ვიდეოებისასარგებლოუცნაური

აუდიტორიო-დე-ტენერიფე

აუდიტორიო-დე-ტენერიფე_ს საკონცერტო დარბაზი რომლის მნახველნიც აღფრთოვანებას ვერ მალავენ.მართლაც რომ შთამბეჭდავი არქიტექტურული ნიმუშია რომლის ავტორი გახლავთ “სანტიაგო კალატრავა”. ეს შესანიშნავი საკონცერტო დარბაზი ესპანეთში,კერძოდ კი კუნძულ ტენერიფეს ქალაქ სანტა-კრუსის ცენტრში დგას. 
“აუდიტორიო-დე-ტენერიფე”_ს მშენებლობა 1997 წელს დაიწყო და 6 წელი გაგრძელდა,ხოლო 2003 წელს გრანდიოზული ზეიმით გაიხსნა.დარბაზის შენობა ექსპრესიონიზმის სტილშია გაკეთებული; ეს არის xx საუკუნის პოსტმოდერნისტული არქიტექტურის ნამდვილი შედევრი.შენობის ფართობი 23 000 კვადრატული მეტრია,მთავარი ამფითეატრი 1616 ადგილისათვისაა გათვლილი.სცენიდან,პარტერის ორივე მხარეს,ჭერის ქვემოთ განთავსებულია ორღანის მილები: ეს გახლავთ უნიკალური ორღანი,რომელიც კატალონიელი ალბერტ ბლანკაფორტას დიზაინის მიხედვითაა შექმნილი.დიზაინისა და ტექნიკური მხარის თავისებურების გამო ექსპერტები მას აბსოლიტურ ინოვაციას უწოდებენ თანამედროვე მუსიკაში.კამერული დარბაზი 422 ადგილზეა გათვლილი.ვესტიბულებში ორი მხრიდანაა შესასვლელი,გარეტ კი ორი ტერასაა,საიდანაც ულამაზესი ზღვის ხედი მოჩანს.ძალიან შთამბეჭდავია შენობის გამის განათებაც.ნაგებობა შეტანილია ჩვენი პლანეტის ყველაზე ორიგინალურ შენობათა რიცხვში.ეს ორიგინალური საკონცერტო დარბაზი სანტა-კრუსის სავიზიტო ბარათია.

P.S. ორღანის გამორჩეულობა და ორიგინალურობა კარგად ჩანს ვიდეოში.

 

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close