოლორიუტულს ხდის. ყველა ქალაქი ცდილობს იყოს, რაღაცით გამორჩეული და დასამახსოვრებელი ტურისტისათვის, ხალხი ამას მხოლოდ , ღიმილით და სიყვარულით ხვდება. ბოლო პერიოდში ჩვენთანაც დაიდგა რამდენიმე არაორდინალური ქანდაკება, რომელმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ყველაფერს ახალს და უჩვეულოს ჩვენ კრიტიკით ვხდებით ხოლმე. ასეთივე აჟიოტაჟი იყო ფასადების შეღებვაზე, ჩვენ ხომ ვერ წამოგვედგინა, რომ სახლი გარდა ნაცრისფერისა სხვა ფერისაც შეიძლება ყოფილიყო, არადა მთელი ევროპა აჭრელებულია სხვადასხვა ფერებში. ზოგიერთი ირონიით უყურებს, ზოგს საშინლად აღიზიანებს ველოსიპედის , შლოპანცების და ა. შ. ქანდაკებები. ეს ლბათ არცაა გასაკვირი,რადგან ჩვენ წლების განმავლობაში მიჩვეული ვიყავით ქალაქში მხოლოდ ხელგაწვდილი ლენინის და სხვა კომუნისტური იდეოლოგიით გაჟღენთილი ქანდაკებების ყურებას, ან საერთოდ ვაკუუმი იყო ამ სფეროში .

რა თქმა უნდა ასეთ ორიგილალურ ქანდაკებებს ვერ ნახევთ ავღანეთის, პალეტინის და ზიმბაბვეს, ვენესუელას, ჩრდილოეთ კორეის ქალაქებში, კრიტიკოსებს ურჩევდი ასეთ ქალაქებში გადასახლებას, ეს ქალაქები ალბათ გაცილებით კომფორტული იქნება მათთვის. მე და ჩემისთანები კი, როცა სახლიდან გამოვალთ და შლოპანცის ქანდაკებას დავინახავთ, უბრალოდ გავიღიმებთ და კარგ ხასიათზე დავდგებით.

წყარო: copypast.ru

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close