საკითხავისასარგებლოსურათები

სამეფო კობრა


10 ფაქტი მის შესახებ


1. სამეფო კობრა ყველაზე დიდია შხამიან გველებს შორის. მისი სიგრძე 6 მეტრამდე შეიძლება აღწევდეს.


2. მიუხედავად სახელწოდებისა, ნამდვილ კობრათა ოჯახს არ მიეკუთვნება და ჩამოყალიბებულია ცალკე ჯიში.


3. სამეფო კობრა ერთერთი გამონაკლისი გველია, რომელიც იკვებება სხვა გველებითაც, მათ შორის შხამიანითაც.


4. ერთმანეთთან შეხვედრისას სამეფო კობრები ეტოლებიან ხოლმე და რომელიც უფრო მოკლეა სიმაღლეში, ჩუმად მიიპარება.


5. თავისი ნაკბენით სპილოს მოკვლა შეუძლია.


6. სხვა გველებისგან განსხვავებით ის აკონტროლებს თავის შხამს. ადამიანებს ის ხშირად შხამის გარეშე კბენს, ზედმეტი რომ არ დახარჯოს იმაზე, რაც მას საკვებად არ გამოადგება.


7. სამეფოკობრას 2 სასქესო ორგანო აქვს.


8. სამეფო კობრების სქესობრივი აქტი შეიძლება გაგრძელდეს 72 საათის განმავლობაში.


9. სხვა გველებისგან განსხვავებით ის აშენებს ბუდეს და ზრუნავს საკუთარ შვილებზე.


10. ამბობენ, რომ მას გააჩნია ფენომენალური მეხსიერება და თავისუფლად შეუძლია ასეული ადამიანიდან განასხვავოს ის, რომელმაც ის დაიჭირა.

***********************************************************************************
***********************************************************************************


ჩემი პოსტები

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close