ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

რა თამაშები გამოვა 2012 წელს?!

კომენტარებში ბევრი ითხოვდა მსგავსი პოსტის დადებას, ამიტომ მე მსურს შემოგთავაზოთ იმ თამაშების ჩამონათვალი რომლებიც 2012 წელს გამოვა.

მაშ ასე, ქალბატონებო და ბატონებო, დავიწყეთ!!!

Far Cry 3

გამოსვლის თარიღი: 2012
ჟანრი: FPS
პლატფორმა: PC, X-Box, PlayStation 3
გამომშვები: Ubisoft

2008 წელს გამოშვებული Far Cry 2- ის გაგრძელება… ამჯერად მოქმედება განვითარდება სადღაც ინდოეთისა და წყნარ ოკეანეების წყლებში, ტროპიკულ კუნძულზე. მოთამაშეები მოირგებენ ტურისტ ჯეისონ ბროდის როლს, რომელიც მოხვდა ტროპიკულ კუნძულებზე… ის ეძებს სატრფოს, რომელიც რომელიღაც დაჯგუფების ხელში მოხვდა. ვიდეოდან ჩანს, რომ ჯეისონს საქმე უჭირავს ვინმე ვაასთან, რომელიც ლაპარაკობს სამყაროს სიგიჟეზე. თამაშში შესაძლოა იყოს ლეველების სისტემა, ასევე შესაძლებლობა ჩუმად მოკლა მტერი, რაც წინა ნაწილში არ იყო, და სხვა მრავალი… თამაშსს 2012 წლის ბოლოს უნდა ველოდოთ…

Tom Clancy’s Ghost Recon: Future Soldier

გამოსვლის თარიღი: 25.5.2012
ჟანრი: Tactical Shooter
პლატფორმა: Xbox 360, PlayStation 3, PSP, Wii, Nintendo DS, PC
გამომშვები: Ubisoft

ნორვეგია, ახლო აღმოსავლეთი და აზია. რუსეთმა კვლავ ომი დაიწყო. გოსთები ეომებიან ულტრა-ნაციონალისტურ ძალებს, რომლებაც თავიანთი კონტროლის ქვეშ მოაქციეს რუსეთი და მიმდებარე ქვეყნები. მოთამაშე გააკონტროლებს 4 კაციან ჯგუფს: დესანტი (კოზაკი), სნაიპერი (პეპერი), მზვერავი (30k) და ინჟინერი (ბოუნსი)… თამაშში გაუმჯობესებული იქნება შენიღბვის სისტემა, ასევე თამაში იქნება მთლიანად მესამე პირში გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოისურვებთ დამიზნებასა და სამალავიდან სროლას.
Wii-სა და PSP ვერსიებს სხვა სიუჟეტი აქვს.

Resident Evil Operation Racoon City

გამოსვლის თარიღი: 20.3.2012
ჟანრი: Third-person shooter
პლატფორმა: PC, Xbox 360, PlayStation 3
გამომშვები: Capcom

თამაშში მოქმედება ხდება Resident Evil 2 და Resident Evil 3 შორის, Racoon City-ში, რომლის მოსახლეობას იქცა სისხლისმსმელ ზომბებად მას შემდეგ, რაც კომპანია “ამბრელას” მიერ შექმნილი ბიოლოგიური იარაღი, T-ვირუსი გავრცელდა. თქვენ მოგიწევთ აკონტროლოთ ამერიკის შეიარაღებული ძალების ოფიცერი, რომლის მისიაცაა გაანადგუროს ამბრელას კვალი და დავირუსებული ხალხი, მაშინ, როდესაც სპეცნაზს აქვს დავალებული კომპანიის ნამუშევარის სააშკარაოზე გამოტანა. თამაშში შესაძლებელი იქნება, ასე ვთქვათ “რა-იქნება-თუ” გადაწყვეტილებების მიღება, როგორიცაა Resident Evil 2 და Resident Evil 4-ის მთავარი გმირის, ლეონ კენედის მოკვლა.
მოთამაშეს საშუალება ექნება აკონტროლს ექვსი მოთამაშე:
ვექტორი – ჯგუფის მზვერავი.
ბელთვეი – ასაფეთქებლების სპეციალისტი
ბერტა – ჯგუფის სანიტარი, ექიმი.
სპექტრი – ჯგუფის ზედამხედველი და სნაიპერი
4 თვალი (Four Eyes) – ჯგუფის მეცნიერი, რომელსაც ძალუძს დააპროგრამოს ბიო-ორგანული იარაღი
ლუპო – ჯგუფის ლიდერი

Resident Evil 6

გამოსვლის თარიღი: 20.11.2012
ჟანრი: Survival Horror, Third-person shooter
პლატფორმა: PC, Xbox, PlayStation 3
გამომშვები: Capcom

Racoon City-ს კატასტროფიდან 10 წელი გავიდა, და შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გადაწყვიტა გაამხილოს სიმართლე, თუ რა მოხდა ქალაქში. პრეზიდენტს ეხმარება მისი მეგობარი და კატასტროფას გადარჩენილი, ჩვენთვის კარგად ნაცნობი ლეონ კენედი, მაგრამ როდესაც მათაც დაესხმებიან თავს ბიოლოგიური იარაღით, ლეონს უწევს მის ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილების მიღება: ინფიცირებული პრეზიდენტის მოკვლა. ამავე დროს, ბიოტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ჯგუფის წევრი, ჩვენთვის ასევე კარგად ნაცნობი კრის რედფილდი ჩადის ჩინეთში. მასაც ემუქრება თავდასხმა. უსაფრთხოება არც-ერთ ქვეყანაშია გარანტირებული, მთელი მსოფლიო თავდასხმებს ელოდება. სავარაუდოდ თამაშში კრისსა და ლეონს ერთმანეთის დაპირისპირება მოუწევთ… როგორც შემქმნელები იუწყებიან, ეს არის უდიდეზი ნაბიჯი ამ სერიების ევოლუციაში…

Metro 2034: Last Night

გამოსვლის თარიღი: 2012 შემოდგომა/ზამთარი
ჟანრი: Survival Horror, FPS
პლატფორმა: PC, Xbox, Playstation 3, Wii U
გამომშვები: THQ

მოქმედება ვითარდება 2034 წელს, კვლავ მოსკოვის უზარმაზარ მეტროში. თამაშის სიუჟეტი არის გაგრძელება მეტრო 2033-ის “ცუდი” დასასრულისა (თამაშს ორნაირი დასასრული აქვს), როდესაც არწიომი თავდასხმას აწყობს მისტიურ ზებუნებრივ რასაზე, რომელიც ჩვენთვის ცნობილია როგორც შავები. მეტროს სადგურები იტანჯებია D6-ში ნაპოვნი იარაღის გამანადგურებელი შედეგებით. ამჯერად მოთამაშე მიყვენა არწიომს, პირველი ნაწილის მთავარ გმირს, და ეძებს საიდუმლო “ტყვეს”, რომელიც არი “გარაჩენის გასაღები – უკანასკნელი შუქი მათ ბნელ დროში”…

Sniper: Ghost Warrior 2

გამოსვლის თარიღი: 2012 მარტი
ჟანრი: FPS
პლატფორმა: PC, Xbox, Playstation 3
გამომშვები: City Interactive

სამწუხაროდ, ამ თამაშზე ბევრი ინფორმაცია არ არის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ის არის Sniper: Ghost Warrior-ის სექუელი და გამოვა მარტში. ის შექმნილია Cry Engine 3-ზე.

Diablo III

გამოსვლის თარიღი: 2012 წლის პირველი მეთხედი
ჟანრი: Action role-playing, hack and slash, dungeon crawl, dark fantasy/horror
პლატფორმა: PC, Mac OS
გამომშვები: Blizzard Entertainment

თამაში კვლავ Sanctuary-ში, ბნელ ფანტასტიკურ ლამყაროში დიაბლოს სერიებიდან. 20 წლის წინათ მსოფლიო გადაარჩინა გმირებმა დიაბლო II-დან, რომლებიც გაგიჟდნენ ღვთის მიერ დატეხილი რისხვის შემდეგ :D გმირები არიან დექართ ქეინი და მისი ძმიშვილი ლეა, რომელიც მას თან ახლავს ზოგიერთი ქვესთის დროს. მსოფლიო დრამატულად შეიცვალა Diablo II: Lord of Destruction-ის მოვლენების შემდეგ. არეატის მთის ქვეშ განსაკუთრებული ქვის განადგურების შემდეგ მისი გეოგრაფია მთლიანად შეიცვალა

Prototype II

გამოსვლის თარიღი: 24.4.2012
ჟანრი: Open World, Action
პლატფორმა: PC, Xbox, Playstation 3
გამომშვები: Activision

თამაშის მოქმედება ვითარდება პირველი ნაწილიდან 14 თვის შემდეგ. ნიუ-იორკი კვლავ იტანჯება ვირუსისგან Blacklight, რომელმაც დაავადებული ხალხი მუტანტებად აქცია. ადამიანს, რომლისგანაც ეს ყველაფერი დაიწყო, ალექს მერსერს ზებუნებრივი შესაძლებლობები აქვს. ის წარმოადგენს მუდმივ საფრთხეს მაცხოვრებლებისთვისა და მებრძოლებისთვის.
სახლში დაბრუნებული ამერიკის არმიის სერჟანტი, ჯეიმს ჰელერი აღმოაჩენს, რომ მისი ოჯახი ვირუსით დაიღუპა. მას შურისძიება სწყურია. ალექსი დააავადებს ჰელერს, რაც მას მიანიჭებს იდენტურ შესაძლებლობებს. შემდეგ დატრიალებულ მოვლენეში ჩათრეულია არა მხოლოდ ნიუ-იორკი, არამედ მთელი ამერიკის ჯარი.

Alan Wake’s American Nightmare

გამოსვლის თარიღი: 22.2.2012
ჟანრი: Third-person shooter, action game, psychological thrille
პლატფორმა: Xbox
გამომშვები: Microsoft Game Studios

ალან ვეიქი ჩარჩება არიზონაში. უარესიც, ის მოხვდება მისი Night Springs-ის ეპიზოდში, რომელიც დაწერა ახალგაზრდობაში. ის არის სინათლისა და სიბნელეს შორის ბრძოლაში. ტრეილერის მიხედვით, ალანი მისდევს მისტერ სქრეჩს, პირველი ნაწილის ერთ-ერთი გმირს.

Mass Effect 3

ამ ნაწილში დასრულდება მეთაურ შეპარდის ისტორია. გეიმფლეიზე გავლენას მოახდენს პირველ და მეორე ნ აწილში მიღებული გადაწყვეტილებები. დამალვის სისტემა გაუმჯობესებულია, იქნება ასევე გაუმჯობესებული ხელჩართული ბრძოლები და ყუმბარები. საშუალება იქნება ითამაშოთ 4 კაციან co-op მოდი.

გამოსვლის თარიღი: 6.3.2012
ჟანრი: RPG
პლატფორმა: PC, Xbox, Playstation 3
გამომშვები: EA

P.S. ეს არ არის სრული ჩამონათვალი. თუ მოგეწონათ შემიძლია დავდო მეორე ნაწილი, რომელშიც არანაკლებ კარგი თამაშები შევა.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close