ახალი ამბებისასარგებლო

რატომაა აშშ დედაქალაქი ვაშინგტონი?

ყოველთვის მაინტერესებდა რატომ არის, თითქოს არაფრით გამორჩეული და სხვა ქალაქებთან შედარებით პატარა ქალაქი, ვაშინგტონი ამერიკის დედაქალაქი და არა დავუშვათ ნიუ-იორკი? ალბათ ამომწურავი პასუხი ვნახე და მინდა თქვენც გაგიზიაროთ.
ამერიკული რევოლუციის შემდეგ შეერთებულ შტატებში დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ რომელი ქალაქი უნდა გამხდარიყო ქვეყნის დედაქალაქი. რამდენიმე ქალაქი და ქვეყნის ნაწილი გამოთქვამდა პრეტენზიას ჰქონოდა პატივი გამხდარიყო დედაქალაქი. (აქამდე მთავარი ქალაქი იყო ფილადელფია და ერთი წელი დედაქალაქი იყო ნიუ-იორკი)
ბოლოსდაბოლოს გადაწყდა, რომ აშენებულიყო ახალი ქალაქი, 1790 წელს კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც განისაზღვრა თუ სად აშენდებოდა ახალი ქალაქი. ეს იყო მდინარე პოტომაკის ნაპირზე 26 კვ. კმ. ფართობის ტერიტორია. მთელ ამ ადგილმდებარეობას ეწოდა კოლუმბიის ოლქი, ქრისტეფორე კოლუმბის საპატივცემულოდ, ხოლო თვით ქალაქს გადაწყდა დარქმეოდა ვაშინგტონი, აშშ პირველი პრეზიდენტის პატივსაცემად.
1791 წელს ჯორჯ ვაშინგტონმა აირჩია ადგილი ქალაქისათვის, სწორედ იქ სადაც დღეს ის დგას. მას ეს ადგილი უფრო მოხერხებული ეჩვენა, რადგან მდინარე აქ უფრო ღრმა იყო ნაოსნობისათვის.

მერილენდისა და ვირჯინიის შტატებმა ეს ტერიტორიები გადასცეს ფედერალურ ხელისუფლებას, დაახლოებით 165 კვ. კმ. მერილენდის მიერ იქნა გადმოცემული, ხოლო 93 კვ. კმ. ვირჯინიის მიერ. მოგვიანებით 1846 წელს ტერიტორია დაუბრუნდა ვირჯინიას, შტატისვე მოთხოვნით.
პრეზიდენტმა ვაშინგტონმა მოიწვია ცნობილი ფანგი ინჟინერი და არქიტექორი, პიერ შარლ ლენფანი რათა მას დაეგეგმა და აეშენებინა ახალი ქალაქი, პარიზის მსგავსი. გეგმა ითვალისწინებდა ფართო პროსპექტების გაკეთებას, გამწვანებას, სამთავრობო შენობების აშენებას, ცნობილი ადამიანების მონუმენტების დადგმას და ა. შ.

1800 წელს პრეზიდენტის სასახლე (რომელსაც თეთრი სახლი უწოდეს) უკვე აშენებული იყო, ააშენეს კაპიტოლიუმი. კაპიტოლიუმი გახდა კონგრესის შენობა, 1800 წელს პრეზიდენტი ჯონ ადამი და სხვა ხელისუფლების წევრები გადავიდნენ ახალ ფედერალურ დედაქალაქში, ვაშინგტონში.
ვაშინგტონი არ გავს სხვა მსხვილ ამერიკულ ქალაქებს, იგი გამოირჩევა სიმშვიდით, სტაბილურობით. არ არის ამერიკული ქალაქებისათვის დამახასიათებელი ცათამბჯენები, კანონი კრძალავს კაპიტოლიუმის კოშკზე უფრო მაღალი შენობის აშენებას. აქ იგრძნობა ჩინოვნიკური რესპექტაბელობის სული, აქ ხომ მოსახლეობის 15 პროცენტს ჩინოვნიკები შეადგენენ.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close