მისტიკასაკითხავიუცნაური

სიცოცხლის ზღვარს მიღმა

საჭიროა თუ არა ამ სამყაროს დატოვება,რომ დავრწმუნდეთ ჩვენს არსებობაში სიცოცხლის შემდეგ?აღმოჩნდა, რომ არა :)

არის ასეთი კატეგორია, როდესაც სულისა და სხეულის განცალკევება ჰიპნოზის მეშვეობით ხდება.
ამგვარი ტიპის ექსპერიმენტები აღწერილია ჰ.ჰარტომის– სოციოლოგიის პროფესორის მიერ.ის ამას უწოდებს ექსტრასენსული მოგზაურობის მაგალითს.ეს კი თვითმხილველების ისტორია:

ჯერ კიდევ 1850 წელს,შოტლანდიაში ვინმე ჯონ პარკი იყო უილიამ რეიდის მიერ დაჰიპნოტიზირებული, მას დაევალა ორი ვეშაპებზე მონადირე გემის “როსსის” და “ეკლიპსის” მონახულება,რომლებმაც წინა დღეს დატოვეს პორტი.

პარკმა შეასრულა ბრძანება და დაბრუნების შემდეგ უილიამს შეატყობინა, რომ ამჟამად გემის კაპიტანი და ქირურგი ბინტით ხელს უხვევს ეკიპაჟის ერთ-ერთ წევრს, რომელმაც ვეშაპებზე ნადირობის დროს ხელი დაიზიანა.
მეორე საღამოს პარკი ისევ ეწვია “როსსის” და გაიგონა საუბარი ამ  და “ეკლიპსი” გემის კაპიტნებს შორის. საუბარი ეხებოდა იმას, რომ ორივე გემი მალე უნდა დაბრუნდეს პორტში, რადგან 100 ტონაზე მეტი ვეშაპის ცხიმი უკვე შეაგროვეს.შემდგომში,ორივე კაპიტანმა დაადასტურა ამგვარი საუბრის არსებობა. მათ მართლაც ჩამოიტანეს 100 ტონაზე მეტი ცხიმი. ასევე დადასტურდა ეკიპაჟის წევრის ხელის დაზიანება.

ერთის მხრივ, ადამიანებმა, რომლებმაც გადაიტანეს კლინიკური სიკვდილი, მახსოვრობა უქვეითდებათ, მაგრა, მეორეს მხრივ- სულის და სხეულის განცალკევება ზოგ შემთხვევაში სიკვდილთან ახლოს მყოფ მდგომარეობაში ხდება. ზოგ შემთხვევაში კი, ეს ისეთ ადამიანებს შეემთხვა, რომლებიც საერთოდ ავადაც კი არ იყვნენ.სიკვდილის გამოცდილება, არის ბევრ შემთხვევაში იმასთან ახლოს, რასაც ადამიანები განიცდიან ხანგრძლივი იზოლაციის დროს.ამიტომაც, ამერიკელი რეანიმატოლოგი, რაიმონდ მოუდი ამბობს, რომ სიკვდილის გამოცდილება და სხვა გრძნობები უნდა განცალკევდეს.

სხეულსგარეთა გამოცდილება

სხვა მეცნიერები, მაგალითად ფილოსოფოსი პ. ელმედერი ამბობს რომ სისულელეა ამ ორი შეგრძნების განცალკევება, რადგანაც ორივე შემთხვევის დროს განცდები ერთი და იგივეა და სული სხეულს გარეთ გამოდის.

წიგნში ” სიკვდილის მეორე მხარე : სიცოცხლის სიკვდილის შემდეგ დამტკიცება” ელმედერი აღწერს, რომ სხეულსგარეთა გამოცდილების ყველა შემთხვევა არაა დაკავშირებული რაიმე ტრავმასთან ან კლინიკურ სიკვდილთან. ხშირად ადამიანები ამას განიცდიან სიზმარში ან რაიმე სტრესულ სიტუაციაში.უცებ, მათ საშუალება ეძლევათ დაინახონ საკუთარი სხეული გვერდიდან(უფრო ხშირად ზევიდან) და შემდგომში აღწერენ ყველაფერს, რაც ხდებოდა ოთახში, მათი არყოფნის დროს- ვინ შემოვიდა, რა ილაპარაკა, რა გააკეთა. ამ წიგნში ასევე ბევრი ადამიანის ისტორიაა, რომლებმაც ეს განიცადეს, სხვადასხვა სიტუაციებში.

ასტრალური პროექცია

ასეთი ინციდენტების გარდა, არის სხვა შემთხვევებიც, როდესაც სხეულის და სული განცალკევება განზრახ ხდება. ამას ეწოდება ” გააზრებული ასტრალური პროექცია” . ამ ექსპერიმენტის ლაბორატორიული გამოკვლევა არის აღწერილი ამერიკელი მეცნიერ ჯ.მიშლავის წიგნში “ცნობიერის წყარო”. ექსპერიმენტებს ატარებდა ფსიქოლოგიური გამოკვლევების ასოციაცია(ფგა) ჩრდ. კაროლინას შტატში.გარდა იმისა, რომ ისინი იკვლევდნენ როგორია ორგანიზმის ფუნქციების შეცვლა ასტრალური პროექციის დროს, შეეცადნენ გაეგოთ, იგრძნობდა თუ არა რომელიმე ცოცხალი არსება სულს.როგორც გაირკვა, სხვადასხვა ცხოველი გრძნობს მის იქ ყოფნას.მაგალითად, კატის ქცევა რადიკალურად შეიცვალა როდესაც ფგა-ს თანამშრობელი მოძრაობას იწყებდა ოთახში ასტრალური პროექციის დროს. ექსპერიმენტი 4 ჯერ ჩატარდა და კატის ქცევები ზუსტად იგივენაირი იყო.

1912-1915 წლებში პიერ კორნილიერმა ჩაატარა ექსპერიმენტების მთელი სერია ახალგაზრდა ქალბატონთან- რეინთან. მან ჰიპნოზის მეშვეობით გააგზავნა ქალი უცნობ ბინაში. ქალმა ჰიპნოზის ქვეშ დაიწყო ოთახების აღწერა.სეანსების შემდეგ კორნილიერი მივიდა ზუსტად იმ ბინაში, სადაც ქალი გააგზვნა და  თვითონ დარწმუნდა აღწერილის სინამდვილეში.

იმედი გვირაბის ბოლოს

არის თუ არა გვირაბის ბოლოს სინათლე, მეცნიერებისთვის უცნობია.მეცნიერები კრიტიკულ შენიშვნებს ამ ფენომენისადმი დიდ ყურადღებას აქცევენ.ელმედერის თქმით, ასეთი შენიშვნები სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის სასარგებლოდ ჩაწერილი ქულებია. მედიკოსებისთვის, ამბობს ის, სხეულს გარეთ ყოფნა ცნობილია სახელწოდებით “აუტოსკოპიკური ჰალუცინაცია”.ისინი ჩნდებიან ნარკოტიკების დიდი დოზით მოხმარების შედეგად,ეპილეფსიის დროს,ქალა-ტვინის დაზიანებისას,ღვიძლის მძიმე დაავადებებისას და ა.შ.

შეიძლება თუ არა სხეულს გარეთა გამოცდილება ასეთნაირად მოვიხსენიოთ? რა თქმა უნდა არა! რადგანაც, ამბობს ელმედერი, ადამიანი ასეთი მდგომარეობის დროს საკმაოდ შორ მანძილზე მომხდარს ყვება.ის ამბობს იმ ფაქტებს, რაც სინამდვილეში მოხდა და არა დაავადებული ტვინის ხილვებს.ჰალუცინაციებით რეალურ მოვლენებს ვერ ახსნი.თუნდაც მაგალითია პარკის და რეინის ექსპერიმენტები. ამ ადამიანებმა არც იცოდნენ სად უნდა წასულიყვნენ.

ჯერჯერობით სიცოცხლის სიკვდილი შემდეგ მარტო მორწმუნეებს სჯერათ, რადგანაც მათ დადასტურება არ სჭირდებათ- უბრალოდ სწამთ!

სულ ეს იყო… თქვენ რას ფიქროობთ ამაზე?

BY ნაწკა

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close