საკითხავისასარგებლო

ტენორების კლასიფიკაცია

უცნაურ ბლოგზე ბოლო დროს მომრავლდა სტატიები კლასიკური მუსიკის შესახებ, ჩემი აზრით, ეს კარგი ტენდენციაა. ყველაფერი ,რომ უფრო ადვილად აღსაქმელი იყოს თითოეული მკითხველისთვის შემოგთავაზებთ მამაკაცის უმაღლესი სასიმღერო ხმის, ტენორის მუსიკალურ კლასიფიკაციას.

სულ შვიდი სახის ტენორი არსებობს, ესენია:
ლუჯერო ტენორი.
ლირიული ტენორი.
სპინტო ტენორი.
დრამატული ტენორი.
გმირული ტენორი.
მოცარტის ტენორი.
ბუფა ანუ სპილტენორი.

ამჯერად განვიხილავთ სამ მათგანს: ლირიულ, სპინტო და დრამატულ ტენორს.

ლირიული ტენორი:
ეს არის თბილი, სასიამოვნო ხმა. ძლიერი მაგრამ არა მძიმე.

საოპერო როლები ლირიული ტენორებისათვის:

Alfredo, La traviata (Verdi)
Arturo, I puritani (Bellini)
Chevalier, Dialogues of the Carmelites (Poulenc)
David, Die Meistersinger von Nürnberg (Wagner)
Il Duca di Mantova, Rigoletto (Verdi)
Edgardo, Lucia di Lammermoor (Donizetti)
Elvino, La sonnambula (Bellini)
Faust, Faust (Gounod)
Fenton, Falstaff (Verdi)
Hoffmann, The Tales of Hoffmann (Offenbach)
Lensky, Eugene Onegin (Tchaikovsky)
Oronte, I Lombardi alla prima crociata (Verdi)
Paris, La belle Hélène (Offenbach)
Pinkerton, Madama Butterfly (Puccini)
Rinuccio, Gianni Schicchi (Puccini)
Rodolfo, La bohème (Puccini)
Roméo, Roméo et Juliette (Gounod)
Werther, Werther (Massenet)
Wilhelm Meister, Mignon (Thomas)
Arnold, William Tell (Rossini)

ცნობილი ლირიული ტენორები:

ტიტო შიპა

როლანდო ვილასონი

რობერტო ალანია

ჯაკომო არაგალი

იუსი ბიორლინგი

ხოსე კარერასი

ჯუზეპე დი სტეფანო

ნიკოლაი გედა

ალფრედო კრაუსი

ლუჩიანო პავაროტი

სპინტო ტენორი:
სპინტო ტენორს აქვს ლირიული ტენორის სილამაზე, მაგრამ არის ცოტა უფრო მძიმე და წარმოადგენს გარდამავალ საფეხურს: ლირიულ და დრამატულ ტენორს შორის.

საოპერო როლები სპინტო ტენორისთვის:
Andrea Chénier, Andrea Chénier (Giordano)
Canio, Pagliacci (Leoncavallo)
Des Grieux, Manon Lescaut (Puccini)
Don Carlo, Don Carlos (Verdi)
Don José, Carmen (Bizet)
Erik, Der Fliegende Holländer (Wagner)
Ernani, Ernani (Verdi)
Hermann, Queen of Spades (Tchaikovsky)
Macduff, Macbeth (opera) (Verdi)
Manrico, Il trovatore (Verdi)
Mario Cavaradossi, Tosca (Puccini)
Maurizio, Adriana Lecouvreur (Cilea)
Max, Der Freischütz (Weber)
Pollione Norma (Bellini)
Stiffelio Stiffelio (Verdi)
Riccardo, Un ballo in maschera (Verdi)
Turiddu, Cavalleria rusticana (Mascagni)

ცნობილი სპინტო ტენორები:

კარლო ბერგონცი

ფრანკო კორელი

პლაჩიდო დომინგო

ბენიამინო ჟილი

ჯაკომო ლაური-ვოლფი

რიჩარდ ტაკერი

დრამატული ტენორი:
დრამატული ტენორი გამოირჩევა ტემბრის სიძლიერით. მის ხმაში შეინიშნება იდუმალება და სიბნელე. ის თავისუფლად ეთამაშება მაღალ ბგერებს მაგრამ მისი პიანო უფრო ბარიტონისას ჰგავს.

საოპერო როლები დრამატული ტენორისთვის:

Calaf, Turandot (Puccini)
Canio, Pagliacci (Leoncavallo)
Dick Johnson, La fanciulla del West (Puccini)
Don Alvaro, La forza del destino (Verdi)
Florestan, Fidelio (Beethoven)
Otello, Otello (Verdi)
Peter Grimes, Peter Grimes (Britten)
Radames, Aida (Verdi)
Samson, Samson et Dalila (Saint-Saëns)

ცნობილი დრამატული ტენორები:

ენრიკო კარუზო

ჯეიმს მაკკრაკენი

რამონ ვინეი

ფრანჩესკო ტამანიო(პირველი ოტელო)

მარიო დელ მონაკო

მიუხედავად ასეთი სკურპულოზური გათვლებისა, კონკრეტულ მომენტში მნიშვნელობა შემსრულებლის ოსტატობას უფრო ექცევა ვიდრე მის სასიმღერო ხმას ბევრ ლირიულ ტენორს შეუსრულებია სპინტოს პარტია თან ისე რომ საყოველთაო აღფრთოვანება გამოეწვია. მაგალითად რამონ ვინეიმ გაიარა გზა ბარიტონიდან ტენორამდე და უკან. ასე რომ, სცენაზე მთავარი შემსრულებლის პროფესიონალიზმია, მაგრამ თუ გვინდა გამოვყოთ ამა თუ იმ როლის საუკეთესო შემსრულებელი უნდა გავითვალისწინოთ მისი სასიმღერო ხმა. ჩემი ფავორიტი მარიო დელ მონაკოა თქვენი?

პ.ს. იმედია მოგეწონებათ ჩემი პირველი პოსტია.

წყარო:ვიკიპედია

თეგები

MDM

სხვებისგან ბევრით არაფრით გამოვირჩევი. მიყვარს ვიქტორ ჰიუგოს, ანრი სტენდალის, ალექსანდრე დიუმასა და ქართველი ისტორიული პროზაიკოსების შემოქმედება. ვუსმენ კლასიკურ მუსიკას ერთნაირად მიყვარს მასკანი, ჯორდანო, ვერდი, პუჩინი და ლეონკავალო. ჩემი საყვარელი შემსრულებელია მარიო დელ მონაკო, რადგან ჩემს საყვარელ საოპერო როლებს(კანიო, რადამესი, ოტელო, კავარადოსი და კალაფი...) საუკეთესოდ ასრულებს. 2006 წლიდან ვარ ბარსელონას თავგადაკლული გულშემატკივარი. საკუთარ თავს დავახასიათებდი ორი სიტყვით მეოცნებე ესთეტიკოსი რადგან ხელოვნება ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე რეალური ცხოვრება, რაც ძალიან ცუდად აისახება ჩემს ადამიანურ ურთიერთობებზე. მგონი სულ ეს იყო.

მსგავსი ამბები

Close
Close