გართობაუცნაური

უცნაური და სასაცილო “მეცნიერული გამოკვლევები”

image

წარმოგიდგენთ ყველაზე უცნაურ და არაჩვეულებრივ გამოკვლევებს “მეცნიერების” ამა თუ იმ დარგში.რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ამ კვლევების ავტორებმა მოახერხეს და გრანტები და პრემიებიც კი მიიღეს მიღწეული შედეგებისათვის. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ ეს სინამდვილეში ასეა.

1. რუსლან კრეჩეტნიკოვი და ჰანს მაიერი დაჯილდოებული იქნენ პრემიით სითხის დაღვრის შესწავლის სფეროში.

image
მათ გამოიკვლიეს, თუ რა ემართება ადამიანს, რომელსაც მიაქვს ყავით სავსე ჭიქა. მათ დაამტკიცეს, რომ ფინჯნის თავისებურება, სითხისა და ფეხების მოძრაობა ერთმანეთთან შეხამებულია ისეთნაირად, რომ ყველაზე ხშირად ადამიანს ყავა ეღვრება მე-7 და მე-10 ნაბიჯს შორის.

2.პრემია ალბათობის დარგში მიიღეს ნიდერლანდელმა მკვლევარებმა, რომელთაც დაადგინეს, რომ რაც უფრო დიდხანს წევს ძროხა, მით უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ ის ფეხზე ადგება.

image
და როცა ფეხზე ადგება, უკვე ძნელია იმის ალბათობის გამოთვლა, როდის დაწვება ისევ.

3.გერმანელმა მეცნიერებმა მიიღეს პრემია არქეოლოგიის დარგში იმისათვის, რომ მათ შეწვეს და გადაყლაპეს თხუნელა მთლიანად, დაუღეჭავად, რათა შემდეგ გამოეკვლიათ თავიანთი ექსკრემენტები მომდევნო რამოდენიმე დღის განმავლობაში.

image

რატომ გააკეთეს ეს მათ? მეცნიერებს უნდოდათ გამოეკვლიათ, რომელი ძვლებს მოინელებდა მათი ორგანიზმი და რომელს არა.

4.მეცნიერებმა იაპონიიდან მიიღეს პრემია იმისათვის, რომ დაადგინეს, რომ ბიოქომიური პროცესი, რომელიც ჩვენ გვატირებს ხახვის დაჭრის დროს, გაცილებით რთული ქიმიური პროცესია, ვიდრე მეცნიერებს ეგონათ.

image

5. ამერიკელ მეცნიერებს კი იმისაათვის გადასცეს პრემია, რომ დაადგინეს, თავის ტვინის ანალიზის რთულ ხელსაწყოებს შეუძლია დააკვირდეს ყველანაირი ტვინის მუშაობას, მკვდარი ლოქოს შემთხვევაშიც კი.

image

6.ამერიკის სააღრიცხვო სამმართველოს პრემია გადაეცა მეცნიერებს ანგარიშის ანგარიშისათათვის, რომელიც ამზადებს ანგარიშს ანგარიშის ანგარიშის ანგარიშის შეასხებ.

image

7.გუსტანო პიზომ პრემია მიიღო იმისათვის, რომ გამოიგონა თვითმფრინავის გატაცების საწინააღმდეგო საშუალება.ელექტრომექანიკური სისტემა ტერორისტს გამოისვრის ლიკიდან გარეთ, შეკრავს მას და პარაშუტით აგზავნის დედამიწაზე, სადაც მას ხვდება წინასწარ ინფორმირებული პოლიცია.

image

 

წყარო : intermedia.ge

მსგავსი ამბები

Back to top button