გასართობივიდეოები

Man VS. Machine [მსოფლიო რეკორდი]

დღეს მოხდა მნიშვნელოვანი მოვლენა რომელმაც შეიძლება დიდი მოვლენა მოახდინოს ონლაინ გეიმინგის მომავალზე…

MuchDifferent არის შვედური კომპანია რომელმაც დაისახა მიზნად შეექმნა სერვერი რომელიც საშუალებას მისცემდა დეველოპერებს შეექმნათ უფრო მასშტაბური ონლაინ თამაშები, დღეს კი თბილისის დროით 19 საათზე გაეშვა ტესტი რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო, მაქსიმუმ 1000 ადამიანს.

ამ ათას ადამიანს შორის ერთერთი მეც გახლდით და მიუხედავად იმისა რომ თამაში ძალზედ პრიმიტიული იყო (თუმცა ამ ტესტის მთავარი მიზანი იყო რომ ეჩვენებინა 1000 კაციანი მულტიპლეიერი და არა თამაშის ხარისხი) რეკორდი მაინც შედგა, ერთდროულად 1000 მოთამაშე თამაშობდა, გაყოფილი ორ 500 კაციან გუნდად, ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეეჭიდნენ.

ესეც პატარა გეიმპლეი, ბოდიშს გიხდით ცოტაოდენი FPS დროპებისთვის, ჩემი სქრინ რექორდერი რატომღაც ნახევარ RAM-ს ჭამს.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close