არქივი

კურიოზები სამართალში (5 სასცილო დანაშაული) …

a6cfa1f1ccf8

წარმოგიდგენთ 5 ყევლაზე სასცილო დანაშაულს და დამანაშავეს…

 მე-5 ადგილი:
ამერიკეაში ერთმა კაცმა სიგარები იყიდა. იგი ისეთი ძვირფასი იყო, რომ დაზღვევა გადაწყვიტა ხანძრის გაჩენის შემთხვევაში. ორი თვის შემდეგ სიგარები გათავდა. მას, კი სადაზღვეო კომპანიაში თანხა ჰქონდა შესატანი. მან კომპანიას განუცხადა, რომ მისი სიგარები მცირე ხანძრის შედეგად დაიწვა. კომპანიამ რა თქმა უნდა უარი განუცხადა ანაზღაურებაზე, რაზეც სასამართლოში უჩივლა. ჯელტმენმა საქმე მოიგო, სადაზღვეო კომპანიას 10 000 დოლარის გადახდა დაეკისრა “დაზარალებულის” სასარგებლოდ. მაგრამ ჩეკის აღება მაინც ვერ მოასწრო, რადგან პროცესის დასრულებისთანავე ის დააკავეს, დაზღვეული ნივთის ძალით გადანგურების ბრალდებით და მიესაჯა 24 თვით პატიმრობა და 25 000 დოლარი ჯარიმა.

 მე-4 ადგილი:
ერთმა ქალბატონმა პოლიციაში განაცხადი შეიტანა მანქანის გატაცების შესახებ, განაცხადში აღნისნა, რომ მანქანაში მობილური ტელეფონიც დარჩა. პოლიციელმა მობილურზე დარეკა და გამტაცებელს განუცხადა, რომ ერთ-ერთ გაზეთში წაიკითხა მანქანის შესახებ და უნდოდა მისი შეძენა.პოლიციელმა დაუთქვა გამტაცებელს შეხვედრა, შეხვდა, დაიჭირა და გაასამართლა.

 მე-3 ადგილი:
რამოდენიმე შეიარაღებული პირი მუსიკალურ მაღაზიაში შევარდა გასაძარცვად, ერთ-ერთმა დაიყვირა: “არავინ გაინძრეს, თორემ ვისვრი!”. როცა მისი ტანამზრახველი სალაროსაკენ წავიდა, მან თავისი სიტყვა შეასრულა, ესროლა და დაჭრა.

მე-2 ადგილი:
ახალგაზრდა ბიჭი დაინტერესდა პოლიციელების ახალი ბორტ-კომპიუტერით, რომელიც მანქანაშია დამონტაჟებული და თხოვა ეჩვენებინა როგორ მუშაობდა. პოლიციელმა პირადობის მოწმობა გამოართვა და მისი პირადი მონაცემები კომპიუტერში შეიყვანა. აღმოჩნდა რომ ინტერესიანი ახალგაზრდა ძარცვისთვის იძებნებოდა და იგი დააპატიმრეს.

 1-ლი ადგილი:
ამერიკის ერთ-ერთი შტატის სასამართლოში ბრალდებულმა, რომელსაც ნარკოტიკების შენახვაში ედებოდა ბრალი, განაცხადა რომ ის უკანონოდ, ორდერის გარეშე გაჩხრიკეს. პროკურორმა განაცხადა, რომ იმ მომენტში მისი კურტკა საეჭვოდ გამოიყურებოდა და პოლიციელს ეჭვი გაუჩნდა, რომ კურტკის შიგნით იარაღს მალეავდა და ასეთ შემთხვევში ჩხრეკისათვის ორდერი არაა საჭირო. “სრული იდიოტობაა”-თქვა ბრალდებულმა-” მე იმავე კურტკაში ვზივარ და მითხარით სად შეიძლებოდა იარაღის დამალვა?”. ამ სიტყვებთან ერთად კურტკა გაიხადა და მოსამართლეს გაუწოდა, რომელმაც კურტკის შინგნით კოკაინის შეკვრა აღმოაჩინა. გამოცხადდა შესვენება, რადგან მოსამართლე ხუთიოდე წუთის განმავლობაში სიცილისგან თავის შეკავებას ვერ ახერხებდა.

წყარო: ბლოგი (არა)იურისტებისათვის 

მსგავსი ამბები

Back to top button