გასართობისაკითხავისასარგებლო

ფილმები,რომელიც უნდა იცოდეთ

სამწუხაროდ არსებობს ისეთი ფილმები,რომლებიც ერთ-ერთი საუკეთესონი არიან თავიანთ ჟანრში,მაგრამ თავისი ადგილი ვერ იპოვნეს კინემატოგრაფიის დიდ ბიზნესში.მიზეზი კი უამრავია,დაწყებული კრიტიკოსების უარყოფითი რეცენზიებიდან, დამთავრებული ფილმის არასწორი მარკეტინგით.ხშირად  პროდიუსერები ხვდებიან,რომ ეს ფილმი უბრალოდ კომერციული ვერ იქნება და ტოვებენ თაროებზე.მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე მსგავსი ტიპის ფილმი(underrated ).შეგახსენებთ,რომ ეს ფილმები მხოლოდ ჩემი შერჩეულია და მკაცრად სუბიექტურია.

1        MR.NOBODY-ფილმი,რომელიც ჩემი აზრით ახლოსაა ტერმინთან ‘უბედური’.

არამარტო იმიტომ რომ საუკეთესოა საკუთარ ჟანრში,არამედ ფილმის ბიუჯეტიდან გამომდინარე. ჟაკო ვან დორმელის გენიალური ფილმის ბიუჯეტი 50 მილიონამდეა, ორჯერ მეტი ვიდრე ჩვენი GEORGIA-ს .მართლაც ბიუჯეტიდან გამომდინარე ეს კინო შეგვიძლია ბლოკბასტერადაც ჩავთვალოთ.საერთო მოგება კი მხოლოდ 2 330 000-ია.საინტერესოა ის ფაქტი,რომ ფილმი ამერიკაშიც კი არ შეუტანიათ .ვერ გეტყვით მისი გადაღებისას რისი იმედია ქონდათ,მაგრამ ფილმი გენიალური გამოვიდა.კარგად შერჩეული საუნდტრეკების ფონზე ფილმის ისტორია ჩვენს მიერ დარჩენილ ცხოვრების დღეებზე დაგვაფიქრებს.

2   KLASS- ესტონური კინო,რომელიც სკოლაში ახალგაზრდების ტრაგიკულ ისტორიას მოგვითხრობს.

ეს ფილმი მის ამერიკულ ანალოგებზე(მაგალითად გუს ვან სენტის სპილოს) ბევრად ძლიერი და ადრე გადაღებულია.თემატურად კი ეხება 21 საუკუნის ერთ -ერთ დიდ პრობლემას-ძალადობას ახალგაზრდებში.

3        Ben-X-ამ ფილმის ყურებისას მხოლოდ RAIN MAN გამახსენა.

ის ეხება მოზარდს,რომელიც დაავადებულია ასპერგერის სინდრომით. რეჟისორს სცენები   ვიზუალურად საკმაოდ კარგად აქვს ნაჩვენები. ჩემი აზრით ეს ფილმი იმდენად დახვეწილი და დამუხტულია,რომ არ არსებობს არ შეიგრძნოთ ბოლომდე.

4        I SAW THE DEVIL  -კორეული კინემატოგრაფია აზიაში მოწინავე პოზიციებს იკავებს.


გავიგე თუ არა, რომ ამ კინოში oldboys მთავარი მსახიობი თამაშობდა, მაშინვე ვუყურე და არც ვინანე. ფილმი რა თქმა უნდა ახალგაზრდა ასაკის კატეგორიაზე არაა გათვლილი. სავსეა ძალადობით და ქალს გვანახებენ ბევრ საშინელ სიტუაციაში.

5        THE BAADER-MEINHOF COMPLEX-  ფილმი ეხება 1960-70 წლების გერმანიას და გრაფიკულად ისეთივე მძიმეა,როგორც წინა კინო.

თუმცა ყველაფერი მაღალ დონეზეა მსახიობებიდან დაწყებული ადგილმდებარეობებით დამთავრებული.

6        Brick (აგური)-ამ ფილმის შესახებ სანდენსის კინოფესტივალიდან გავიგე და ძლივს მოვძებნე რამდენიმე წლის წინ.

ეგრეთ წოდებული FILM-NOIR -ის ჯანრს მიეკუთვნება.საკმაოდ სახალისო და საინტერესო საყურებელია

7        House of sand and  fog  (ქვიშისა და ნისლის სახლი )-კიდევ ერთი დამალული მარგალიტი,რომელიც საკმაოდ მძიმედ ასახავს ფილმშჲ მიმდინარე მოვლენებს.

იმ იშვიათთაგანი კინოა,რომელიც სასვეა ტრაგიზმით და იმედგაცრუებით.დრამის მოყვარულებს გირჩევთ უყუროთ.

8        INSIDE -მეტი,ვიდრე საშუალო ჰოლივუდური ჰორორი.მე ვიტყოდი ამ საუკუნის ყველაზე მძიმე,ფსიქოლოგიური და სისხლიანი საშჲნელებათა ფილმი.

9 EQUILIBRIUM-ფილმი ,რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა სამეცნიერო-ფანტასტიკურ ჟანრში. ასევე სავსეა მძაფრსიუჟეტიანი ელემენტებით. თუმცა ამ ფილმის მთავარი უპირატესობაა მსახიობების მაღალ დონეზე თამაში და სცენარი.

10 Miller’s Crossing-კოენების ფილმებიდან ეს ჩემი ფავორიტია და რატომ დატოვეს ესე უყურადღებოდ დღემდე გაუგებარია.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close