უცნაური

ციხესიმაგრეები მოჩვენებებით (ნაწილი 2)

866de9bce4bd

დღეს შემოგთავაზებთ ციხესიმაგრეების მოჩვენებებით მეორე ნაწილს,თუმცა ამჟამად მარტო ერთ,მაგრამ ძალიან საინტერესო ციხესიმაგრეზე მოგიყვებით :) მაშ ასე…

მღვდლის იდუმალი სახლი,ბორლი

ბორლიში,რომელიც ლონდონიდან 60 მილითაა დაშორებული,1863-დან 1939-მდე იდგა სახლი,სადაც მღვდელები ისვენებდნენ.ადგილს ბორლი რეკტორი ერქვა.1939 წელს სახლი დაიწვა,მისგან მარტო ნანგრევები დარჩა,მაგრამ ადგილი მაინც “შეწუხებული”(მოჩვენებებით) დარჩა.

ეს სახლი,ინგლისში ყველაზე შეწუხებულ სახლად ითვლება,ხოლო მოჩვენებებზე მონადირე – გარი პრაისმა- 1940 წელს გამოსცა წიგნი,ასეთი დასახელებით: ” ყველაზე შეწუხებული სახლი ინგლისში: ბორლი რეკტორის შესწვლა 10 წლის განმავლობაში”

cedd229562b7

იმ უცნაურობას,რომელიც ხდებოდა ამ სახლში,ბევრი დამადასტურებელი მასალა და ადამიანი ჰყავს: თვითონ მაცხოვრებლები,სახლის სტუმრები,ექიმები,სტუდენტები,ბი-ბი-სის თანამშრომლები და ასევე მრავალი სხვა დამოუკიდებელი პიროვნება.

უცნაური შემთხვევების წრე ძალიან დიდი და მრავალფეროვანია.პირველ რიგში ეს მოჩვენებებია: “მონაზონი”,”გარი ბალი”- პირველი მეპატრონის შვილი,ადამიანი ან ადამიანები თავის გარეშე,”ფიგურა მწვანეში” და “გოგონა თეთრებში”,ცხენების,მწერების და კიდევ მრავალნაირი აჩრდილები.ასევე ისმოდა ქალის ხმა,ჩურჩული,ცხენების ბაკუნი,ძაღლის სირბილი ოთახში,ზარების ხმა,ფეხის ხმა კიბეზე,კაკუნი და ჩხარუნი,ავეჯის გადაადგილების ხმა,და აგრეთვე უცნაური “მეტალური” ხმები.ხოლო,როდესაც ეძებდნენ ხმაურის წყაროს,ვერაფერს პოულობდნენ.

3ca573fb407a

ხშირად და გაურკვევლად კედელზე წარწერები ჩნდებოდა: დახმარების თხოვნები,ლოცვის და წირვის ჩატარების მოთხოვნები,ასევე ნაჩხაპნები და სხვა მრავალი რამ.ისინი მაშინაც კი ჩნდებოდნენ,როდესაც ოთახი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.ასევე ჩნდებოდა ქაღალდის ნაგლეჯები,მსგავსი წარწერებით.ხანდახან კარების გაღება და დაკეტვა შეუძლებელი იყო- ნათელი მიზეზების გარეშე.სახლის ფანჯრებში ბევრჯერ უნახავთ ცეცხლის ნაპერწკლები,გასაღებები კარებიდან თავისით ვარდებოდა,რამოდენიმეჯერ სახლში ხანძარიც კი გაჩნდა,მერე გაქრა და ისევ გაჩნდა.იგრძნობოდა გაურკვეველი სუნი- სასიმოვნო და არა სასიამოვნო,ასევე უცებ აცივდებოდა ხოლმე,ხალხს ეგონა რომ მათ ეხებიან.ახალ დადებულ თოვლზე ხშირად ჩნდებოდა არაბუნებრივი ნაფეხურები…და ამ ყველაფერზე ძალიან უცნაურად რეაგირებდნენ ცხოველები.

d9a0fb297d4d(გარი ბალლი)

ყველაზე შეწუხებული სახლი ინგლისში 1863 წელს იქნა აშენებული,გენრი ბულლომის მიერ,რომელმაც იგი ააშენა მეთოთხმეტე საუკუნის ბენედიქტური მოსანტრის ადგილას.ძნელი სათქმელია,ვინ და როდის ნახა პირველი მოჩვენება ბორლიში,მაგრამ უკვე თვითონ გენრი ისმენდა ადგილობრივი მცხოვრებლებისგან მოჩვენებებთან შეხვედრებზე.და ასევე მონაზონზე- რომელიც გაიქცა მონასტრიდან თავის საყვარელთან- ბერთან.მაგრამ ისინი დაპატიმრებულები იქნენ.ბერი ჩამოკიდეხ,ხოლო მონაზონი კედელში ჩააშენეს.მისი აჩრდილი ჩვეულებრივ სეირნობდა პარკში ერთი და იგივე მიმართულებით.გენრი ბულლემმა და მისი ოჯახის წევრებმა რამოდენიმეჯერ ნახეს ეს მოჩვენება.მემგონი,მათ არც ისე ეშინოდათ მისი.

სახლის პირველი მეპატრონე 1892 წელს გარდაიცვალა.მღვდლის ადგილი მისმა შვილა- გარი ბულლმა დაიკავა.იგი და მისი ოჯახის წევრები,ხშირად ხედავდნენ მოჩევენებებს.მაგალითად 28 ივლისს 1890 წელს,გარის ქალიშვილებმა დაინახეს მონაზვნის მოჩვენება,რომელიც იგივე ადგილას დასეირნობდა.მისი ერთ-ერთი ქალიშვილი მივიდა და კითხვას აპირებდა,რამე ხომ არ სჭირდება,მოჩვენება კი მაშინვე გაქრა.

0393ac122005

გარი ბალლი 1927 წელს გარდაიცვალა,როგორც მამამისი,ცისფერ ოთახში,სადაც ხანდისხან მისი მოჩვენება ჩნდება და დასეირნობს.

შენობა 1928 წლის ოქტომბარამდე თავისუფალი იყო,სანამ ეს ადგილი გაი სიტმა თავისი მეუღლითურთ არ დაიკავა.თავიდან,ძალიან უხაროდათ ახალ სახლში გადასვლა…მაგრამ მალე ისეთი რამეები დაიწყო!ყველაფერი რაც ზევით ჩამოვთვალე,ამ ორ ადამიანს ყოველ ღამე აწუხებდა!სმიტებმა დასახმარებლად გაზეთ “დეილი მირორს” მიმართეს,რომელიც თავის მხრივ გარი პრაისს დაუკავშირდა!.ამ ადამიანმა სმიტებთან 3 დღე გაატარა.ეს ყველაფერი 1929 წელს იყო.რადგანაც გარიმ ვერაფერი გააკეთა,იმედგაცრუებულმა მეპატრონეებმა დატოვეს სახლი,9 თვის წვალების შემდეგ.

848786183094

1930 წლის ოქტომბერში აქ ლაიონელ ფოისტერი და მისი ოჯახი გადმოსახლდა,და ისევ დაიწყო ეს წამება! ისევ გამოიძახეს გარი პრაისი,თუმცა მან მაინც ვერ უშველა.

1932 წელს ბორლის ესტუმრა მოსამართლე გაი ლესტრენჯი,რომელმაც დაგვიტოვა მისი განცდები.მოსვლისთანავე მან დაინახა უცნაური ფიგურა,რომელიც მაშინვე გაქრა.საოცრებები სახლშიც ხდებოდა,ოთახებში ბოთლები დაფრინავდნენ,რომლებიც არსაიდან ჩნდებოდნენ.

27a04e952ab2

საღამოს,როდესაც მოსამართლე საწოლში იწვა,იგრძნო,რომ ოთახში ძალიაან აცივდა და უცებ დაინახა ოთახის კუთხეში სინათლის რაღაც ლაქა,რომელიც ფართოვდებოდა და გარდაიქმნა ადამიანის ფიგურად.მოსამართლემ დალაპრაკება სცადა,მაგრამ ის გაქრა.

1935 წელს ფოისტერებს ნერვები აგარ ეყოთ და გადასახლდნენ.

6b19051f1b54(ბორლის დანგრევა)

ამით ბორლის ისტორია არ დამთავრებულა…ამ სახლში კიდევ ბევრი ოჯახი ცხოვრობდა,თუმცა მოთმინების დაკარგვის გმო,არც ერთი არ გაჩერებულა დიდხანს..

ამ სახლის გამოკვლევები 1944 წლამდე გაგრძელდა…რის შემდეგაც სახლი დაანგრიეს…თუმცა აქ არ შეწყვეტილა ისტორია…სახლის ირგვლივ კვლავ ხედავდნენ მოჩვენებების და სავარაუდოდ,პრობლემა თვითონ სახლში კი არა,მიწაში იყო,რომელზეც სახლი აშენდა.

ნატ უღრმესი მადლობა, გაიხარე :kiss:

Horror Vacui by ირი ლეკვეიშვილი

მსგავსი ამბები

Back to top button