უცნაური

10 მიტოვებული ადგილი დედამიწაზე

631ddd9f6a2e

დღესდღეობით მრავალი მიტოვებული ქალაქი არის ტურისტებისათვის საკმაოდ მიმზიდველი, ზოგი მათგანის მონახულება კი საშიშად და არალეგალურად ითვლება. პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ მსოფლიოში არსებული 10 მიტოვებული ქალაქი.

1) KOLMANSKOP (ნამიბია) : ქვიშაში ჩაფლული ქალაქი

8deccd411e2d

Kolmanskop-ი არის მოჩვენებების ქალაქი სამხრეთ ნამიბიაში, რომელიც რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული პორტ Lüderitz-დან. 1908 წელს Lüderitz-ის პორტში გავრცელებული იყო ბრილიანტის ციებ-ცხელება, რაც ბევრ ადამიანს აიძულებდა ჩამოსულიყო უდაბნო Namib-ში გასამდიდრებლათ. ორი წლის მანძილზე, უნაყოფო ქვიშიან უდაბნოში დაარსდა ქალაქი, რომელიც სავსე იყო კაზინოებით, სკოლებით, საავადმყოფოებითა და საკუთარი საცხოვრებელი სახლებით. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ბაზარზე ალმასის ფასმა დაიკლო და სწორედ მაშინ დაიწყო დასასრულის დასაწყისი. 1950-იან წლებში ადამიანებმა დაიწყეს ქალაქის დატოვება და ქვიშა ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. მალე რკინის ჭიშკრები ჩამოინგრა, ლამაზი ბაღები და სუფთა ქუჩები ქვიშამ დაფარა, კარებებმა და ფანჯრებმა ჭრიალი დაიწყეს და ფანჯრების მინების ნამსხვრევები მთელ უდაბნოში ეყარა. სწორედ მაშინ, დაიბადა ახალი მოჩვენებების ქალაქი. დღესდღეობით რამდენიმე შენობა კვლავ ძალიან კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ მრავალმა მათგანმა დაკარგა საკუთარი სიდიადე და მოჩვენებების საცხოვრებლად გადაიქცა.

2)PRYPIAT (უკრაიანა) : ჩერნობილის მუშების სახლი

37f53c184e59

Prypiat-ი არის მიტოვებული ქალაქი ჩრდილოეთ უკრაინაში. აქ ცხოვრობდნენ ჩერნობილის ბირთვული ელექტროსადგურის მუშები, რომლებმაც ქალაქი ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ, 1986 წელს დატოვეს. ამ შემთხვევამდე ქალაქის მოსახლეობა 50,000 ადამიანს აღწევდა. ამ დრომდე, ეს ადგილი ითვლევება მუზეუმად, რომელიც ასახავს გვიანდელ საბჭოთა კავშირის ეპოქას. საცხოვრებელი სახლები, საცურაო აუზები, საავადმყოფოები და სხვა დანიშნულების შენობები, მიტოვებულია ნივთებთან ერთად. ადამიანებმა ყველა საჭირო ნივთი დატოვეს: ტელევიზორები, სათამაშოები, ავეჯი, ძვირფასეულობა და ტანსაცმელი. მოსახლეობას ჰქონდათ უფლება წაეღოთ მხოლოდ საქმიანი ქაღალდები, წიგნები და სუფთა ტანსაცმელი. 21-ე საუკუნის დასაწყისში ეს ქალაქი მთლიანად იქნა გაძარცვული, თუმცა ზოგიერთი შენობა დარჩა ხელშეუხებელი. მრავალი შენობა დაზიანდა წლების განმავლობაში და დაზიანებული სახურავების გამო ხშირად ხდება მათი დატბორვა. საკმაოდ უჩველოა ის ფაქტი, რომ ხეები იზრდება შენობებში და სახურავებზე, რაც უარესებს შენობების მდგომარეობას და იწვევს მათ ნგრევას.

3)SAN ZHI (ტაივანი) : ზღაპრული კურორტი

051d737bd95d

თავდაპირველად ეს კურორტი ჩრდილოეთ ტაივანში, შენდებოდა მდიდრებისათვის. თუმცა, მრავალი ფატალური შემთხვევის გამო მისი მშენებლობა შეჩერდა. ფულისა და სურვილის ნაკლებობის გამო კურორტი სამუდამოდ დავიწყებას მიეცა. თუმცა, გავრცელებული იყო ჭორი იმის შესახებ, რომ მშენებლობის დროს გარდაცვლილთა სულები ამ ადგილას ბინადრობდნენ. მთავრობა თავს არიდებს ამ საკითხზე საუბარს და სწორედ ამიტომ უცნობია იმ არქიტექტორების სახელები, რომლებაც მისი მშენებლობა დაგეგმეს. ლეგენდების გამო კურორტის მშენებლობა არასდროს განახლდება და ეს ადგილი არასდროს იქნება გამოყენებული სხვა დანიშნულებით, რადგან სულებისათვის საცხოვრებლის განადგურება ცუდ საქმედ მიაჩნიათ.

4)CRACO (იტალია) : მომხიბლავი შუა საუკუნეების ქალაქი

fd40c2ffbf97

Craco მდებარეობს რეგიონ Basilicata-ში და პროვინცია Matera-ში. ეს შუა საუკუნეების ქალაქი აშენებულია მთების გარშემო ხორბლის მეურნეობისა და სხვა მარცვლეულის კულტურის განვითარებისათვის. Craco თარიღდება 1060 წლით, როდესაც ეს მიწა ეკუთვნოდა არქიეპისკოპოს Arnaldo-ს, რომელიც გახლდათ Tricarico-ს ეპისკოპოსი. ეკლესიასთან ურთიერთობა დიდ გავლენას ახდენდა Craco-ს მოსახლეობაზე. 1891 წელს Craco-ს მოსახლეობამ გადააჭარბა 2,000 ადამიანს. ცუდმა სამეურნეო პირობებმა ქალაქი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. 1892 წლიდან 1922 წლამდე 1,300-ზე მეტი ადამიანი გადავიდა ჩრდილოეთ ამერიკაში საცხოვრებლად. ცუდ სამეურნეო პირობებს დაემატა მიწისძვრა, მეწყერი და ომი, რამაც ხელი შეუწყო მასობრივ მიგრაციას. 1959 წლიდან 1972 წლამდე მომხდარმა მეწყერებმა და მიწისძვრებმა ცუდი გავლენა მაოხდინა ქალაქზე. 1963 წელს დარჩენილი 1,800 მოქალაქე გადავიდა Craco-სთან მდებარე ხეობაში, რომელსაც Craco Peschiera ერქვა.

5)ORADOUR-SUR-GLANE (საფრანგეთი) : მეორე მსოფლიო ომის საშინელება

03334364b21b

პატარა სოფელი, რომელსაც Oradour-sur-Glane ჰქვია, სავსეა საშინელებებით. მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანელმა ჯარისკაცებმა დახოცეს 642 ადამიანი საფრანგეთის წინააღმდეგობის გამო. თავდაპირველად გერმანელების სამიზნე იყო Oradour-sur-Glane-თან ახლოს მდებარე Oradour-sur-Vayres-სი, თუმცა 1944 წლის 10 ივნისს ისინი შეცდომით შეიჭრნენ Oradour-sur-Glane-ში. ერთ-ერთი გადარჩენილი ადამიანის ჩანაწერებში ვკითხულობთ, რომ კაცები დაამწყვდიეს ფარდულებში, სადაც ისინი დახვრიტეს ფეხებში, რამაც მათი ტანჯვა-წამებით სიკვდილი გამოიწვია. გერმანელება ცეცხლი გაუხსნეს ქალებსა და ბავშვებს, როდესაც ისინი ჩაკეტილი ეკლესიიდან გაქცევას ცდილობდნენ. მოგვიანებით კი სოფელი დანგრეული იქნა გერმანელების მიერ.

6)GUNKANJIMA (იაპონია) : აკრძალული კუნძული

da9a4b83f284

ეს კუძული ერთ-ერთია იმ 505 კუნძულს შორის, რომელიც მდებარეობს იაპონიის პრეფექტურა Nagasaki-დან 15 კილომეტრის დაშორებით. იგი ასევე ცნობილია როგორც ,,Gunkan-jima’’ ან საბრძოლო გემების კუნძული, თავისი მაღალი ზღვის კედლების წყალობით. 1890 წელს კომპანია Mitsubishi-იმ გადაწყვიტა ამ კუნძულის შეძენა და დაიწყო ნახშირის მოპოვება ზღვის ფსკერიდან. ეს ფაქტი საკმაოდ დიდ ყურადღებას იქცევდა და 1916 წელს ისინი იძულებულები გახდნენ კუნძულზე აეშენებინათ იაპონიისათვის პირველი ბეტონის შენობა. ეს ბეტონის სახლები განკუთვნილი იყო ზღვაში მომუშავე მუშებისათვის და ასევე იცავდა კუნძულს ქარიშხლებისაგან. 1959 წელს კუნძულის მოსახლეობა საგრძნობლად გაიზარდა და ერტ ჰექტარზე 835 ადამიანს აღწევდა. ამ დროისათვის ამ კუნძულზე მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. 1960 წელს, როდესაც იაპონიაში ნახშირი ნავთობმა შეცვალა, მრავალი ნახშირის საბადო იქნა დაკეტილი მთელი ქვეყნის მასშტაბით. 1974 წელს კი Mitsubishi-იმ ოფიციალურად გამოაცხადა ამ ნახშირის საბადოს დახურვის შესახებ და მოსახლეობამაც დაიწყო ადგილის დატოვება. დღესდღეობით ეს კუძნული არის ცარიელი და მიტოვებული, სადაც ტურისტების ჩასვლა სასტიკად აკრძალულია.

7)KADYKCHAN (რუსეთი) : საბჭოთა კავშირის მოგონებები

5ccf5b357855

Kadykchan-ი არის ყველაზე პატარა ქალაქი, რომელიც განადგურდა საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად. მოსახლეობა იძულებული იყო გადასულიყო სხვა ადგილას, რათა ჰქონოდათ წყალი და ესარგებლათ სკოლებითა და საავადმყოფოებით. მათ უნდა დაეტოვებინათ სახლები 2 კვირის განმავლობაში, თუმცა სახელმწიფო მათ სთავაზობდა ახალ საცხოვრებელ სახლებს. ერთ დროს 12,000 ადამიანით დასახლებული ქალაქი, ახლა არის სრულიად უდაბური და დაუსახლებელი. სიჩქარის გამო მოსახლეობას მოუხდათ სათამაშოების, წიგნების, ტანსაცმლისა და სხვა საჭირო ნივთების დატოვება.

8)KOWLOON WALLED CITY (ჩინეთი) : უკანონო ქალაქი

0a72512ca57b

The Kowloon Walled City-ი მდებარეობდა Hong Kong-ის ახლოს. მეორე მსოფლიო ომის დროს ეს ქალაქი ოკუპირებული იყო იაპონიის მიერ. როდესაც იაპონია დამარცხდა, არც ბრიტანეთსა და არც ჩინეთს არ სურდა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და ეს ქალაქი გახდა სრულიად უკანონო და დაუმორჩილებელი. ათწლეულების მანძილზე მოსახლეობასთან ერთად ქალაქში ნაგავის რაოდენობაც იზრდებოდა. მაღალი შენობები ხელს უშლიდა ქალაქში მზის შუქის შემოსვლას და მთელი დღის განმავლობაში ქუჩები განათებული იყო ლამპიონებით. ეს იყო ადგილი, სადაც საროსკიპოები, კაზინოები, ოპიუმისა და კოკაინის გამსაღებლები და საიდუმლო ქარხნები იმართებოდა ავტორიტეტების მიერ. ეს ქალაქი საბოლოოდ განადგურდა ჩინეთისა და ინგლისის საერთო გადაწყვეტილების საფუძველზე, რადგან ქალაქში იყო ანტისანიტარია, ანარქია და მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა.

9)FAMAGUSTA (კვიპროსი) : საუკეთესო ადგილი ტურისტებისათვის, მოჩვენებების ქალაქი

034aadef0c2e

Varosha არის დასახლება არააღიარებულ ჩრდილოეთ კვიპროსის რესპუბლიკაში. 1974 წლამდე, სანამ თურქეთი შეიჭრებოდა კვიპროსში, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტი. ბოლო წლებში იგი გადაიქცა მოჩვენებების ქალაქად. ყოვეწლიურად იზრდებოდა ტურისტების რიცხვი და სწორედ ამიტომ, მუდმივად შენდებოდა ახალი შენობები და სასტუმროები.
როდესაც თურქეთის არმიამ მოიპოვა კონტროლი ამ ტერიტორიაზე, შესვლა შესაძლებელი გახდა მხოლოდ თურქი სამხედროებისათვის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანამშრომლებისათვის. არსებობდა გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა Varosha-ს კვიპროსისათვის დაბრუნებას, თუმცა ეს გეგმა უარყოფილი იქნა ბერძენი-კვიპროსელი ამომრჩევლების მიერ. 34 წლის განმავლობაში არავინ აქცევდა ყურადღებას ამ ადგილს, რაც იწვევდა შენობების ნგრევას. ბუნებამ სრულიად გაადანგურა Varosha. ხეებისა და მცენარეების ფესვები მთლიანად გავრცელდა ქალაქის ქუჩებსა და შენობებში, ხოლო ზღვის კუები ბინადრობენ მიტოვებულ პლაჟებზე.
2010 წლიდან ტურისტებს შეუძლიათ ამ ადგილის მონახულება.

10)AGDAM (აზერბაიჯანი) : 150,000 მოქალაქის მქონე ქალაქი, ახლა დაკარგულად ითვლება

f87b948aa902

საზარელი ქალაქი AGDAM-ი ერთ დროს დასახლებული იყო 150,000 ადამიანით. ეს ქალაქი განადგრუდა 1993 წელს ყარაბახის ომის დროს, როდესაც AGDAM-ი გახდა სომხების ვანდალიზმის მსხვერპლი. ქალაქის შენობები არის სრულიად დაცარიებული და დაყაჩაღებული, მხოლოდ მეჩეთის წარწერები არის ხელშეუხებელი. AGDAM-ის მოსახლეობა გადასახლდა აზერბაიჯანისა და ირანის სხვადასხვა ადგილებში.

 

მსგავსი ამბები

Back to top button