გასართობისასარგებლოსურათები

STARBUCKS COFFEE

მსოფლიოს ყავის ბაზრის ლიდერი კომპანიის STARBUCKS – ის დაარსება და საინტერესო ფაქტები !

სთარბაქსის პირველი მაღაზია გაიხსნა 1971 წლის 30 მარტს ქალაქ სიეტლში, ვაშინგტონის შტატში. მისი დამაარსებლები იყვნენ ინგლისურის მასწავლებელი ჯერი ბოლდუინი, ისტორიის მასწავლებელი ზიუ სიგლი და მწერალი გორდონ ბოუკერი. კომპანიას სახელი ეწოდა ჰერმან მელვილის რომან „მობი-დიკის“ (ბარაკ ობამას ერთ-ერთი საყვარელი წიგნი) არამთავარი პერსონაჟის კაპიტნის თანაშემწე სთარბაქის სახელის მიხედვით. ლოგო კი არსებობის მანძილზე მკვეთრად შეიცვალა და მასზე გამოსახულია ორკუდა სირინოზი ბერძნული მითოლოგიიდან.

სთარბაქსმა ახლახანს შეცვალა ლოგო, რომელზეც სახელი STARBUCKS არ ფიგურირებს, რადგან კომპანია იმდენადაა დარწმუნებული საკუთარ ცნობადობაში, ამას აღარ თვლის საჭიროდ.

სთარბაქსი თავდაპირველად მხოლოდ ყავის მარცვლებს ყიდდა. სთარბაქსის დღევანდელი პრეზიდენტი, ამერიკელი მილიარდერი, ჰოვარდ შულცი გახდა სთარბაქსის მარკეტინგის მენეჯერი 1982 წელს და არსებითად შეცვალა მისი სტრუქტურა – დაიწყო გამზადებული ყავის გაყიდვა, რაც ინოვაციას წარმოადგენდა იმდროინდელი ბაზრისათვის.

სთარბაქსის თავდაპირველ დამაარსებლებსა და შულცს შორის სწორედ ამ სიახლის გამო არსებული უთანხმოების შემდეგ, 1987 წელს შულცმა შეისყიდა ეს კომპანია და ქსელმაც სწრაფად დაიწყო განვითარება. 1990-იან წლებში, სთარბაქსი ხსნიდა ახალ მაღაზიას ყოველ სამუშაო დღეს. პირველი მაღაზია ჩრდ. ამერიკის ფარგლებს გარეთ გაიხსნა ტოკიოში 1996 წელს, შემდეგ კი დიდ ბრიტანეთში. 1999 წელს სთარბაქსმა დაიწყო რესტორნების ქსელის გაფართოება. ნელ-ნელა სთარბაქსი იპყრობს ყავის ბაზარს და დღეისათვის იგი არის ყველაზე დიდი ყავის კომპანია წარმოდგენილი ყველა კონტინეტზე (რა თქმა უნდა ანტარქტიკის გარდა) კომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს ქ.სიეტლში.

სთარბაქსის “დაფარვის ზონა”

კომპანიის მთავარი ოფისი

Starbucks Corporation (SBUX) ამჟამად არის ყავის საერთაშორისო ქსელი და ყველაზე დიდი კომპანია ყავის სახლებისა, რომელსაც აქვს 17 009 მაღაზია 55-ზე მეტ ქვეყანაში. მათ შორის 11 000 ამერიკაში, 1000 კანადაში, 700 გაერთიანებულ სამეფოში, 150 თურქეთში.

სთარბაქსი დუბაიში

სთარბაქსი თურეთში, ქალაქ იზმირში

სთარბაქსი სინგაპურში

სთარბაქსის მენიუს სტენდები

კომპანიის წლიური შემოსავალი არის დაახლოებით 11 მილიარდი (2010 წლის მონაცემებით) სთარბაქსის რესტორნებში ყავის უამრავი სახეობის გარდა ასევე არის სწრაფი კვება.

სთარბაქსის ბევრი პროდუქტი არის სეზონური, რაც დამოკიდებულია ამა თუ იმ მაღაზიის მდებარეობის სპეციფიურობაზე. სთარბაქსის ბრენდის ყავა და ნაყინი ასევე იყიდება ჩვეულებრივ მაღაზიებშიც.

2008 წელს კომპანიამ გარკვეული ცვლილებები შეიტანა სთარბაქსის ყავაში. მათ ასევე მიზნად დაისახეს შესულიყვნენ ენერგეტიკული სასმელების ბაზარზე. სთარბაქსმა დაარსა ყავის აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანია.

იმავე წელს სთარბაქსმა საკუთარი მომსახურების სრულყოფის მიზნით შექმნა საიტი My Starbucks Idea სადაც მომხმარებლები წერენ საკუთარ იდეებს სთარბაქსთან დაკავშირებით, სხვები ხმას აძლევენ მას, სთარბაქსი კი ამ იდეებს საჭიროებისამებრ ახორციელებს. კიდევ ერთი სვლა მომხმარებლის მიზიდვის მიზნით იყო უკაბელო ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობა სთარბაქსის მაღაზიებსა და კაფეებში დარეგისტრირებული მომხმარებლებისათვის. რეგისტრირებულ მომხმარებლებს ასევე აქვთ სერიოზული შეღავათები სხვადასხვა პროდუქციაზე. სთარბაქსი თანამშრომლობს კომპანია APPLE – თან.

ფაქტები სთარბაქსზე

1. სტატისტიკური მონაცემებით ამერიკელები დილაობით Starbucks-ის ყავახანებში 2 ჭიქა ამერიკანოს მიირთმევენ, 3 ჭიქის ოდენობა კი თან მიაქვთ.

2. კომპანია APPLE-ის დამაარსებელმა სტივ ჯობსმა 2007 წელს Iphone-ის ერთ-ერთ წარდგენაზე სთარბაქსში დარეკა და 4000 ჭიქა ყავა შეუკვეთა.

3. რამდენიმე თვის წინ სთარბაქსი სოციალურ ქსელ „Facebook“-ში ფანების რაოდენობის მიხედვით მე-14 ადგილას იყო 19 029 527 ლაიქით, დღეს კი ეს რიცხვი 27,504,185 ლაიქს შეადგენს.

4. სთარბაქსის ყველაზე მოწინავე მეტოქე Caribou Coffee-ია. ყოველ 10 კვირაში სთარბაქსი ხსნის იმდენ ახალ მაღაზიას, რამდენი მაღაზიაც სულ აქვს Caribou Coffee-ს.

5. სთარბაქსი ყველა თავის თანამშრომელს (137 000) სთავაზობს ჯანმრთელობის დაზღვევას. კომპანიის განცხადებით იგი ამაზე დაახლოებით 300 მლნ $-ით უფრო მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე ყავის მარცვლების შეძენაზე.

6. საშუალო მომხმარებელი სთარბაქსში ხარჯავს 4.05 დოლარს თითოეული ვიზიტისას მხოლოდ ყავისთვის, ხოლო საშუალო მომხმარებელი fast-food რესტორანში ხარჯავს მხოლოდ 4.34 დოლარს მთელი რაციონისათვის.

7. სთარბაქსის კომპანია თვლის, რომ მის ასეთ წარმატებაში ძალიან დიდი როლი ითამაშეს მისმა პროფესიონალმა თანამშრომლებმა (მათ ისინი პარტნიორებს უწოდებენ) კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მათდამი არის ღიმილი მომხმარებლებისადმი. სთარბაქსი მოხვდა სიაში „100 Best Companies to Work for”

8. სთარბაქსი აწარმოებს უმაღლესი ხარისხის უგემრიელეს ყავას.მისი მენიუ უზარმაზარია და კომპანიას აქვს პოტენციალი 87 000 სხვადასხვა სახის სასმელი აწარმოოს. სთარბაქსი სთავაზობს თავის მომხმარებლებს ყავის უამრავ ნაირსახეობას, ჩაის, ჩამოსასხმელ სასმელებსა და სწრაფ კვებას. სთარბაქსის Grand Coffee-ში 320 მლგ კოფეინია, თითქმის 4-ჯერ მეტი ვიდრე რედ ბულში.

9. სთარბაქსზე თბილისში საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, ამას ადასტურებს ფეისბუქის გვერდი, რომელიც ითხოვს სთარბაქსის გახსნას თბილისში, მას უკვე 10 000-ზე მეტი ლაიქი აქვს. სულ ახლახანს მსოფლიო ბრენდი STARBUCKS გამოჩნდა „ვისოლი ჯგუფის“ სუპერმარკეტების ქსელ „სმარტში“, თუმცა ეს არ არის ოფიციალური სთარბაქსის მაღაზია, ისინი უბრალოდ ყიდიან მის პროდუქციას. სთარბაქსის ყავა ალუმინის ქილებშია დაფასოებული და 5 ლარი ღირს.

10. დღეისათვის სთარბაქსს კომპანია მაკდონალდსზე მეტი გაყიდვები აქვს.

11. 1993 წლიდან სთარბაქსის ქსელი სტაბილურად ყოველწლიურად 25 %-ით იზრდება.

12. 2011 წელს მარტში კომპანიამ დაარსებიდან 40 წელი იზეიმა. იგი ყოველდღიურად 2-3 მაღაზიას ხსნის და კვირაში 40 მლნ. მომხმარებელს ემსახურება.

სთარბაქსის ფოტოები ♥

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close