TECH & მეცნიერებაგართობა

რეალიზმი და ჟან-ფრანსუა მილე

http://i024.radikal.ru/1405/06/b8ba29305a58.jpg

რეალიზმი ეს ის ეპოქაა, რომელმაც მთლიანად უარყო წინაპართა გადმონაშთები და შექმა სრულიად ახალი- „ყოველდღიური ხელოვნება და ლიტერატურა“. ეს არის ხანა კაცობრიობის ეპოქაში, როდესაც აქტუალური ხდება მოღალატე ცოლების („მადამ ბოვარი“ „ანა კარენინა“), მიწაზე მომუშავე ქალბატონების, ფიზიკურად არალამაზი ადამიანების ფენომენი. ისიც ცოტათი უცნაურია, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად რეალიზმი არ სცდება ზომიერებისა და ესთეტიკურობის ფარგლებს. გუსტავ კურბე ითვლება რეალიზმის პირველ პირმშოდ და თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მას 1850 წლისთვის უკვე დახატული აქვს „დაკრძალვა ინრანსთან“ და „ქვის მტეხნი“, მაშინ დავრწმუნდებით, რომ ის პირველი თუ არა, რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი მაინც არის.

http://s018.radikal.ru/i515/1405/09/951388bc7819.jpg

1848 წელს მხატვარს ბიძა გარდაეცვალა, ერთი წლის შემდეგ კი გადაწყვიტა ზუსტად ის სცენა დაეხატა, რაც დაკრძალვიდან ახსოვდა. გუსტავ კურბე ირნანსში დაიბადა და მისი ბიძაც იქაური გახლდათ. „დაკრძალვა ინრანსთან“ მეცხრამეტე საუკუნის ფრანგული ფერწერის ერთ-ერთი გარდამტეხი ტილოა.

http://i074.radikal.ru/1405/6d/c8375b77c421.jpg

ნატახი 1849-1850 წლებში შეიქმნა ფრანგი მხატვრის, გუსტავ კურბეს, მიერ. ეს არის ნიმუში „სიცუალური რეალიზმისა“. ნახატი პირველად პარიზის კულუარულ სალონებში გამოუფენია მხატვარს. მეორე მსოფლიო ომის დროს, ნამუშევრის დაცვის მიზნით „ქვის მტეხნი“ კონიგსტენის სასახლეში გადაჰქონდათ, ამ დროს კი, 1945 წელს, მოკავშირეთა ძალების ბომბი ახლოს ჩამოვარდა, ნახატი სხვა 154 ნამუშევართან ერთად დაზიანდა.

რეალიზმს სუბჟანრებიც ახასიათებს, მაგალითად ნატურალიზმი, რომელიც რეალიზმის უფრო მძაფრ ფორმადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. ნატურალიზმი ცდილობს გარემოს და მასში შემავალ თითოეულ კომპონენტს მეცნიერული ახსნა მოუძებნოს, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ დარვინის თეორიას ყველაზე დიდი მნიშვნელობა სწორედ ნატურალიზმის ფარგლებში მიენიჭა.
მეცხრამეტე საუკუნის ოციან-ოცდაათან წლებში რამდენიმე მხავარი ერთიანდება, საცხოვრებლად გადადის საფრანგეთის სოფელ ბარბიზონში და აარსებს ეგრეთ წოდებულ ბარბიზონთა სკოლას. ეს ადამიანები უარყოფდნენ გრანდიოზულ და მონუმენტურ ასპექტებს მხატვრობაში, მათ მელოდიური და დრამატული სიუჟეტების აღწერის მაგივრად, მიზნად დაკვირვების შედეგად ფორმების დეტალურად აღწერა დაისახეს. ამ მხატვრული გაერთიანების თვალსაჩნო წევრი იყო ჟან-ფრანსუა მილე, რომლის შესახებაც მინდა ვისაუბრო.
ჟან-ფრანსუა მილე გახლდათ ერთ-ერთი პირველი მხატვარი, რომელმაც გლეხი ერთდროულად უკიდურესად მშრომელ, პატიოსანი და ამასთანავე დიად არსებად წარმოაჩინა. მრჩება შტაბეჭდილება, თითქოს მანამდე გლეხების ბედი არავის ადარდებდა, თითქოს ისინი საზოგადოებისგან გარიყული ადამიანები იყვნენ და პირველად ყურადღება მათ სწორედ მილემ მიაქცია. არ ვიცი, რამდენად გაცნობიერებული ჰქონდათ ეს თავად გლეხები, მაგრამ ყველასგან მიტოვებულები, მათ დასახატად მოლბერტითა და საღებავებით მისული მილესგან, ერთგვარ ნუგეშს აუცილებლად იგრძნობდნენ.
მილე უარყოფს სამყაროს იდეალისტურ გაგებას, მისთვის საინტერესო თემები ხდება: დილება, წინააღმდეგობა, თვითგადარჩენა, ყოველდღიური ყოფა, სოციუმი. მისი ნახატებიდანაც ჩანს, რომ მილე არ იყო ამპარტავანი ადამიანი, პირიქით თავმდაბლობითაც კი გამოირჩეოდა, მისი სიტყვები: „მე დავიბადე როგორც გლეხი და გლეხადვე გარდავიცვლები“ სწორედ ამის მანიშნებელია. მილე საკმაოდ მძაფრად აღიქვამდა ინდუსტრიალიზაციასთან, პოლიტიკასა და დემოკრატიასთან დაკავშირებულ თემებს. როგორც თავად განაცხადა, მისთვის მთავარი ინსპირაცია 1848 წლის საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ მიმდინარე სოციალური მოვლენები და საკითხები იყო.

http://i024.radikal.ru/1405/0d/820bf53eaed6.jpg

ჟან-ფრანსუა მილე, მთესველი, 1850

მილეს შემოქმედება ბევრი მხატვრისთვის გამხდარა ბექგრაუდი, მათ შორის იყო ვინსეტ ვან გოგიც, რომელმაც მილეს რამდენიმე ტილო მისთვის დამახასიათებელი სტილით გადახატა. 1885 წელს მეგობრისთვის მიწერილ წერილში ვინსენტმა ჟან-ფრანსუაზე შემდეგი რამ დაწერა: მილე არის მამა მილე… ყველაფრის მრჩეველი და დამრიგებელი ახალგაზრდა არტისტებისთვის. (“Millet is father Millet . . . counselor and mentor in everything for young artists,”)

http://s018.radikal.ru/i516/1405/3a/a7637d44df87.jpg

მილე და ვან გოგი

http://s43.radikal.ru/i099/1405/38/66268422e716.jpg

„მარცვლეულის მკრეფავნი“

http://i024.radikal.ru/1405/06/b8ba29305a58.jpg

„მარცვლეულის მკრეფავნი“, გნებავთ „მოსავლის ამღებნი“ მილეს საყოველთაოდ ცნობილი ნახატია. მხატვარმა ზეთში შესრულებული ტილო 1857 წელს დაასრულა. მასზე სამი გლეხი ქალია გამოსახული, რომლების მოსავლის აღების შემდეგ, მიწაზე დაყრილ მარცვლებს აგროვებენ. მილეემ იმავე წელს წარადგინა ნახატი საფრანგეთის ერთ-ერთ სალონში, ამ ამბავმა კი იმთავითვე გამოიწვია მაღალი კლასის გაღიზიანება, მათ მიაჩნდათ, რომ ასეთი ქმედება, გლეხებისთვის უამრავი სიუჟეტის შექმა და აღწერა, ადიდებდა და პატივს მიაგებდა დაბალი ფენის ადამიანებს, რაც, რა თქმა უნდა, მათ ხელს არ აძლევდა. ერთ-ერთ წარჩინებულ ფრანგს ნახატის დანახვისას მსგავსი კომენტარი გაუკეთებია: “მის სამ მკრეფავს გიგანტური პრეტენზაი აქვთ, ისინი ისე პოზიორობენ, როგორც სამი სიღარიბის იღბალი… მათი სიმახინჯე და უხეშობა დაძაბულობას იწვევს“. (“his three gleaners have gigantic pretensions, they pose as the Three Fates of Poverty…their ugliness and their grossness unrelieved”) აღსანიშნავია, რომ პესრონაჟები ჩვენ არ გვიყურებენ, ამით მხატვარს თითქოს იმის თქმა სურს, რომ ეს მძიმე და მტკივნეული რეალობაა, რომელიც რეალობადვე დარჩება, ჩახედავ შენ მას თვალებშ თუ არა.

http://s50.radikal.ru/i130/1405/fa/78446ad7a0c5.jpg

ეს კი 21-ე საუკუნეში გაშარჟებული „მარცვეულნის მკრეფავნია“.

მსგავსი ამბები

Back to top button