არქივი

მარიამი (მარიკა) – გოგონა რომელიც ტყეში გაიზარდა

34327329fb94
უცნაურზე ბევრჯერ მინახავს პოსტები უცხოელ ბავშვებზე, რომლებიც ტყეში გაიზარდნენ, მაგრამ მე მოგითხრობთ ქართველ გოგონაზე, რომელიც გაიზარდა ტყეში.

როცა პირველ კლასში შევედი ჩვენთან ერთად დასვეს გოგონა, რომელიც პირველკლასელის თვალით საკმაოდ უცნაურად მეჩვენა. ხელის კანი ძალიან უხეში ქონდა,ფიზიკურადაც ჩვენზე უფრო დიდი იყო და ხმასაც არ იღებდა, თუმცა სახელი ვათქმევინეთ და გავიგეთ, რომ მას მარიკა ერქვა.პირველი კლასის ბოლოს მარიკამ ვეღარ იარა და როცა მეორე კლასში გადავედით გოგონა ისევ პირველ კლასში დატოვეს. ძალიან დამაინტერესა თუ რატომ აღარ იყო მარიკა ჩვენთან და მაშინ გავიგე მისი ისტორია.
მარიკა გაიზარდა სოფელ სხვიტორიდან 20 კილომეტრით შორს, მთებში

აი ამ სახლში(ძალიან კარგად არ ჩანს, მაგრამ მაინც … სახლი მდებარეობს წერეთლების საგვარეულო სასაფლაოსთან)
61f18d396007
ყავს ორი ძმა. დედა და მამა, რომლებიც არც თუ ისე გონებაგახსნილნი და შესაბამისად არც თუ ისე კარგი მშობლები არიან. ერთი პერიოდი მარიკა სკოლაში თავისი სოფლიდან დადიოდა. დილით უთენია დგებოდა და ტყის ბილიკებით სკოლაში მოდიოდა, ხან ძალიან ტალახიანი ხანაც კი სულ სველი და ხან სულაც ვერ მოდიოდა.
ეს ყველაფერი თითქმის 1 წელს გაგრძელდა მაგრამ მერე მარიკა სხვიტორში ერთმა მოხუცმა ქალმა შეიფარა. უვლიდა გოგონას და სკოლაშიც მოწესრიგებული დაჰყავდა. მარიკას ჰქონდა ყველა წიგნი, სუფთა ტანსაცმელი და რაც მთავარია მყუდრო თავშესაფარი.
რამოდენიმე წლის შემდეგ ეს მოხუცი ქალბატონი გარდაიცვალა (სამწუხაროდ მისი სახელი არ მახსოვს) და დადგა მარიკას მეურვეობის საკითხი.
ეს პერიოდი იყო როცა მარიკა სკოლაში საშინელ მდგომარეობაში მოვიდა. სახის მარჯვენა ნაწილი მთლიანად ჩალურჯებული ჰქონდა. თავიდან არ ამბობდა რა მოუვიდა მაგრამ შემდეგ გვითხრა რომ, თავის ძმებთან თამაშის დროს ერთ-ერთ მათგანს გაუჯავრდა. გოგონას მამა როგორც გითხარით არაა ფსიქიურად გაწონასწორებული და როცა ეს დაინახა აიღო შეშის ნაპობი და მარიკას პირდაპირ სახეში ესროლა.
შემდეგ უფრო დაჩქარდა შვილად აყვანის საკითხი და მარიკა ერთმა უშვილო ცოლ-ქმარმა იშვილა. ახლა ის ცხოვრობს მათთან ერთად და ბედნიერიც ჩანს.
მე ბავშვობიდან ვგიჟდები ამ ბავშვზე. ძალიან მამაცია და კეთილი. ყავს არაჩვეულებრივი კლასელები,რომლებიც მხარში უდგანან.

ადმინისტრაციის მიერ გოგონას სურათი და ძმების სახელები ამოღებულია პოსტიდან მათი უფლებების დაცვის მიზნით.

მსგავსი ამბები

Back to top button