საკითხავიუცნაური

11 წლის მოზარდს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს …

 

 

 

 

 

 

 

 

 

ეს ჯორდან ბრაუნია, ყველაზე პატარა დამნაშავე ვისაც სამუდამო პატიმრობა მიესაჯა ვადამდე გათავისუფლების უფლების გარეშე.

2009 წლის ერთ ჩვეულებრივ დილას ჯორდან ბრაუნმა სკოლაში წასვლამდე აიღო მამის სანადირო თოფი, შევიდა საძინებელში და მოკლა დედინაცვალი, რომელსაც სულ მალე მისი ძმა უნდა გაეჩინა (ჯორდანის დედინაცვალი 8 თვის ფეხმძიმე იყო).

ბავშვმა პირდაპირ თავში ესროლა მძინარე კენზი ჰოუკს(დედინაცვალს), გავიდა სახლიდან, იარაღი მოიშორა, სკოლის ავტობუსში მშვიდად ავიდა და იმ დღეს გაკვეთილებს ისე დაესწრო ვითომც არაფერი მომხდარაო.

„მძინარე“ დედა იპოვა 4 წლის ადელაინმა, რომელიც დედის საძინებელში მასთან სათამაშოდ შევიდა. კენზის (ჯორდანის დედინაცვლის) დედამ განაცხადა: “მან მე მითხრა: ბებო, იმ დილით რომ ავდექი, დაბლა ჩავედი დედასთან, ვეთამაშებოდი და ვერაფრით ვერ გავაღვიძე. მას სისხლი ქონდა შუბლზე’’.

მოზარდის ნათესავები და ოჯახის წევრები დღემდე ვერ გამოსულან შოკიდან და ჯორდანის დაცვა არც უფიქრიათ, ოჯახის წევრებიდან ერთადერთი ჯორდანის მამა ამართლებს მის საქციელს თავისი განცახდებით: “ჯორდანი ვერ აცნობიერებდა თავის საქციელს – ძნელია 11 წლის ბავშვს აუხსნა რა არის სიკვდილი”… თუმცა ჯორდანის ნათესავებისაგან განსვავებით საერთაშორისო ორგანიზაციები, ბავშვთა უფლებების დამცველები და უბრალო მოქალაქეები გამოექომაგნენ და მის დასაცავად საპროტესტო აქციები მოაწყვეს; ვებ-გვერდიც კი შექმნეს… თუმცა მათი ძალისხმევა წყალში ჩაიყარა, რადგან მოსამართლე არც კი დაინტერესებულა მათი მოსაზრებებით და ჯორდანის ადვოკატსაც გულგრილად უსმენდა, მან ჯორდანი როგორც სრულწლოვანი ისე განსაჯა და სასჯელის უმაღლესი ზომაც მიუსაჯა (უვადო პატიმრობა ვადამდე გათავისუფლების უფლების გარეშე)… რის უფლებასაც მას კანონი ანიჭებდა, რადგან პელსინვანიის შტატსი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი 10 წელია. როგორც გაირკვა, მოსამართლეს ეს გადაწყვეტილება ჯორდანის სასტიკმა საქციელმა მიაღებინა: 11 წლის ბავშვმა ადამიანი მოკლა, მშვიდად წავიდა სკოლაში და გაკვეთილებსაც აუღელვებლად დაესწრო. ასევე აღსანიშნავია, რომ განსასჯელი, რომელიც საბრალდებო სკამზე ჯდომისას მიწასაც კი ვერ წვდება პროცესის მიმდინარეობისას, 2 წლის განმავლობაში დუმილის უფლებას იყენებდა და ხმაც არ ამოუღია.

    

26 წლის კენზი ჰოუკი                                                           ჯორდან ბრაუნი

ჯორდანის მამა – კრის ბრაუნი
ჯორდან ბრაუნი
წყარო: ბლოგი (არა)იურისტებისათვის

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close