ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

რა თამაშები გამოვა 2012 წელს?! (ნაწილი III)

ნაწილი მესამე…

Hitman: Absolution

გამოსვლის თარიღი: 10.5.2012
ჟანრი: Stealth
პლატფორმა: PC, Xbox, PS 3
გამომშვები: Square Enix

ტომ ბლისტედის, Hirman: Absoulution-ის შემქმნელების ჯგუფის მეთაურის თქმით, ახალ ნაწილში დამატებულია უამრავი პერსონაჟი. ყოველ მათგანს აქვს სახელი, ისტორია, და ყოველი მათგანი დიდ როლს თამაშობს სიუჟეტში. თამაშის მთავარი ანტაგონისტი (უარყოფითი პერსონაჟი) იქნება დექსტერ ბლეიკი. ასევე დიდ როლს ითამაშებს დიანა ბერნვუდი, აგენტ 47-ის კოორდინატორი. ის გააგრძელებს 47-ისთვის სამიზნეების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. გარდა ამისა, მათ შორის უფრო სერიოზული კავშირები გაიბმება.

Dota 2

გამოსვლის თარიღი: 2012
ჟანრი: Action RTS
პლატფორმა: PC, Mac OS
გამომშვები: Valve Corporation

თამაშში მონაწილეობას მიიღებს 2 ჯგუფი, თითოში 5 კაცით. ერთ ჯგუფი იქნება “კეთილი”, ხოლო მეორე “ბოროტი”. ყოველი მოთამაშე ერთ პერსონაჟს მართავს. მას შეეძლება ლეველების მომატება, ფულის მოგროვება, ნივთების ყიდვა და პოვნა, რაც გააძლიერებს თამაშისადმი ინტერესს. მოთამაშე მუდამ იღებს ცოტაოდენ ოქროს ბაზისაგან… ასევე ის დაჯილდოვდება მტრის მოკვლისათვის. თამაშის გამოსვლის ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი.

Darksiders II

გამოსვლის თარიღი: 2012 ივნისი
ჟანრი: Hack and slash, action-adventure
პლატფორმა: PC, Wii, Xbox, PS 3
გამომშვები: THQ

THQ-მ დაადასტურა, რომ თამაშის მოვლენები განვითარდება დროის იმავე პერიდში, რომელშიც პირველი ნაწილი, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი გმირი იქნება მხედარი სიკვდილი და არა მისი ძმა ომი. შექმნილია ახალი რუქები, რომელიც ბევრად აღემატება ზომით პირველი ნაწილის რუქებს. თამაშში ასევე იქნება დანარჩენი ორი მხედარი. სიკვდილს მოუწევს ჯურღმულებში და ქალაქის ბნელ ქუჩებში სიარული, სადაც მას შეუძლია აიღოს დამატებითი მისიები. თამაშში იქნება 12 სახის ჯავშანი და უამრავი იარაღი.
როდესაც ომს დამნაშავედ სცნობენ, მისი ბედის შესახებ დანარჩენ 3 მხედარსაც ატყობინებენ. მხედარი სიკვდილი გაცოფდება ამის გაგონებაზე, რადგან ის თვლის, რომ ომი ყველაზე საპატივსაცემო მათი ოთხეულიდან. ის ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ მისი ძმა უდანაშაულოა, და მიდის სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის.

Aliens: Colonial Marines

გამოსვლის თარიღი: 2012
ჟანრი: FPS
პლატფორმა: PC, Nintendo 3DS, Wii U, Xbox, PS 3
გამომშვები: Sega

თამაშში მოქმედება ვითარდება ფილმ Alien-ის მიხედვით. სიუჟეტი იწყება იმ მომენტიდან როდესაც 4 კაციანი ჯგუფი მედის ხომალდზე, რომელზეც რიპლი იმყოფებოდა. ჯგუფის დავალებაა გამოიკვლიონ ხომალდზე მომხდარი ამბები. ამ სიუჟეტის პარალელურად, მოთამაშეები ესტუმრებიან პლანეტა LV-426-ს…

Guild Wars 2

გამოსვლის თარიღი: 2012
ჟანრი: MMORPG
პლატფორმა: PC
გამომშვები: NCsoft

Guild Wars 2 საშუალებას მისცემს მოთამაშეს ჩამოაყალიბოს პერსონაჟი 5 რასისა და 8 პროფესიის კომბინაციით. თამაშში არის დამატებული 3 პროფესია:
Elmentalist – მეცნიერი.
მეომარი – მებრძოლი.
რეინჯერი – მოგზაური.
ნეკრომანტი – მეცნიერი.
მცველი – მებრძოლი.
ქურდი – მოგზაური.
ინჟინერი – მოგზაური.
Mesmer – მეცნიერი.

Kingdoms of Amalur: Reckoning

გამოსვლის თარიღი: 7.2.2012
ჟანრი: RPG
პლატფორმა: PC, Xbox, Ps
გამომშვები: Electronic Arts

თამაშში არის 4 რასა: რაინდი, ვაჭარი, შავი ელფი, და თეთრი ელფი. ასევე არის 3 კლასი, რომელსაც მოთამაშე ირჩევს სურვილისამებრ.

Borderlands 2

გამოსვლის თარიღი: 2012
ჟანრი: FPS, RPG
პლატფორმა: PC, Xbox, PS 3
გამომშვები: 2K Games

ეს ბოლო ნაწილი იყო და ბევრი ინფო ვერ მოვიძიე. იმედი მაქვს მოგეწონათ.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close