საკითხავისასარგებლოუცნაური

დევიდ რეიმერი – ბიჭი რომელიც გოგონად გაზარდეს !

დევიდ რეიმერმა (იგივე ბრიუს რეიმერმა ან ბრენდა რეიმერმა), ჯერ კიდევ ახალგაზრდამ კანადის ქალაქ ვინიპეგიდან , რომელიც თავიდან ბიჭად დაბადებული შემდგომ კი გოგონად აღზრდილი, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ხოლო ამ ინციდენტამდე რამდენიმე ხნით ადრე მან თავის მშობლებს განუცხადა რომ მალე ყველაფერი შეიცვლებოდა და რომ ბევრად უკეთესად იქნებოდა. იმ დროს მის ოჯახის წევრებს აზრათაც კი არ მოსვლიათ თუ დევიდი ამაში რას გულისხმობდა, ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო.

ამ ადამიანის ასეთი ტრაგუკული ისტორია შორეულ 1966 წელს დაიწყო. ბრიუს რეიმერი (ეს სახელი დაარქვეს მას დაბადებისას) ტყუპისცალად დაიბადა. ორივე ტყუპი ბიჭი ფიმოზური* დაავადებით გაჩდა . იმისათვის რომ ისინი განეკურნათ , საჭირო იყო ქირურგიული ჩარევა ( მოკლედ რომ ვთქვათ მუსულმანური რიტუალის მსგავსი რამის ჩატარება). რვა თვის ბრიუსს ეს ოპერაცია
არაწარმატენულად ჩაუტარეს, ეს ოპერაცია განახორციელეს, მოწვის მეთოდით, თუმცა ეს აპარატი არ იყო ასეთი ოპერაციებისთვის განკუთვნილი. ქირურგთა ჯგუფის შეცდომა , რომელნიც ამ ოპერაციას ატარებდნენ, ბრუსისთვის საბედისწერო აღმოჩნდა – პატა ბავშვის სასქესო ორგანო მთლიანად დაზიანდა. ამის გათვალისწინებით კი მის ძმას ბრაიანს სხვა მეთოდით ჩაუტარეს ოპერაცია.

სასოწარკვეთილი მშობლების ძიებამ საშველის პოვნისთვის ისინი ბალტიმორის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობილ ამერიკელ ფსიქოლოგთან და სქესობრივი განვითარების სპეციალისტთან ჯონ მანისთან მიიყვანა. მანიმ მათ განუცხადა რომ ერთადერთ გამოსავლად ბავშვის გარადაქმნა, სქესის შეცვლა წარმოადგენდა. ბოლომდე მოეკვეთათ ბავშვის დეფორმირებული ორგანო და ის საპირისპირო სქესის ხელოვნური ორგანოთი ჩაენაცვლებინათ. ექიმი ისე დამაჯერებლათ ეუბნებოდა მათ, რომ მშობლები დასთანხმდნენ ამ ოპერაციის ჩატარებას.

ჯონ მანის მანამდეც ჰქონდა პრაქტიკა იმ ბავშებთან რომლებიც სასქესო ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემებით იბადებოდნენ მაგალითად ჰერმაფროდიტებთან* (ორსქესობა). სქესის მაკორექტირებელი ოპერაციები და ჰორმონები თავის საქმეს აკეთებდნენ. ნებისმიერი ბიჭის ადვილად გადაქცევა შეიძლებოდა გოგონათ ან პირიქით. თუმცა ბრიუსი ასეთი შემთხვევა არ იყო, ის ნორმალურ ბავშვად დაიბადა მას არაფერი ჰქონდა საერთო ჰერმაფროდიტებთან. ამის და მიუხედავად ბავშვს მაინც ჩაუტარეს სქესის შეცვლის ოპერაცია. იმ მომენტიდან ბრიუსს უკვე ბრენდას ეძახდნენ. „ბრენდას“ მშობლები ვერ წარმოიდგენდნენ რომ დოქტორის სათამაშო თოჯინებად იქცნენ, მის მეცნიერულ თამაშში, სადაც მას სურდა ჩაეტერებინა ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი, რომელიც მის თეორიას დაამტკიცებდა.

მისი თეორია კი მდგომარეობდა შემდგომში „ სქესი – ერთმნიშვნელოვნად სოციალური ფენომენია, ამიტომ ადამიანის თავდაპირველ ბუნებას აზრი არ აქვს. იქნება ის ქალი თუ კაცი – ამას მხოლოდ ადამიანის აღზრდა, სოციალიზაცია განაპირობებს.“ ოპერაციის შემდგომ პერიოდში ექიმები ხშირად აკვირდებოდნენ „ბრენდა“–ს და ერთმანეთს ადარებდნენ მისი და ტყუპისხალი ძმის განვითარებას. ექსპერიმენტის ჩასატერებლად ეს იყო უბრალოდ იდეალური შანსი. თავის გამოკვლევას დოქტორმა „ ჯონ/ჯოანას ექსპერიმენტი“ უწოდა , სადაც პატარა ბრიუსი არამხოლოდ დაკვირვების იდეალური ობიექტი არამედ ექიმის სისატიკის და არაადამიანურობის მსხვერპლიც გახდა.

მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის რომ „ბრენდა“ გაზრდილიყო როგორც გოგონა. მას სპეციალური ჰორმონების შემცველ წამლებს აძლევდნენ, ყიდულობდნენ კაბებს, იუბკებს და თოჯინებს, დედა ასწავლიდა საჭმლის მომზადებას და მაკიაჟის კეთებას, თუმცა ამ ყველაფერმა მაინც ვერ უშველა. ბრენდას სიარულის სტილი უფრო ბიჭისას გავდა, თამაშების დროსაც უფრო ბიჭურ თამაშებს ირჩევდა და სხვათაშორის არც სკოლის ჩხუბებით ჩამორჩებოდა ბიჭებს. „ბრენდა“–ს ყოველთვის რაღაც შეუგუობლობა აწუხებდა და სულიერ დისკომფორტს განიცდიდა. ის შინაგანად ხვდებოდა რომ გოგონა არ იყო და მშობლების უამრავი მცდელობა დაერწმუნებინათ ის საპირისპიროში, წარმატებით არ დამთავრდა.

თანაკლასელებისგან ის გარიყული იყო. ისინი ამჩნევდნენ მის მოუხერხებელ სიარულის მანერას, მუსკულებს და ინტერესის არ არსებობას ბიჭების მიმართ. აგრეთვე ზედმეტსახელებით აღეზიანებდნენ როგორებიც იყო „მახინჯი“ და “ის” ანუ “he”.
„მას არც ბიჭების და არც გოგონების საპირფარეშოში შესვლის ნებას არ აძლევდნენ“ იხსენებს დედამისი, ჯენეტ რეიმერი.

სიმართლის დამალვა შვილისთვის საშინელი ტანჯვა იყო. მშობლები ძლიერ ემოციურ სტრესში ვარდებოდნენ. დედას რეგულარულად უჩნდებოდა მიდრეკილება სუიციდისკენ, რომელიც საკუთარი თავის დადანაშაულების გრძნობით იყო პროვოცირებული. მამამ მეტი ვეღარ გაუძლო , ის ვერ ეგუებოდა მომხდარს და სმა დაიწყო , ალკოჰოლიკი გახდა.


ბრენდას ძმა

ხოლო ტყუპისცალი ძმა გამოდმებით დეპრესიაში ვარდებოდა და როცა 15 წლის ასაკში სიმართლე გაიგო ბრიუს/ბრენდას შესახებს , მას ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოუწია დაწოლა, სადაც მას შიზოფრენიის დიაგნოზი დაუდგინეს.

როცა ბრიუს/ბრენდამ სქესობრივ სიმწიფეს მიაღწია, მას დაეწყო ხმის ჩახლეჩვა , მხრები გაუგანიერდა და კისერიც გაუსქელდა. იმისთვის რომ მკერდის ზრდის სტიმულირება მოეხდინათ მას დააწყებინეს ესტროგენების* სმა. ჯონ მანი კი ახალი ოპერაციის გაკეთების აზრზე იდგა, რომლის დროსაც ბრიუს/ბრენდას სრულყოფილ სასქესო ორგანოს ჩამოუყალიბებდნენ. მაგრამ ბრიუსმა უარი განაცხადა ოპერაციაზე, შეწყვიტა ყველა ვიზიტი დოქტორთან და დაემუქრა მას რომ ზეწოლის შემთხვევაში ის თვითმკვლელობას ჩაიდენდა.

მიუხედავად იმისა რომ ექსპერიმენტი უკვე აღარ კონტროლირდებოდა, და მისი მომდევნო შედეგებიც მანისთვის უცნობი იყო. ის მაინც აცხადებდა რომ „ ჯონ/ჯოანას ექსპერიმენტი“ წარმატებით განხორციელდა. მანი ირწმუნებოდა რომ „ ქირურგიულად შექმნილი გოგონა სავსებით ქალურია. „ბრენდა“ არის მორცხვი, მორიდებული და მიმზიდველი, მას უყვარს ბავშვები და მზადება. რაც უფრო ყველაზე მნიშვნელოვანია, ის თავის თავს აღიქვამს როგორც გოგონად და სხვებიც ასეთად თვლიან. გენდერი დამარცხებულია .“ ეს გამოკვლევები
აღიარებულ იქნა პრაქტიკულად ყველას მიერ, ფემინისტების ლიდერებიდან დაწყებული პედიატრებით დამთავრებული.

მამამისს აღარ შეეძლო მეტი ტყუილი და მთელი სიმართლე უთხრა ბრიუსს. ერთი მეორეს მიყოლებით ბრიუსმა სამჯერ სცადა თავისმოკვლა. ბოლომცდელობა ტაბლეტების დოზის გადამეტება იყო , რომელიც ბრიუსისთვის კომით დამთავრდა, თუმცა ის გამოჯანმრთელდა. ბრიუსი მიხვდა რომ ახლა ის უკვე თავისუფალი იყო , რომ ყველა მის გრძნობას აზრი მიეცა. ამის შემდეგ მან
დაიწყო ბრძოლა ნორმალური ცხოვრებისთვის – როგორც ადამიანი, როგორც კაცი. პირველი რაც გააკეთა ის იყო რომ შეიჭრა თმები , დაიწყო კაცის ტანსაცმლის ტარება შემდეგ კი ჩაიტარა რამდენიმე ოპერაცია , რომლებიც მიმართულნი იყვნენ რამდენადაც შესაძლებელი იყო აღედგინათ მამრობითი სქესის ნიშნები. აგრეთვე გაიარა აღმდგენადი ჰორმონალური თერაპია და ახალი სახელი დაირქვა , მას
ახლა უკვე დევიდს ეძახდნენ.

მთელი ამდენი ხნის განმავლობაში , მეცნიერული თეორია, რომელიც დევიდის ადრეულ ცხოვრებაზე იყო დამყარებული, ფართოდ ვრცელდეოდა მედიცინაში. მანი ამტკიცებდა რომ რეიმერების ოჯახი „დაიკარგა“ და მათთან დაკონტაქტება შეუძლებელია. ამავდროულად კი მისი თეორია აქტიურად გამოიყენებოდა ჰერმაფროდიტიზმით დაავადებულ ბავშვებში, რომელთა არაერთი ასეული „ნორმალიზებულ იქნა ქალად“, იმის და მიუხედავად რომ როგორც ბრიუსი, მრავალი მათგანიც საკუთარ თავს ქირურგიისგან ტრამვირებულად თვლიდა დან იზრდებოდნენ იმისთვის რომ სქესი ისევ შეეცვალათ.

ჯონ მანის გამოაშკარავება მილტონ დაიმონდისა სტატიისა და დოქტორ ქეით ზიგმუნდსონის მიერ დაიწყო, პსიქიატრისა რომელიც რეიმერს 8–დან 20 წლამდე აკვირდებოდა. სტატია რომელიც 1997 წელს ნაკლებად ცნობილ გაზეთ „ ბავშთა და მოზარდთა მედიცინის არქივ“–ში დაიბეჭდა, მიძღვნილი იყო რეიმერის უარყოფას გოგონათ ყოფნასთან დაკავშირებით.

1997 წელს მრავალმა ტესტმა ფსიქიატრებისგან და ფსიქოლოგებისგან დაამოწმეს, რომ დევიდი მართლაც მამაკაცი იყო.

შემდეგ რეიმერმა ცოლად შეირთო ქალი და მისი სამი ბავშვიც იშვილა. თუმცა დეპრესიულობა და დევიდის ფობიები, მის გენდერულ კომპლექსებთან, ოჯახშიმდიდ დაძაბულობას და უთანხმოებას იწვევდნენ. 2004 წლის 2 მაისს მისმა ცოლმა ჯეინმა შესთავაზა რომ ცოტა ხნით ცალკე ეცხოვრა, დევიდისთვის კი ეს მათი ურთიერთობების დასასრულს ნიშნავდა. ამ შემთხვევიდან 2 დღის შემდეგ მან თავი მოიკლა. ის 38 წლისა გარდაიცვალა.

მისი მშობლები დღემდე გლოვობენ მომხდარის გამო და ყველაფერში დოქტორ მანის ადანაშაულებენ , რომელმაც თავის თავზე „ღმერთის როლი აიღო.“ 2000 წელს Rolling Stone –ის კორესპონდენტმა ჯონ კოლაპინტომ , გამოუშვა წიგნი, რომელიც რეალურად ასახავს დევიდ რეიმერის ისტორიას. წინგს ქვია : „როგორი შექმნა ის ბუნებამ: ბიჭი, რომელიც გოგონად აღზარდეს.“ ასეთდაგვარად პუბლიკისთვის ნათელი გახდა ბრიუს/ბრენდა/დევიდ რეიმერისმ ცხოვრების ყველა დეტალი.

ამ ისტორიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა გენდერის არსებობა და მისი შეუცვლელობა პიროვნებისთვის, რომელიც დაბადებიდან ენიჭება ადამიანს.

დოქტორი ჯონ მანი 2006 წლის 7 ივლისს გარდაიცვალა 84 წლის ასაკში.

ამ თემასთან დაკავშირებით ფილმიც არის გადაღებული, იხილეთ ქვემოთ.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close