არქივი

ჰიროსიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვა

7efaf37c41b4
ჰიროსიმას და ნაგასაკის ატომური დაბომბვა იყო იაპონიის წინააღმდეგ აშშ ბირთვული შეტევის მაგალითი მეორე მსოფლიო ომის დროს. 1945 წლის 6 აგვისტოს ბირთვული ბომბი სახელად ”პატარა ბავშვი” (“Little Boy”) ჩამოგდებული იქნა ქალაქ ჰიროსიმაში, ხოლო სამი დღის შემდეგ მეორე ბომბი სახელად ”მსუქანი კაცი” (“Fat Man”) ნაგასაკში.

მსხვერპლთა რაოდენობის ზუსტად დადგენას რამდენიმე ფაქტორი უშლის ხელს: ომისდროინდელი უზუსტო მონაცემები, ის გარემოება რომ მსხვერპლთა საერთო რაოდენობა ზოგადად საკმაოდ დიდი იყო და ისინი სხვადასხვა დროს გარდაიცვალნენ სხივური დაავადების შედეგად, აგრეთვე პოლიტიკური სპეკულაციები რომლის დროსაც მსხვერპლთა რიცხვს ხან აზვიადებდნენ ხან კი ამცირებდნენ. მიჩნეულია რომ ბირთვული დაბომბვის და მასთან დაკავსირებული გარემოებების შედეგად ჰიროსიმაში 140 000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 74 000 ნაგასაკიში. ორივე ქალაქში მსხვერპლთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.

იაპონიის კაპიტულაციაში ამ დაბომბვის როლი და საერთოდ მეორე მსოფლიო ომის დრო ბირთვული იარაღის გამოყენების მართლზომიერება იყო და არის კამათის საგანი. აშშ-ში გავრცელებული შეხედულების თანახმად ბირთვული იარაღის გამოყენებამ ომის დასრულება დააჩქარა და ამგვარად იხსნა იმათი სიცოცხლე ვინც დაიღუპებოდა ომი რომ კიდევ დიდი ხნით გაგრძელებულიყო, კერძოდ-აშშ რომ შეჭრილიყო უშუალოდ იაპონიის ტერიტორიაზე. იაპონიაში კი მიიჩნევენ რომ დაბომბვა საჭირო არ იყო და შეგნებულად ასეთი საშინელი ძალის მიყენება მშვიდობიან მოსახლეობაზე უზნეობაა.

დაბომბვა

4098e59e602a

ჰიროსიმა უპირველესი სამიზნე იყო (მეორე იყო კოკურა და მესამე ნაგასაკი) 1945 წლის 6 აგვისტოს ბირთვული შეტევისას. ბომდამშენი ბ-29 ”ენოლა გეი” რომელსაც მართავდა და მეთაურობდა აშშ სამხედრო-საჰაერო ძალების 509-ე ჯგუფის პოლკოვნიკი პოლ ტიბეტსი აფრინდა წყნარი ოკეანის კუნძულ ტინიანიდან. ამ კუნძულიდან იაპონიამდე 6 საათის საფრენი გზა იყო. დაბომბვის თარიღი-6 აგვისტო არჩეულ იქნა იმიტომ რომ წინა დღეებში სამიზნე ქალაქში ღრუბლიანი ამინდები იდგა. 6 აგვისტოს კი კარგი ამინდი გამოვიდა და მოწყობილობები კარგად მუშაობდნენ. საზღვაო კაპიტანმა უილიამ პარსონსმა დეტონატორები ჩართო აფრენიდან ცოტა ხნის შემდეგ რადგან აფრენამდე ისინი გამორთული იყვნენ უსაფრთხოების მიზნით, ხოლო მისმა ასისტენტმა, ლეიტენანტმა მორის ჯეპსონმა მოაშორა დამცველები მიზნის მიღწევამდე 30 წუთით ადრე. შეტევა განხორციელდა ისე როგორც დაგეგმილი იყო და ურანის ბომბმა წარმატებით იმუშავა.

ჰიროსიმას დაბომბვაში სამი თვითმფრინავი იღებდა მონაწილეობას: ”ენოლა გეი” (პოლკოვნიკმა ტიბეტსმა მას საკუთარი დედის სახელი უწოდა), ”დიდი ხელოვანი” რომელსაც რადიოაპარატურა უნდა ჩამოეშვა პარაშუტით ეთერში აფეთქების ინფორმაციის გადასაცემად და მაშინ ჯერ კიდევ უსახელო ბომდამშენი რომელსაც მოგვიანებით ”აუცილებელი ბოროტება” უწოდეს-მას ფოტო და კინოკამერები იყო მოთავსებული.

ბ-29 ტიპის ბომდამშენებს რომელთა მიზანი ჰიროსიმას დაბომბვა იყო, წინ უსწრებდა იმავე კუნძულ ტინიანიდან ერთი საათით ადრე აფრენილი სამი სხვა თვითმფრინავი რომელთა მიზანი სამიზნე ქალაქებში ამინდის დაზვერვა იყო. ერთ-ერთმა თვითმფრინავმა პირველმა მიაღწია მიზანს-ქალაქ კოკურას მაგრამ იქ ღრუბლიანი ამინდი იყო და ამის გამო მზვერავმა თვითმფრინავმა ”ენოლა გეის” რადიოთი მისცა ნიშანი-”დაბომბვა მოხსნილია!”. ასეთივე ამინდი იდგა მეორე სამიზნეში-ნაგასაკიში.

დაბომბვამდე ერთი საათით ადრე იაპონელთა ადრეული აღმოჩენის რადარების ქსელმა დააფიქსირა ამერიკული თვითმფრინავების ჯგუფი რომელიც იაპონიის სამხრეთს უახლოვდებოდა. გამოცხადდა განგაში და რადიომაუწყებლობა იაპონიის ბევრ ქალაქში შეჩერდა (მ.შ. ჰიროსიმაშიც). ამერიკული თვითმფრინავები ძალიან დიდ სიმაღლეზე დაფრინავდნენ. ადგილობრივი დროით რვა საათზე იაპონური რადარის ოპერატორმა დაადგინა რომ იაპონიის სახრეთს არა უმეტეს სამი თვითმფრინავი უახლოვდებოდა და საჰაერო განგაში გაუქმებულ იქნა და იაპონელებმა საწვავის და თვითმფრინავების დაზოგვის მიზნით ამერიკული საჰაერო ესკადრილიისათვის გზის გადაჭრა გადაიფიქრეს.

მზვერავმა თვითმფრინავმა რომელსაც მაიორი კლოდ იზერლი მეთაურობდა მიაღწია ჰიროსიმას და მასში არსებული კარგი ამინდის გამო ეთერში რვა ნიშანი-Y2, Q2, B2, C1 გაგზავნა რაც ნიშნავდა-”ხედვა კარგია, რეკომენდაციას ვიძლევი დაიბომბოს პირველადი მიზანი”. შესაბამისად ”ენოლა გეიმ” კურსი აიღო ჰიროსიმისაკენ.

ჰიროსიმის დროით 8 საათსა და 15 წუთზე ”ენოლა გეიმ” ჩამოაგდო ატომური ბომბი სახელად ”პატარა ბავშვი” ჰიროსიმის ცენტრის თავზე. ბომბი ჰაერში, დაახლოებით 600 მეტრი სიმაღლის თავზე აფეთქდა და აფეთქების სიმძლავრე 13 კილოტონა იყო (ურან-235 საკმაოდ არაეფექტურ საწვავად ითვლებოდა-ურანის ამ იზოტოპის მხოლოდ 1,38 % შედიოდა ჯაჭვურ რეაქციაში). აფეთქების შედეგად მაშინათვე დაიღუპა 90 000 ადამიანი, მათ შორის იყვნენ დაახლოებით 2 000 იაპონელი ამერიკელი. მიჩნეულია რომ დაიღუპნენ აგრეთვე ომის ტყვეებიც. ჰიროსიმაში ყველაფერი პირწმინდად განადგურდა 1,6 კმ რადიუსში, ხანძარი მოედო 11,4 კვადრატულ კილომეტრ ფართობს. ქალაქში არსებული შენობების 90 % ან მთლიანად დაინგრა ან დაზიანდა.

დაბომბვის შემდგომი მსხვერპლი

1945 წლის დეკემბრისათვის ათასობით ადამიანი დაიღუპა სხივური დაავადებისგან რის შედეგადაც დაღუპულთა საერთო რიცხვმა 140 000 ადამიანს მიაღწია. სტატისტიკურად დადგენილია რომ 1950 – 1990 წლებს შორის კიდევ რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა დასხივების შედეგად.

დაბომბვას გადარჩენილები

იაპონიაში ატომურ დაბომბვას გადარჩენილებს უწოდებენ ”ჰიბაკუშას” რაც სიტყვასიტყვით ”დასხივებულ ხალხს” ნიშნავს. დაბომბვის შედეგებია იაპონური ომისშემდგონი პაციფიზმის და ბირთვული იარაღის აკრძალვის მოძრაობის საფუძველი. 2005 წლისათვის იაპონიაში ცხოვრობს დაახლოებით 266 000 დაბომბვას გადარჩენილი ადამიანი.

დაბომბვას გადარჩენილი კორეელები

ომის განმავლობაში იაპონიამ ჰიროსიმაში და ნაგასაკიში ბევრ კორეელ ახალწვეულს მოუყარა თავი და მათ იძულებით ამუშავებდნენ. ბოლო მონაცემების თანახმად 20 000 კორეელი დაიღუპა ჰიროსიმაში ატომური ბომბის აფეთქების შედეგად, ხოლო ნაგასაკიში კი 2 000. მიჩნეულია რომ ჰიროსიმაში დაღუპულთაგან ყოველი მეშვიდე სწორედ კორეელი იყო. დიდი ხნის განმავლობაში კორეელები ცდილობდნენ რომ ისინი დაბომბვის მსხვერპლად ეღიარებინათ და დახმარება მიეღოთ. თუმცა ასეთი მცდელობები უფრო ბოლო წლების განმავლობაში გახდა აქტუალური და ჯერ-ჯერობით ისინი ბოლომდე არ დაკმაყოფილებულა.

მსგავსი ამბები

Back to top button