საკითხავისასარგებლოსაქართველო

საქართველო – დამალული მარგალიტი


დასაწყიში მინდა საქართველოს ისტორიაში ორ მოვლენას გაუსვა ხაზი:

პირველი ევროპელები

დმანისში არქეოლოგიური გათხრების შედეგად იპოვეს ორი ჩონჩხი (ჩვენში ცნობილი ზეზვა და მზია).ისინი 1,7 მილიონი წლით დათარიღდნენ და საბოლოოდ განამტკიცეს აზრი იმის შესახებ,რომ ქართველები უძველესი ევროპელები არიან.უამრავმა მედია საშუალებამ საქართველოს ესე უწოდა “ Georgia is a motherland of the first European“.აფრიკელი მოსახლეობა სწორედ საქართველოს გავლით მიგრირებდნენ ევროპულ ქვეყნებში.ასევე სავსებით სავარაუდოა ,რომ იმ დროს ქართველებს ბევრად განვითარებული ტექნიკური საშუალებები ქონოდათ .

ქართველები ასევე შეიყვანეს იმ სიაში,საიდანაც სხვა ერების ფორმირება ხდებოდა.ანუ თამამად შეგვიძლია ვთქვათ ,რომ ევროპაში,აზიისა და ამერიკის ბევრ ქვეყანაში ჩვენგან დაიწყო ცივილიზაცია .ამას გადამეტებულად არ გეუბნებით.კოლონიზაციამ მოგვცა იმის საფუძველი,რომ ამერიკაც მივათვალოთ ამ სიაში.ასე რომ საქართველომ ყველაზე დიდი და პირველი სასწაული შექმნა- ევროპას და ევროპული ქვეყნების ისტორიას საფუძველი გაუკეთა.

ოქროს საწმისი

მინდა გითხრათ,რომ ოქროს საწმისი ლეგენდა უძველესია და წინ უსწრებს ბერძნულ ლეგენდებს,მაგალითად ტროას.

ალბათ ეს ლეგენდა ყველამ ვიცით და აღწერას არ დავიწყებ.მთავარი საკითხი,რაზეც მსურს ყურადღება გავამახვილო არის 1. აიეტის უძლიერესი სამეფო 2. მედეას გრძნეული ბუნება 3 ოქროს საწმისის საიდუმლო .საოცარია,რომ კოლხეთის სამეფომ ბერძნების ასეთი ყურადღება გამოწვია.რათქმაუნდა ამის მიზეზი ოქროს საწმისი იყო .დღესაც დაობენ,თუ რას წარმოადგენდა ოქროს საწმისი.ბევრი ამბობს ,რომ ეს იყო ცხვრის ბეწვზე დაწერილი ოქროს დამუშავების საიდუმლოება,რადგან კავკასიონის მდინარეებს ოქროს ქვიშა ჩამოქონდა და ეს ქვიშა ბეწვზე ილექებოდა.მისი მერე უამრავმა ბერძენმა აღწერა ლეგენდა კოლხეთის შესახებ და მიუძღვნა მათ ქება და დიდება.რათქმაუნდა უდიდესი ქება და დიდება ეკუთვნის ქვეყანას,რომელიც არამარტო ოქროს ამუშავებდა,არამედ მთლიანად კულტურა შექმნა.ეს ყველაფერი დღესაც მიმზიდველია ბევრი ტურისტისთვის,ისტორიკოსისთვის და არქეოლოგისთვის.ბევრი ამბობს,რომ სვანებს,რომლებიც კოლხეთის სამეფოში ცხოვრობდნენ,ეხლაც შენახული აქვთ ეს ტექნოლოგია.

20-21 საუკუნე

მინდოდა დავით აღმაშენებელზე,გორგასალზე,კიდევ მრავალ მეფესა და თქმულებებზე დამეწერა,მაგრამ ეს ყველაფერი არაა მნიშვნელოვანი.ისედაც ყველამ ვიცით .

20 -ე საუკუნემ საქართველოს დიდი დაღი დაასვა.

დაიკარგა ეროვნულობის და რწმენის შეგრძნება,აშენდა უამრავი მახინჯი შენობა,დაინერგა ასევე მახინჯი კომუნისტური იდეოლოგია.მონაწილეობა მივიღეთ მსოფლიო ომში,სადაც დიდი დანაკარგი ვნახეთ.დავკარგეთ ეროვნული თვითშეგნება.დაგვავიწყდა ოქროს საწმისიც და უძველესი ევროპელობაც ,რადგან დიდმა ურჩხულმა გადაგვყლაპა.ქართული მენტალიტეტიც კომუნისტურად შეიფუთა და შეიძინა უამრავი არარსებული თვისებები -ქართველებს მუშაობა ეზარებათ,ნიჭიერები არიან,მაგრამ ზარმაცები,დამახინჯდა ტრადიციებიც.თითქოს დავკარგეთ ქართველი ქალიც….

ამდენწლიანმა დაღმავლობამ ქართველები შეაძულა თვითონ ქართველებსაც.ალბათ ეს გახლდათ ჩვენი მტრის იდეაც.
მოდი პატარა ბრენდინგი ჩაუტაროთ ქართველს და ჩამოვთვალოთ ის თვისებები,რომელიც მას 20 საუკუნის პროპაგანდამ მიცა. 1 სუსტი 2 ზარმაცი 3 მედროვე 4 მოღალატე 5 არაშრომისუნარიანი და კიდევ უამრავის ჩამოთვლა შეგვიძლია..მაგალითად ავიღოთ შუა ასაკის ხალხის სლოგანები:

‘’მახსოვს ცოლ შვილს დავტოვებდი და ძმაკაცები წავიდოდით მოსკოვში საქეიფოდ ‘-ღრეობის პროპაგანდა
„მახსოვს რუს ქალებს ათ წუთში ვკერავდით .რა მაგარი ეს სლავი ქალი „-მოღალატეობის და მრუშობის პროპაგანდა

‘’ ჩვენ დროს იმდენი ფული ტრიალებდა,საბჭოთა კავშირის გაღმა სულ არ ვიხედებოდით „-დაკარგული მსოფლმხედველობა,მომატებული მერკანტული თვისებები.

რა მოუვიდათ პირველ ევროპელებს?

ჩემი სუბიექტური აზრით, რეჯიმმა საქართველოს დიდი რებრედინგი ჩაუტარა.ეს გეგმა იმდენად ხანგრძლივი აღმოჩნდა,რომ ეხლაც გვესმის მისი გამოძახილები , შეცვალა კაცის გუნება და ხასიათი,ოჯახის ფსიქოლოგია.სამწუხაროა ისიც ,რეჟიმი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა,რომ თავად ქართველს დააჯერა ეს და ანტიქართული სლოგანები ჩაუნერგა ტვინში.მარტივად რომ ვთქვათ ქართველი კაცის სიმბოლო გახდა ზუსტად ისეთი ბრენდი,ჩვენ რომ დავახასიათეთ.

დიდი ხანია საქართველოს მთიანეთში ვისვენებ ხოლმე და უკვე კარგად შევისწავლე მათი წეს-

ჩვეულებები.

გასაოცარია,მაგრამ იქ ეხლაც ცემს ოქროს საწმისის სუნი.საოცარია,რომ შენარჩუნებული აქვთ ოჯახის ერთგულება,პატივისცემა და ასე შემდეგ.მახსენდება ვაჯას სტატიები კოსმოპოლიტიზმზე.მახსენდა ალექსანდრე ყაზბეგის უამრავი მოთხრობა,სადაც დაგმობილი ბევრი ტრადიცია ,თუნდაც ქალის აუგად აგდება,შეუმწყნარებლობა.ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალება,რომ ნამდვილი ქართველი ადამიანის მიახლოებითი სახე შევქმნათ.აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.ადამიანს,რომელსაც მაღალი იდნეტურობა აქვს,ვერაფერი შეცვლის.იდეოლოგიამ ვერაფერი განაწყო ეგრეთწოდებულ მთის ხალხზე.ამაზე რათქმაუნდა ბევრმა ფაქტორმა იმოქმედა 1 ისინი შედარებით დაშორებულები არიან ქალაქს და ინდუსტრიალიზაციას 2 ბევრად ღრმად აქვთ გამჯდარი კულტურული და ისტორიული ფესვები .ეს იწვევს იმას,რომ მათ იდენტურობა შეინარჩუნეს, კი არადა განავითარეს .რათქმაუნდა ეს ყველაფერი შედარებითია,რადგან მთაშიც შემორჩენილია მტრის დატოვებული უამრავი ნაკვალევი .მინდაა შემოგთავაზოთ საქართველოს მთიანეთის სურათები.მე პირადად მაჟრიალებს ხოლმე,როცა ვუყურებ და ვტკბები ჩვენი სულიერებით და ეროვნულობით.

რა ხდება ეხლა,21 საუკუნის დასაწყისში? მინდა გითხრათ ,რომ კვლავ ახალი ქართველი ყალიბდება .თუმცა ჩემი აზრით ბევრად მაღალი თვითშეგნების და განვითარების ,ვიდრე 20 საუკუნის.ეხლა ჩვენ მარტონი ვართ ჩვენს თავებთან.ჩვენვე ვქმნით სახეს.ვყიდულობთ აიფონებს,გაგვყავს ინტერნეტი ,ვწერთ სტატიებს,ვაკრიტიკებთ ერთმანეთს,ვაკეთებთ ფულს.თუ ფული არ გვაქვს,ვცდილობთ შევეგუოთ ამ დროებას და უკეთესი დროის მოლოდინში ვიცხოვროთ,ანდა არც შევეგუოთ .მაგრამ მიუხედავად შეგუება არ შეგუებისა,ბევრად უფრო ღრმად გვაქვს ჩამჯდარი ეროვნულობის გრძნობა,რადგან ასე თუ იე დამოუკიდებლები ვართ და ქვეყნიდან გაქცევაზე არ ვფიქრობთ.პირიქით მივდივართ ამერიკაში,გერმანიაში სასწავლებლად და ჩამოვდივართ კვალიფიციურები,ან საერთოდ არ მივდივართ,თუ საშუალება არ გვაქვს.განათლების მიღება სახლშიც შეიძლება,მთავარია მიღების საშუალებები არსებობდეს ,რომელიც 21 -ე საუკუნეში უხვადაა. ტერიტორიებს კვლავ ვერაფრით ვიბრუნებთ და თითქოს ეს ფაქტი ისევ ძველ წლებში გვაბრუნებს,რადგან გული გვტკივა და ბევრ ცუდ თვისებას გვმატებს-იმედგაცრუებას,სევდას, მაგრამ ბრძოლის ჯინსაც. საბოლოო ფორმირებას ალბათ წლები დასჭირდება.

თუმცა მე და ბევრი ადამიანი ალბათ 21 საუკუნეშიც, ჩვენი უნიკალურობის დასამტკიცებლად და შესანარჩუნებლად ავალთ ისევ მთაში,დავჯდებით გერგეთის ტაძრის წინ,ან შატილის ხეობაში,ან თუშეთში ცხვრებთან და გაგვახსენდება ზეზვა და მზია. ოქროს საწმისი,დავით აღმაშენებლი.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close