გასართობისაკითხავისასარგებლო

მხოლოდ ფაქტები.

ჩემს მიერ შეგროვილი ფაქტები

1. ყველამ იცის, რომ გამოთქმა „ევრიკა“ არქიმედეს ეკუთვნის, „და ის მაინც ბრუნავს“ – გალილეის, ნიუტონის ცნობილი გამოთქმა კი ასეთია – „ჰიპოთეზებს არ ვიგონებ“

2.1715 წელს საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეწვათ ყველა წიგნი, რომელიც აბსოლუტური მონარქიის საწინააღმდეგო აზრს ან რამე მინიშნებას შეიცავდა. თუმცა, ამავე გადაწყვეტილებით, პარლამენტმა ხელი შეუწყო, მეამბოხე აზრები გაევრცელებინა გაუნათლებელ, წერა-კითხვის უცოდინარ ადამიანებშიც კი, რადგან ჯალათი ვალდებული იყო, დაწვრილებით მოეყოლა ის, რისთვისაც ეს წიგნი ნადგურდებოდა.

3. ჰოლანდიაში დგას ლავრენტი კოსტერის ძეგლი, ბელგიის ქალაქ ბრიუგეში – იოან ბრიტოს, იტალიაში – პამფილიო კატილდრის… სასტამბო საქმის პიონერად კი ოფიციალურად მიჩნეულია იოჰან გუტენბერგი, რომლის ძეგლებიც ევროპის ბევრ ქალაქში დგას.

4.არც ისე დიდი ხნის წინათ აღმოაჩინეს ახალი მინერალი, რომელსაც ტრანკვილიტიტი დაარქვეს იმიტომ, რომ ის სიმშვიდის ზღვის ფსკერზე აღმოაჩინეს… მთვარეზე.

5. სალვადორ დალი ავსტრიელ მხატვარს ერიხ ფუქსს „ავსტრიელ დალის“ უწოდებდა, თავის თავს კი „ესპანელ დიურერს“.

6. ჩერნობილში მომხდარი ატომური ელექტროსადგურის ავარიის შემდეგ წლებში ყაყაჩოს ყვავილის ბუტონების დიამეტრი 40-50 სანტიმეტრს აღწევდა.

7. სან-ფრანცისკოს მეტეოროლოგიური ბიურო ამინდის პროგნოზს ყოველდღე ასეთი სახით გადმოსცემს: „წვიმის ალბათობა 7-3-ზეა, ან თოვლი არ იქნება ალბათობით – 8-2-ზე“. საქმე ისაა, რომ ბიუროს ხელმძღვანელი პროპორციას 10 თანამშრომლის მონაცემებით ადგენს.

8. ყელსახვევები პირველად ხორვატებს ეკეთათ

9.135 წლის წინათ პარიზში ზედა სართულის მობინადრეებს ჰიდრავლიკური ლიფტი ემსახურებოდათ. ამ კომფორტისთვის ისინი ბინის ქირას გაცილებით მეტს იხდიდნენ, ვიდრე დაბლა სართულზე მცხოვრებნი

წყარო. ჟურნალი თბილისელები

loading...
თეგები

rustavski

me vcxovrob rustavshi var 18 wlis

მსგავსი ამბები

Close
Close