ახალი ამბებისაკითხავი

მოსამართლეებისათვის Facebook-ში მეგობრობა შეიზღუდა

მოსამართლეებსა და ადვოკატებს აღარ შეუძლიათ იყვნენ მეგობრები Facebook-ში. ფლორიდის შტატის სამოსამართლო ეთიკის საკონსულტაციო კომიტეტმა თავის ახალ მოსაზრებაში დაადგინა, რომ დროა დაწესდეს შეზღუდვები მოსამართლის ქმედებებზე ონლაინ სივრცეში. კომიტეტმა თქვა, რომ მოსამართლის მეგობარი ადვოკატების მონაწილოება საქმის განხილვაში ქმნის ინტერესთა კონფლიქტს, რადგან „გონივრულად ტოვებს გარეშე პირებში იმის განცდას, რომ ეს „მეგობარი“ ადვოკატები არიან განსაზღვრულ პოზიციაში გავლენა მოახდინონ მოსამართლეზე.“

პრაქტიკაში, რა თქმა უნდა, ნამდვილი მეგობრები და Facebook-ის მეგობრები შეიძლება ისეთივე განსხვავებულები იყვნენ, როგორც ტყავი და „დერმანტინი“. კომიტეტმა აღიარა, რომ ონლაინ მეგობრები არ არიან იგივე, რაც მეგობრები ტრადიციული გაგებით. კომიტეტის უმცირესობა დასაშვებად მიიჩნევდა დამეგობრებას Facebook-ში. მათ დაახასიათეს აღნიშნული როგორ უფრო „კონტაქტში ყოფნა ან ნაცნობობა“, იმ განცდის დატოვების გარეშე, რომ არსებობს „გრძნობითი კავშირი ან პერსონალური დამოკიდებულება“.
როგორც კომიტეტის წევრმა მაიქლ ჯონსმა განაცხადა, კომიტეტის უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ შეუსაბამობის გამოვლენის შესაძლებლობა მოითხოვდა მათგან გაეცათ რეკომენდაცია დამეგობრების წინააღმდეგ. მან ხაზი გაუსმა იმ გარემოებას, რომ კომიტეტის როლი იყო სარეკომენდაციო და რომ ფლორიდაში მის მოსაზრებას „არ აქვს უზენაესი სასამართლოს მოსაზრების ძალა“.

გადაწყვეტილება გამოიცა წინა თვეს და პირველად ცნობილი გახდა იურიდიული პროფესიის ბლოგის მეშვეობით.
სტეფან გილერსმა, ნიუ იორკის უნივერსიტეტის სამართლებრივი ეთიკის ექსპერტმა თქვა, რომ ფლორიდაში დადგენილმა წესმა გადააჭარბა. „ჩემი მოსაზრებით, ისინი მოიქცნენ ჰიპერმგრძნობიარედ“ – თქვა პროფესორმა გილერსმა. მან აღნიშნა, რომ განსხვავებები კომიტეტის შიგნით სავარაუდოდ მიუთითებს წყვეტაზე თაობებს შორის, თუმცა მოსამართლე ჯონსმა თქვა, რომ აღნიშნული შეფასება არ იყო სწორი მოცემულ შემთხვევაში. თუ ნამდვილად ახლო მეგობრობა არის მოსამართლესა და საქმეში ჩართულ ადვოკატს შორის, მეორე მხარეს შეუძლია მარტივად მოითხოვოს მოსამართლის აცილება – განაცხადა პროფესორმა გილერსმა.

მოსამართლეები არ „ტოვებენ საზოგადოებას, როდესაც მოსამართლეებად ხდებიან“ – თქვა პროფესორმა გილერსმა – „ადამიანები, ვინც მათი მეგობრები იყვნენ, სანამ მოსამართლეები გახდებოდნენ რჩებიან მათ მეგობრებად და მათი დიდი ნაწილი ადვოკატია“.

მიუხედავად ამისა, პროფესორმა გილერსმა თქვა, რომ ბევრი მოსამართლე ფრთხილობს, რომ არ გაატაროს თავისუფალი დრო მეგობრებთან იმ დროს, როცა მათი მონაწილეობით მიმდინარე საქმეებს განიხილავს.

ფლორიდის ერთი-ერთი საგრაფოს მოსამართლემ ნინა რიჩარდსონმა, თქვა, რომ დადგენილი წესი იყო „სავარაუდოდ კარგი იდეა, შეუთავსებლობის ეჭვის ასარიდებლად“. თუმცა, ამ მოსამართლეს აქვს Facebook-ის გვერდი, რომელიც შექმნა მისმა მეგობარმა მისი პოლიტიკური კამპანიისთვის. „ეს იყო შესანიშნავი საშუალება ჩემი მესიჯის გასავრცელებლად“ – ეს იყო მოსამართლე რიჩარდსონის ბოლო პოსტი ამ გვერდზე.

და მაინც, პირმოთნეებმა შეიძლება თქვან, რომ ადვოკატებს შეუძლიათ გამოაცხადონ თავი მოსამართლის „ფანებად“ Facebook-ში, „მანამ სანამ მოსამართლეს ან კომიტეტს, რომელიც აკონტროლებს საიტს არ შეუძლია მიიღოს ან უარყოს ადვოკატის მიერ მისი დამატება თავის საიტზე“.

წყარო:  ბლოგი (არა)იურისტებისათვის

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close